Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ტელეკომპანია “ფორმულა”, რომელსაც, სავარაუდოდ დავით კეზერაშვილი დააფინანსებს, მაუწყებლობას ოქტომბერში დაიწყებს

ახალი ტელეკომპანია “ფორმულა”, რომელსაც “ფორმულა კრეატივი” ხსნის, მაუწყებლობას ოქტომბრიდან დაიწყებს. როგორც ტელევიზიის მომავალმა დირექტორმა, ზუკა გუმბარიძემ AMBEBI.GE-ს განუცხადა, მაუწყებლობის ავტორიზაციის მისაღებად კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მათ დღეს მიმართეს.

გუმბარიძის ინფორმაციით, „ფორმულას“ მაუწყებლობა მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცელდება. ამასთან, მისი ყურება როგორც საკაბელო კომპანიების, ისე სატელიტური და სტანდარტული ანტენებითაც იქნება შესაძლებელი.

რაც შეეხება დაფინანსების წყაროს, გუმბარიძე განმარტავს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, მოლაპარაკება ინვესტორებთან ახლაც მიმდინარეობს. მათ შორის, ერთ-ერთი თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილია.

“ახლა გავდივართ ინვესტორებთან საბოლოო დეტალებს და ცოტა ხანში უფრო ღიად ვიტყვით, ვინ იქნება. მათ შორის, ოფიციალურად შემიძლია დავადასტურო, რომ ამ თემაზე დავით კეზერაშვილთანაც გვაქვს მოლაპარაკებები“, – აღნიშნა მან.

ზუკა გუმბარიძე განმარტავს, რომ „ფორმულას“ კლასიკური საერთო მაუწყებლის ფორმატი ექნება, რომელიც სხვადასხვა ტიპის სატელევიზიო პროგრამას მოიცავს.

“ეს იქნება კლასიკური საერთო მაუწყებელი, სადაც იქნება ნიუსის სეგმენტი, თოქ-შოუები, გასართობი სეგმენტი. იქნება ჩვენივე, „ფორმულა კრეატივის” წარმოების სერიალი – „ჩემი ცოლის დაქალები“ და კიდევ ერთი სერიალი, რომელიც ეთერში დაემატება ამ წლის ბოლოდან. ეს არის ახალი სერიალი, რომლის რეპროდუქციის პროცესიც დაწყებული გვაქვს და ცოტა ხანში გადაღებასაც დავიწყებთ”, – განმარტა AMBEBI.GE-სთან საუბარში “ფორმულას” მომავალმა დირექტორმა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus