Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

მაიკლ კარპენტერი "საშინელებას" უწოდებს საქართველოს მმართველი პარტიის შესაძლო კავშირს პრორუსულ და ანტიამერიკულ კამპანიასთან

ცნობილი საერთაშორისო მიმომხილველი, აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, მაიკლ კარპენტერი, „საშინელს“ უწოდებს Facebook-ის ადმინისტრაციის მიერ პარასკევს გავრცელებულ ცნობას, რომლის თანახმადაც, სოციალურმა ქსელმა საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებული ასობით გვერდი, ანგარიში და ჯგუფი გააუქმა.


 


„საშინელებაა, თუ ეს სიმართლეა. ცხადია, რომ Facebook-მა სოციალურ ქსელებში გავრცელებული ანტიამერიკული და პრორუსული ცნობები დაუკავშირა საქართველოს მმართველ პარტიასთან აფილირებულ კომპანიას. იმედია, ეს მალე გაირკვევა“, - წერს ტვიტერში „პენ ბაიდენის ცენტრის“ მთავარი დირექტორი, მაიკლ კარპენტერი, რომელიც ცნობილია საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკული შენიშვნებით.




 


ივნისში საქართველოში ვიზიტის შემდეგ კარპენტერმა თბილისი გააფრთხილა რუსეთთან „ღია კარის პოლიტიკის“ მოსალოდნელ შედეგებზე.  


 


„საქართველოში 3 დღე გავატარე. არ ვარ დარწმუნებული, რომ ხელისუფლება სრულად აცნობიერებს რუსეთთან ღია კარის პოლიტიკის შედეგებს. ამდენი „ტურისტით“ (FSB) და ამდენი მიწით, რომელსაც რუსი ბიზნესმენები ყიდულობენ, შეიძლება, ერთ დილას გაიღვიძონ და აღმოაჩინონ, რომ არა 20%, არამედ 100%-ია ოკუპირებული“, - წერდა მაიკლ კარპენტერი.


 


მისი ამჟამინდელი პოსტი ტვიტერში მოჰყვა Facebook-ის კიბერუსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ, ნათანაელ გლეიშერზე დაყრდნობით გავრცელებულ ცნობას, რომლის თანახმად, კამპანიამ გააუქმა საქართველოს (ასევე აშშ-ისა და ვიეტნამის ანგარიშების) ე.წ. დაუკავშირებელი ქსელები, გვერდები და ჯგუფები „კოორდინირებული არაავთენტური ქცევის“ გამო. ცნობაში ასევე აღნიშნულია, რომ ეს ქმედება უკავშირდება საქართველოს სარეკლამო სააგენტო „პანდასა“ და საქართველოს მთავრობას, რომელსაც მართავს „ქართული ოცნება“.


 


მაიკლ კარპენტერის ტვიტს ეხმაურება აშშ-ის „ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორი დეიმონ ვილსონი​, რომელიც საქართველოს მმართველი პარტიის სავარაუდო კავშირს ამ სკანდალთან უწოდებს „არაკეთილსინდისიერი თამაშის მორიგ ცუდ ნიშანს პოლიტიკურად პოლარიზებულ საქართველოში“.




 


 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus