დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ლოგისტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას აღმოუჩენენ ამაზონის ტყეში მძვინვარე ხანძრებთან მებრძოლ ძალებს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა 26 აგვისტოს თქვა, რომ ბრიტანეთი, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია და აშშ ამ მიზნით 22 მილიონ დოლარს გამოყოფენ "დაუყოვნებლივ".
შეთანხმებას მიაღწიეს საფრანგეთის სამხრეთდასავლეთში, სანაპირო კურორტ ბიარიცზე გამართულ შეხვედრაზე.
მაკრონის თქმით, საკუთრივ საფრანგეთი მზად არის რამდენიმე საათში სამხედრო ძალით დაეხმაროს მეხანძრეებს.
ამაზონის ტროპიკულ ტყეში მძვინვარებს რეკორდულად დიდი მასშტაბის ხანძრები, რომელთაგან ბევრი ბრაზილიაზე მოდის. იზრდება შეშფოთება ამ ხანძრების უარყოფით გავლენაზე გლობალური გარემოსთვის.
კრიტიკოსები ბრაზილიის პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუს ადანაშაულებენ "მწვანე შუქის" ანთებაში ამაზონის განადგურებისთვის, გარემოს დამცველთა საწინააღმდეგო რიტორიკით და უმოქმედობით ტყის გაჩანაგების აკრძალვების დაღვევათა მიმართ.