თურქეთის პარლამენტმა მოიწონა ლიბიაში ჯარების გაგზავნა მთავრობის დასახმარებლად, რომელსაც გაერო უჭერს მხარს.
ამ საკითხთან დაკავშირებით 2 იანვარს გაიმართა რიგგარეშე სხდომა. თავისი გადაწყვეტილებით პარლამენტმა ერთწლიანი მანდატი მიანიჭა ჯარებს.
ბევრი შიშს გამოთქვამს, რომ თურქეთის ჯარების გაგზავნამ შესაძლოა ლიბიის კონფლიქტი უფრო გაამწვავოს.
პრემიერ-მინისტრ ფაიეზ სარაჯის მთავრობა, რომელსაც დედაქალაქ ტრიპოლიში უდევს ბინა, ძალაუფლებისთვის ებრძვის ქვეყნის აღმოსავლეთში გამაგრებულ მეტოქე ხელისუფლებას, რომელსაც გენერალი ხალიფა ჰაფტარი უდგას სათავეში.
ჰაფტარს მხარს უჭერენ ეგვიპტე, არაბთა გაერთიანებული საამირო და სხვები, მათ შორის სავარაუდოდ დაქირავებული რუსი მებრძოლები. მისმა ჯარებმა აპრილში იერიში წამოიწყეს დედაქალაქის ხელში ჩასაგდებად.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ სარაჯის მთავრობამ ითხოვა ქვეყანაში თურქეთის ჯარების განლაგება.
ანკარის თანახმად, ჯარების განლაგებას საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს თურქეთისთვის, რათა დაიცვას საკუთარი ინტერესები ლიბიასა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში.