Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ცოტნე გამსახურდიას საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულ ერთ პირს ბრალი წარედგინა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი სოლოღაშვილს ბრალი წარედგინა. მისი ადვოკატის, ირაკლი ჩომახაშვილის განმარტებით, იგი ბრალს აღიარებს. ადვოკატის თანახმად, ბრალში მითითებულია, რომ კონფლიქტი დაიწყო ერთ სუფრაზე. ეს გარემოება, ირაკლი ჩომახაშვილის თქმით, ნიშნავს იმას, რომ გიორგი სოლოღაშვილს არ ჰქონია პოლიტიკური დაპირისპირების საფუძველი.


„საქმის მასალები ჯერ არ გადმოგვცემია. ბრალში მითითებულია, რომ კონფლიქტი დაიწყო ერთ სუფრაზე, სადაც იმყოფებოდნენ და სვამდნენ სასმელს. შესაბამისად, დაწყებულია პირადი დაპირისპირების საფუძველზე და არა პოლიტიკური დაპირისპირების საფუძველზე. რაც შეეხება ჩვენებებს, ჯერჯერობით არ ვიცნობ, ვინაიდან არ შემდგარა დაცვის ოქმი, როდესაც შედგება დაცვის ოქმი და გავეცნობი, უშუალოდ რა მტკიცებულებები არსებობს, ამის შემდეგ გიპასუხებთ“, - განაცხადა ადვოკატმა. იგი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ქვეყნის დატოვებას აპირებდა:


„არ ვადასტურებ, ვინაიდან ასეთი ინფორმაცია არ არსებობს სისხლის სამართლის მასალაში, რომელიც მე მითხრეს. ჩემთვის არ არის ცნობილი, რომ ის სარფში დააკავეს, როგორც ვიცი, დაკავება მოხდა თბილისში“, - განაცხადა ადვოკატმა.


გამოძიების ვერსიით, 19 დეკემბერს, თბილისში, გალის ქუჩაზე, საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო მომხდარი შელაპარაკების ნიადაგზე, ბასრი საგნის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ცოტნე გამსახურდიას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. სხვა ოთხ დაკავებულს კი ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა.


ცოტნე გამსახურდიას ორი ოპერაცია გაუკეთდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმების შეფასებით, მძიმეა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus