Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილე ჟურნალისტი ვახო ხუზმიაშვილი გახდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს  დირექტორის მოადგილედ ვახო ხუზმიაშვილი აირჩიეს. „ბათუმელების“ თანახმად, გადაწყვეტილება 21 თებერვალს საკონკურსო კომისიამ დახურულ გასაუბრებაზე მიიღო.


კონკურსში ვახო ხუზმიაშვილთან ერთად ასევე მონაწილეობდნენ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები ემზარ დიასამიძე და ფირუზ ბოლქვაძე.


ჟურნალისტი ვახო ხუზმიაშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა „მეცხრე არხის“ და „იმედის“ პროდიუსერად, იყო ტელეკომპანია „იბერიის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი.


საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილის თანამდებობა 2 თებერვლიდანაა ვაკანტური. ამ დღეს თანამდებობა პროტესტის ნიშნად ნათია ზოიძემ დატოვა იმის გამო, რომ მისი ახალი ხელშეკრულება საქმის კეთების საშუალებას არ იძლეოდა. კერძოდ, ახალი ხელშეკრულებით, ნათია ზოიძეს მხოლოდ სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის პერიოდული ანალიზი და ანგარიშების შედგენა-წარდგენა ევალებოდა.


საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭომ 19 თებერვალს სამი ხმით ორის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა დირექტორის, გიორგი კოხრეიძის წინადადებას საშტატო განრიგის შეცვლის შესახებ.


გადაწყვეტილება ძალაში შევა 24 თებერვალს და ოფიციალურად გაუქმდება ოთხი სამსახურის უფროსების მოადგილეთა შტატი. 


თავად დირექტორი გიორგი კოხრეიძე ამტკიცებს, რომ ცვლილებები ეფექტიანი მართვისთვის სჭირდება, რადგან ხდებოდა მოვალეობების დუბლირება.


საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესებს ჟურნალისტთა ნაწილი და  არასამთავრობო ორგანიზაციები სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობად განიხილავენ. ისინი მიიჩნევენ, რომ დირექტორი და მრჩეველთა საბჭოს წევრები ხელისუფლების დაკვეთას ასრულებენ. 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus