კოსოვოს პრეზიდენტმა 6 ოქტომბრისთვის დანიშნა ვადამდელი არჩევნები, იმ ფონზე, როცა 6 ივლისს პოსტიდან გადადგა პრემიერ-მინისტრი რამუშ ჰარადინაი.
პრეზიდენტ ჰაშიმ ტაჩის ოფისის მიერ 26 აგვისტოს გავრცელებული განცხადებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაევალა გაატაროს "ყველა საჭირო ზომა" კენჭისყრის ორგანიზებისთვის და ჩატარებისთვის.
გასულ კვირაში კოსოვოს პარლამენტარებმა კენჭი უყარეს პარლამენტის დაშლას, რამაც გზა გაუხსნა ახალ არჩევნებს. ჰარადინაი 19 ივლისს გადადგა, მანამდე, სანამ მას დაკითხავს ჰააგაში განთავსებული სასამართლო, რომელიც იძიებს კოსოვოს გათავისუფლების არმიის მებრძოლების მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებს ორი ათწლეულის წინ.