ქაბულში თვითმხილველებმა უთხრეს რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებას, რომ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ამრულა სალეჰი არ დაშავებულა, ისე იქნა ევაკუირებული თავისი ოფისიდან.
მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ სალეჰის ოფისთან ბომბი აფეთქდა, რის შემდეგაც შენობას თავს დაესხნენ შეიარაღებული პირები და გრძელდება შეტაკება ავღანეთის უსაფრთხოების ძალებთან.
ავღანეთში 28 სექტემბერს გაიმართება პრეზიდენტის არჩევნები. დღეს საარჩევნო კამპანიის პირველი დღეა. სალეჰი კენჭს იყრის პრეზიდენტ აშრაფ ღანისთან ერთად.