საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი, ლევან თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. სტატუსს News.ge უცვლელად გთავაზობთ:
“იცი რას ვფიქრობ? რაც ხდება, ყველაფერს ვარქმევთ სახელს. ამჯერად დავარქვით კორონა ვირუსი. რაღაც სხვა რამაა. რაღაც უხილავი ძალა მართავს ამ საქმეს. არ გაგეცინოთ, მაგრამ ჩვენზე სამართლიანი. ჩვენ რაღაც დანაშაული მიგვიძღვის თითქოს. თითქოს მან იცის ეს. აბა შეხედეთ: 1. ბავშვებს არ ერჩის.2. ერჩის მათ, ვისაც ამ ცოდვის კალოში უფრო დიდხანს უქექია .3. განდეგილობას გთავაზობს, 4. ქვეყნებსაც ცოდვით ირჩევს. მათაც თავისი ისტორიულ კატაკლიზმებში ქექვით.. 5. ბუნებას ასუფთავებს( კოსმოსური ფოტოდან ჩანს)6. მშიერს და მაძღარს ერთად შთანთქავს6. მორწმუნეებს განსაცდელს უვლენს: აბა კოვზი ჩაიდეთ პირში ერთიო! 7. თუ ძველად ილუზიონს ურთავდნენ განსაცდელის სახით, ახლა კორონა ეუბნება მორწმუნეებს: ან რწმენა და განსაცდელი და ან კარანტინი და ფიქრი. 8. არ გინდოდათ მშვიდი მსოფლიო, იბრძოდით სხვისი მიწის წასაღებად? იჯექით თქვენს შემოღობილშიო.9. ჩვენ აქამდე დაგვინდო, რადგან ბოლო წლებში დავიჩაგრეთ.10. ამ სადამსჯელო ოპერაციის პარალელურად სხვა მასშაბური კატაკლიზმები არ ხდება. ეს არის მთავარი ხაზი. შეხედეთ ქვეყანათა კორონა რეიტინგს და გადახედეთ ისტორიას. ყველაფერს მიხვდებით. მე ვაღიარებ ამ ძალას.”