მინსკში დასრულდა ანტისამთავრობო აქცია
შაბათს მინსკში გამართულ მსვლელობაში მონაწილეობდა 200 მოქალაქე და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ბევრად ნაკლები, ვიდრე წინა დღით.
აქციის მონაწილეებმა მიიღეს მიმართვა, რომელშიც მოუწოდეს ბელორუსის პრეზიდენტს, არ გაცვალოს ქვეყნის დამოუკიდებლობა გაზსა და ნავთობში. მინიშნება კეთდება იმაზე, რომ ფართო ინტეგრაციას რუსეთს და ბელორუსს შორის აბრკოლებს მხოლოდ ენერგორესურებისა და საბაჟო კავშირის საკითხებში წარმოქმნილი უთანხმოება.
პარასკევს მინსკში გაიმართა 1500 კაციანი საპროტესტო მსვლელობა, რომლის ერთ-ერთი ორგანზატორი იყო ბელორუსის ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის ლიდერი, პაველ სევიარინეცი, რომელიც უშიშროების სამსახურმა შაბათის აქციის წინ დააპატიმრა.
მაგრამ არც პარასკევს და არც შაბათს სამართალდაცველებს ხელი არ შეუშლიათ აქციების გამართვისთვის.