Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ჰუთიტი მეამბოხეები აცხადდებენ, რომ აჩერებენ თავდასხმებს საუდის არაბეთზე

იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთიტი მეამბოხეები აცხადებენ, რომ აჩერებენ საფრენი აპარატებით და რაკეტებით თავდასხმებს საუდის არაბეთზე, ერთ კვირაში მას შემდეგ, რაც პასუხისმგებლობა იკისრეს იერიშზე საუდის არაბეთის მნიშვნელოვან ნავთობის ობიექტზე. 


ჰუთიტების უზენაესი საბჭოს ხელმძღვანელმა, მეჰდი ალ-მაშატმა 20 სექტემბერს, გვიან საღამოს გამოაცხადა, რომ "შეჩერებულია ყველა თავდასხმა საუდის არაბეთის ტერიტორიაზე". მისი თქმით, ჯგუფი ახლა "დადებით გამოხმაურებას" ელის რიადისგან. 


შიიტმა ჰუთიტმა მეამბოხეებმა პასუხისმგებლობა იკისრეს 14 სექტემბერს განხორციელებულ თავდასხმაზე საუდის არაბეთის უდიდეს ნავთობის საწარმოზე, რამაც კიდევ უფრო გაზარდა დაძაბულობა რეგიონში. ჰუთიტების ამ განცხადების მიუხედავად, აშშ-ის და საუდის არაბეთის ოფიციალურმა პირებმა თავდასხმა თეირანს დააბრალეს და გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ განიხილება პასუხის ყველა გზა, სამხედროს ჩათვლით. ირანი უარყოფს კავშირს ინციდენტთან და აშშ-ს აფრთხილებს, რომ ნებისმიერი თავდასხმა "სრულმასშტაბიან ომს" მოიტანს. 


მიმდინარე წელს ჰუთიტმა მეამბოხეებმა მანამდეც განახორციელეს რამდენიმე თავდასხმა საუდის არაბეთის ობიექტებზე. იემენის მთავრობა, რომელსაც მხარს უჭერენ სუნიტების ხელმძღვანელობით მოქმედი საუდის არაბეთი და მისი არაბული მოკავშირეები, ჰუთიტ მეამბოხეებს 2015 წლიდან ებრძვის. 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus