Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

უკრაინის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები - ზელენსკის პოპულარობის ბარომეტრი

 21 ივლისის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უკრაინაში ამ ქვეყნის ახალი პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის პოპულარობის ბარომეტრია ორი თვის წინ პრეზიდენტად არჩეული, ყოფილი მსახიობის, გამოუცდელი პოლიტიკოსის სწრაფად აღზევების შემდეგ.


დასუსტებულ ეკონომიკასთან, ფესვგადგმულ კორუფციასთან და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებთან ომთან გამკლავება ამომრჩეველს სურდა ზელენსკის საშუალებით, ახალმა პრეზიდენტმა ქვეყანა ახალი მიმართულებით უნდა წაიყვანოს.


გამოკითხვების თანახმად, ზელენსკი, კომიკოსი, რომელიც შემთხვევით გაპრეზიდენტებულ გმირს ასახიერებდა ტელესერიალში, ინარჩუნებს პოპულარობას. ის ვადამდელი არჩევნების დანიშვნისკენ  მოწოდებით გამოვიდა სამი თვით ადრე, ვიდრე დაპირებული იყო, რადგან ხედავდა, რომ მისი მეტოქეებით დაკომპლექტებული "ვერხოვნა რადა" არ მისცემდა რეფორმების გატარების საშუალებას.


ახლა საკითხავი ისაა, შეძლებს თუ არა ზელენსკის ერთი თვის წინ ჩამოყალიბებული პარტია, „ხალხის მსახური“, მოიპოვოს იმგვარი უმრავლესობა, რომელიც რეფორმების წინსვლას შეაძლებინებს პრეზიდენტს.


კენჭისყრა დაწყებულია. შუა ევროპის დროით 19, თბილისის დროით 21 საათზე საარჩევნო უბნები დაიხურება.


გამოკითხვით, რომელიც ჩაატარა „International Republic Institute“-მა, და რომლის შედეგები გამოქვეყნდა 9 ივლისს, უკრაინელების 67 პროცენტი ზელენსკის უჭერს მხარს. სხვა გამოკითხვით, რომელიც უკრაინის „Razumkov Center“-მა მოაწყო, ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურს“ ემხრობა 40 პროცენტზე ოდნავ მეტი ამომრჩეველი.


მაგრამ ამ შედეგმაც შეიძლება ვერ მოაპოვებინოს თვითგამოცხადებულ ლიბერტარიანულ პარტიას საკმარისი უმრავლესობა და აიძულოს ის შეუკავშირდეს რომელიმე პარტნიორს, რომელიც ხუთპროცენტიან ბარიერს გადალახავს.


ირინა ბეკეშკინა პოლიტიკური მიმომხილველი „Democratic Initiatives Foundation“-ში, ამბობს, რომზელენსკის გამარჯვებაში არც თუ მცირე როლი ითამაშა ახალგაზრდობამ, როცა აქტივობა 62 პროცენტს უდრიდა. მისი აზრით, ახლა, ახალგაზრდა ამომრჩეველმა შეიძლება აღარ დაუჭიროს მხარი „ხალხის მსახურს“.


მათ რიცხვში, ვინც ზელენსკის პარტიის პოტენციური პარტნიორები შეიძლება გახდნენ ახალ პარლამენტში, არიან, „ოპოზიციური პლატფორმა“, რომელიც რუსეთთან უფრო ახლო ურთიერთობას ესწრაფვის, და რომელსაც 12 პროცენტი უჭერს მხარს. ყოფილი პრემიერ- მინისტრის, იულია ტიმოშენკოს პარტიაც შეიძლება მოხვდეს ზელენსკისთან კოალიციაში. მას თითქმის 8 პროცენტი ემხრობა „Razumkov Center“-ის გამოკითხვების თანახმად. ევროპულ სოლიდარობას“, ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს პოლიტიკურ გაერთიანებას, 6-ნახევარი პროცენტი უჭერს მხარს. ვარაუდობენ, რომ „ხალხის მსახურის“ კოალიციური პარტნიორი შეიძლება გახდეს უკრაინის ყველაზე პოპულარული პოპ-ვარსკვლავის, სვიატოსლავ ვაკარჩუკის პარტია, რომელსაც, გამოკითხვებით, 6 პროცენტი აძლევს ხმას.


მიმომხილველები ამბობენ, რომ თუ არ იქნა ამომრჩევლის საკმარისი აქტიურობა, ეს ზელენსკისა და ვაკარჩუკის პარტიებს უფრო ავნებს, ვიდრე ,ევროპულ სოლიდარობას, თუ ტიმოშენკოს „მამულს“.


ორი საათის გახსნილი იყო საარჩევნო უბნები, რომ უკვე იტყობინებოდნენ დარღვევების თაობაზე. რვა საარჩევნო უბანი დროულად არ გაიხსნა ტექნიკური მიზეზით, თუ ადგილობრივ ოფიციალურ პირებთან უთანხმოების გამო. ბახმუტიდან, უკრაინის აღმოსავლეთის ფრონტისპირა ქალაქიდან იტყობინებოდნენ, რომ საარჩევნო უბანი დაიხურა მალევე, რადგან ოფიციალურმა მეთვალყურეებმა დაადგინეს, რომ შედეგების ფურცელი უკვე მზად იყო.


უკრაინის პარამენტში 450 ადგილია. ვადამდელი არჩევნების შემდეგ დაკავებული იქნება მხოლოდ 424 ადგილი, რადგან რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმსა და აღმოსავლეთი უკრაინის სეპარატისტული რეგიონებში არჩევნები არ ტარდება.


უკრაინის კანონმდებლობით, ადგილების ნახევარი პარტიული სიების მიხედვით დაკომპლექტდება, ნახევარი - მაჟორიტარი დეპუტატების მიერ.


ეგზიტ პოლების პირველ შედეგებს მოელიან საარჩევნო უბნების დახურვისთანავე.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus