აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომელშიც გადადგომისკენ მოუწოდა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ რთული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების გამო და იმისთვის, რომ საზოგადოებაში არ გაღრმავდეს დესტაბილიზაცია, სახალხო კრება იღებს დადგენილებას, გადადგომის წინადადებით მიმართოს პრეზიდენტს.
დადგენილებას მხარი დაუჭირა 19-მა დეპუტატმა, ოთხი წინააღმდეგი იყო, ერთმა თავი შეიკავა. სულ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის სხდომაში 27 დეპუტატი მონაწილეობდა.