აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო დაეთანხმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იდეას რუსეთის შესაძლო მონაწილეობაზე „დიდი შვიდეულის“ სამიტში, რომელიც მომავალ წელს გაიმართება ფლორიდაში. ამის შესახებ პომპეომ ამერიკელ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
თავის მხრივ უკრაინის საკითხებში აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელმა კურტ ვოლკერმა თქვა, რომ თანამშრომლობის განახლებისთვის შესანიშნავ შესაძლებლობას შექმნიდა რუსეთის წასვლა ანექსირებული ყირიმიდან.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოთქვა წინადადება, აღდგენილიყო „დიდი რვიანი“ და რუსეთს მონაწილეობა მიეღო აგვისტოს სამიტში საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში. მის იდეას მხარი დაუჭირა საფრანგეთმა, მაგრამ წინააღმდეგი იყვნენ დიდი ბრიტანეთი, გერმანია და კანადა. „დიდი შვიდეულის“ სამიტის შედეგების მიხედვით, ლიდერები შეთანხმდნენ, უფრო აქტიურად ითანამშრომლონ რუსეთთან რიგ საკითხებში. ამავე დროს დაასკვნეს, რომ წინა ფორმატზე დაბრუნება ჯერჯერობით ნაადრევია.