რუსთავში 2000 ადამიანზე გათვლილი ჰიგიენური საშუალებები 30 წუთში დარიგდა
პაპუნა პაპავამ, გაერთიანებული ოპოზიციის ადგილობრივმა წარმომადგენელმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მოსახლეობის აქტიურობა მოსალოდნელი იყო, რადგან ქალაქის აფთიაქებში არ იშოვება პირბადეები, ანტისეპტიკური ხსნარები და ხელთათმანები.
"თუ იშოვება, მოსახლეობისთვის ხელმიუწვდომელ ფასებში", თქვა პაპუნა პაპავამ. მისი თქმით, ჰიგიენური საშუალებები მათ ქართულ-ამერიკულმა ფონდმა გადასცა. ნაწილი თავად შეიძინა.
რუსთავის სააფთიაქო ქსელში გამქრალია ანტისეპტიკური ხელსახოცები, არ იშოვება პირბადეები, ზოგან, პატარა აფთიაქში, პირბადის ფასი 1,5-დან 1,8 ლარამდე მერყეობს, ე.წ. მრავალჯერადი გამოყენების პირბადის ფასი კი - 7-დან 11 ლარამდე. პაპუნა პაპავამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გეგმავენ მსგავსი აქციების
გაგრძელებას.