„დღეს გვექნება ცოტა არასტანდარტული ფორმატი, ზუსტად 21:00 საათზე „რუსთავი2“-ის გუნდი გამართავს პრესკონფერენციას აქ, ჩვენს აქციაზე და ჩვენ, რა თქმა უნდა, სიამოვნებით ვუთმობთ დროს“, - წერენ პროტესტის 62-ე დღეს, აქციის ორგანიზატორები.
რუსთაველის გამზირზე გადაცემა #სირცხვილია ტრადიციულად დაიწყო 20 ივლისის საქმეზე დაკავებულებზე საუბრით.
სადისკუსიო ფორმატის პირველი ბლოკი კი გუგუტიანთკარში უკანონო ბორდერიზაციის პროცესს ეთმობა. ამ თემაზე ისაუბრებენ საიას იურისტი ნინო ჯომარჯიძე და „ადამიანის უფლებათა ცენტრის" თანადირექტორი ნინო ცაგარეიშვილი.
„რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ სამაუწყებლო კომპანიის ჟურნალისტები: ნოდარ მელაძე, ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია, გიორგი ლაფერაშვილი და ნანუკა ჟორჟოლიანი ინტერესთა კონფლიქტის მიზეზით სამსახურიდან გათავისუფლდებიან.