საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთში გამართულ კონფერენციაზე „ქალთა როლი პოლიტიკაში“ სიტყვით გამოსვლისას, მისი, როგორც ქალი პრეზიდენტის როლის შესახებ ისაუბრა.
„როდესაც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ვიმყოფები, მეკითხებიან, რამდენად მიიღო ქართულმა საზოგადოებამ ჩემი, როგორც ქალი პრეზიდენტის, არჩევა და რამდენად არის შეგუებული ამ ფაქტთან. ჩემი პასუხია, რომ სწორედ გამომდინარე ჩვენი ისტორიიდან, ეს ფაქტი არ იყო რაღაც გამონაკლისი ჩვენს ისტორიაში. არა რაღაც თავს მოხვეული ჩვენს საზოგადოებაზე, არამედ ძალიან ბუნებრივი. დღემდე, ყოველდღიურად, როცა არამხოლოდ არჩევნების პერიოდში, მაგრამ ახლაც, რომ დავდივართ სხვადასხვა რეგიონში, პირიქით არის, რომ ძალიან დადებითად არის მიღებული ეს ფაქტი და უნდა ვთქვა, იმედიანად, რაც ზოგჯერ მაშინებს, იმდენად რაღაცნაირად იმედები არის შექმნილი იმიტომ, რომ ქალი ვარ და შეიძლება, ქალს მეტი შეუძლია, ამ ძალიან რთულ ვითარებაში, რაც არის დღევანდელი საქართველოს ვითარება. ეს პასუხისმგებლობა, ზოგჯერ, საკმაოდ მძიმე სატარებელია", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.