Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

კახიძე: მოსამართლეებთან გასაუბრება ბევრ რამეს წარმოაჩენს, სასამართლო ხელისუფლება კრიზისშია

„ევროპული საქართველოს“ მთავარი მიზანი გასაუბრების პროცესში ის არის, რომ საზოგადოებამ დაინახოს, თუ რა კანდიდატები წარმოადგინა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და ვის არჩევას აპირებს „ქართული ოცნების“ უმრავლესობა“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ. მისი თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კანდიდატების ნომინირების შესახებ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიუღია და, შესაბამისად, გასაუბრების პროცესიც ბევრ რამეს წარმოაჩენს:


„ეს წინასწარ შეთანხმებული და გავლილი სქემაა. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ასევე, მართავს კლანი და მათ ვინც გადაწყვიტეს, პარლამენტსაც ისინი წარედგინა. დანარჩენს გვაჩვენებს უშუალოდ გასაუბრების პროცესი“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.


„ევროპული საქართველოს“ წევრები არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე კანდიდატების მიერ მესამე სექტორის მიერ შესწავლილ ინფორმაციას განიხილავენ.


„მათ ძალიან მოცულობითი სამუშაო გასწიეს. შეისწავლეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა პორტფოლიოები, მათი განხილული საქმეები, ფინანსური მხარე. „ევროპული საქართველო“ მიიჩნევს, რომ სასამართლო ხელისუფლება მძიმე კრიზისშია, მას მართავს ე.წ. კლანი, რომელიც უზრუნველყოფს მართლმსაჯულების სისტემის მორჩილებას ბიძინა ივანიშვილისადმი“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.


უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატურების განხილვა საქართველოს პარლამენტში 23 სექტემბერს იწყება. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს განსახილველად 20 მოსამართლის კანდიდატურა წარუდგინა. 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus