Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ევროკავშირი შეშფოთებას გამოხატავს საქართველოზე კიბერშეტევის გამო

2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველო იყო კიბერშეტევის ობიექტი, რასაც მოჰყვა მისი სოციალური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურისთვის ზიანის მიყენება, წერია 21 თებერვლის განცხადებაში, რომელიც   ევროკავშირის სახელით გამოაქვეყნა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა.  ევროკავშირი კიბერსივრცეში პასუხისმგებლიანი ქცევის უზრუნველყოფისა და ხელშეწყობისკენ მოუწოდებს, რომელშიც ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები გმობენ კიბერშეტევას და გააგრძელებენ საქართველოს დახმარებას კიბერმედეგობის განმტკიცების საქმეში.


ევროკავშირი და მისი წევრები გამოხატავენ შეშფოთებას ამ კიბერთავდასხმის გამო, რამაც აჩვენა კიბერსივრცის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიმართ უპატივცემულობა, და რომელიც „ძირს უთხრის პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ სარგებლობას, რაც მოაქვს ინტერნეტსა და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას“.


დღეს, წერია ევროკავშირს განცხადებაში, ბლოკი და მისი წევრები გმობენ კიბერთავდასხმას და გააგრძელებენ საქართველოსთვის დახმარების გაწევას კიბერმედეგობის გამყარებაში. „ჩვენ შეშფოთებული ვართ უპასუხისმგებლო და მადესტაბილიზებელი მოქცევის გამო კიბერსივრცეში და კვლავაც ყურადღებას დავუთმობთ გამოწვევებს, რომლებსაც კიბერსივრცე აწყდება საშინაო და ასევე საგარეო და უშიშროების მიმართულებით“, აცხადებს ევროკავშირი და თავის წევრებთან ერთად გამოდის მოწოდებით, საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ, გააგრძელოს თანამშრომლობა გლობალური, ღია, მყარი, მშვიდობიანი და უსაფრთხო კიბერსივრცის სასარგებლოდ, სადაც სრულად არის დაცული ადამიანის უფლებები, ფუნდამენტური თავისუფლებები და კანონის უზენაესობა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus