ვატიკანში გაიმართა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრა რომის პაპთან, ფრანცისკესთან დახურულ კარს მიღმა. ადრე იტყობინებოდნენ, რომ ფრანცისკე უკრაინის ეკლესიაში განხეთქილებაზე ილაპარაკებდა უკრაინის ეკლესიისთვის დამოუკიდებლობის მინიჭების შემდეგ.
შეხვედრის შემდეგ პაპმა პუტინს აჩუქა მე-18 საუკუნის გრავიურა წმინდა პეტრეს მოედნის გამოსახულებით. პუტინმა პაპს გადასცა ხატი პეტრე და პავლე მოციქულების გამოსახულებით.
პუტინმა შეხვედრაზე ვატიკანში ერთი საათით დაიგვიანა. დაახლოებითასევე დაიგვიანა მან პაპთან წინა, 2013 და 2015 წლების აუდიენციებზე.
ადრინდელი შეხვედრისას, 2015 წელს ,პაპმა პუტინს მოუწოდა გავლენა მოახდინოს უკრაინასა და სეპარატისტულ ძალებს შორისსამხედრო დაპირისპირებისდასრულებაზე. ამჯარად არ გავრცელებულა ცნობა მსგავს თხოვნაზე.
სააგენტო „ტასსის“ ცნობით, დაგეგმილი იყო პუტინის შეხვედრა იტალიის პრეზიდენტ სერჯიო მატარელასთან და პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტესთან. მოლაპარაკების მთავარ საგანს წარმოადგენს რუსეთის ეკონომიკური კავშირების განმტკიცება იტალიასთან, ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყანასთან, რომელიც კავშირის სხვა ქვეყნებთან ერთად რუსეთთან ეკონომიკური სანქციების რეჟიმში იმყოფება, მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიის გამო.