Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ქიბარ ხალვაშის უარი „რუსთავი 2“-ში საზოგადოებრივი საბჭოს შექმნას

„რუსთავი ორის“ გენერალური დირექტორის პატა სალიას თქმით, ქიბარ ხალვაში უარს ამბობს შეიქმნას საზოგადოებრივი საბჭო „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობის დასაცავად.


პაატა სალია ამბობს, რომ ხალვაში ასევე უარზეა გაფორმდეს რაიმე სახის დოკუმენტი, სადაც არხის ახალი მფლობელი აიღებს ვალდებულებას სარედაქციო დამოუკიდებლობაზე.


კომპანიის გენერალური დირექტორი აძლევს სიტყვას ჟურნალისტებს, რომ არ მოხდება ჩარევა საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემების კონტენტში და ჟურნალისტები მას სიტყვაზე უნდა ენდონ.


„წერილობითი გარანტია არ არსებობს და არ არსებობს განსაკუთრებითი იმ ფორმით რა ფორმითაც იყო შემოთავაზებული. ეს ვერ იქნება გარანტია იქიდან გამომდინარე, რომ იგივე სიტყვები რაც იმ პუნქტში წერია, რომ შეიძლება მაღალრეიტინგული გადაცემის რეიტინგის შემცირება გამოიწვიოს და ა.შ. რეიტინგის შემცირება შეიძლება ბევრ ფაქტორზე იყოს დამოკიდებული და მერე ამას შეიძლება 1000 ინტერპრეტაცია მიეცეს. არ არის ეს ის ფორმა, რომელიც ჩვენს შორის უნდა იყოს ნდობის მოსაპოვებლად. ნდობის მოპოვება ერთ დღეში არ ხდება, გავაგრძელებთ მუშაობას და მე ისიც ვუთხარი, რომ თუ რაიმე სიმპტომი იქნება, რომ ვიღაც ცდილობს ჩარევას და ა.შ.  ამის შესახებ ჩვენ აუცილებლად უნდა ვისაუბროთ,“- ამბობს პაატა სალია, რომლის თქმითაც ის ცდილობს დავანახოს ტელეკომპანიის თანამშრომლებს, რომ მისულია იმისთვის, რომ კომპანია უფრო წარმატებული, რეიტინგული და ძლიერი იყოს.


„იმედი მაქვს, რომ დღითიდღე ამ ნდობას განვამტკიცებ და იმედი მაქვს, რომ მათგანაც ანალოგიური პასუხი იქნება. რა თქმა უნდა გარკვეული ეჭვები არსებობს, იარსებებს და მე ვიმუშავებ, რომ რომ ეს ეჭვები, რაც შეიძლება სწრაფად გაქარწყლდეს და ამაში დავრწმუნდებით“,- აცხადებს პაატა სალია.


„ცუდი განზრახვით ვინმე რომ იყოს მოსული აქ, არ აქვს მნიშვნელობა ბორდი იქნება, თუ არ იქნება. ცუდი განზრახვა ნებისმიერი წერილობითი გარანტიის შემთხვევაშიც შეიძლება განხორციელდეს და ამიტომ, არ არის ეს გარანტია. გვაქვს უამრავი შეხვედრა, ვმუშაობთ საკითხებზე და ვფიქრობთ, რომ ყველა დარწმუნდება, რომ რასაც ითხოვენ ჟურნალისტები, არის შესრულებული და არანაირი გარანტია გარდა ჩვენი ურთიერთობისა და ნდობისა, საჭირო აღარ იქნება“,- აცხადებს პაატა სალია.


 


„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებმა ახალ მფლობელს და გენერალურ დირექტორს სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნების გეგმა შესთავაზეს. ამ გეგმის ნაწილია მედიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან „რუსთავი 2“-ის საზოგადოებრივი საბჭო შექმნა შემდეგი შემადგენლობით: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - ეკა გიგაური; საია - სულხან სალაძე; „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ - გიორგი მშვენიერაძე; „სამართლიანი არჩევნები“ - მიხეილ ბენიძე; “ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ - ნატა ძველიშვილი; მედია მკვლევარი ნინო დანელია, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე, მედიაექსპერტი ლაშა ტუღუში და კიდევ თქვენ მიერ შერჩეული ორი წარმომადგენელი, რომელიც მაღალი ნდობითა და რეპუტაციით სარგებლობს საზოგადოებაში.


 


საბჭოს განხილვისა და დადასტურების გარეშე „რუსთავი 2“-ის ახალმა მენეჯმენტმა ვერ უნდა შეძლოს იმ თანამშრომლების მიღება და გათავისუფლება, რომლებიც ქმნიან და აგებენ პასუხს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ კონტენტზე. მათ შორის წამყვანები, საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ჟურნალისტები და პროდიუსერებიც იგულისხმებიან.


 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus