Мы в Telegram
Добавить новость

Подготовка к школьному выпускному обойдётся россиянам в сумму до 19 тысяч рублей

Тренировки сменили на творчество и игры

Первую партию препарата от болезни Бехтерева выпустили в России

Пожарный из Тулы преодолел 113 км на соревнованиях по триатлону за 5 часов

World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

განაჩენის წინ - დაცვის სიტყვა და თეთრი ყვავილები ვიტოსთვის

განაჩენის წინ - დაცვის სიტყვა და თეთრი ყვავილები ვიტოსთვის

თბილისში, დიუმას ქუჩაზე მოკლული 25 წლის უფლებადამცველის, ვიტალი საფაროვის საქმეზე მეთოთხმეტე სასამართლო სხდომა ნახევრად ცარიელ დარბაზში ჩატარდა - ვიტალის მხარე პროცესზე არ მივიდა: არც მისი ოჯახის წევრები, არც მეგობრები და კოლეგები, არც ოჯახის ადვოკატი - როგორც მათ მოგვიანებით განმარტეს, ეს იყო მათი საპროტესტო აქცია ბრალდებულების ადვოკატების მიმართ. დაცვის სიტყვას მათ ბოიკოტი გამოუცხადეს.

ეს იყო ბოლოს წინა სხდომა, რადგან 27 ივნისს, წესით, მოსამართლე შორენა გუნცაძემ ვიტალი საფაროვის მკვლელობაში ბრალდებული ავთანდილ კანდელაკიშვილისა და გიორგი სოხაძის განაჩენი უნდა გამოაცხადოს.

​ბოლო სიტყვები

არც კანდელაკიშვილის ერთი და არც სოხაძის სამი ადვოკატი მათი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ წაყენებულ ბრალდებებს არ ეთანხმებიან.

სოხაძის ადვოკატები მის საერთოდ უდანაშაულოდ ცნობას მოითხოვენ და გამორიცხავენ როგორც ჯგუფურ, ისე, ეროვნული მოტივით მკვლელობაში სოხაძის მონაწილეობას.

კანდელაკიშვილის ადვოკატი ამბობს, რომ ის მხოლოდ იმ ნაწილში უნდა გასამართლდეს, რაშიც თავს დამაშავედ ცნობს.  

 

სოხაძის დაცვა: „ახალგაზრდა ყმაწვილი გაუგებრობაშია გარდაცვლილი“.

 

მალხაზ სალაყაიას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, სოხაძის მიერ დანაშაულის ჩადენა არ დასტურდება. მისი სიტყვებით:

სასამართლოს სოხაძემ „აბსოლუტურად გულწრფელი“ ჩვენება მისცა და ამისთვის ის დაცვას არ მოუმზადებია.

რომ სოხაძეს საერთოდ არ უთქვამს ფრაზა ვიტალის მიმართ  - „მოკალი, მაგის ებრაელი დედაო“.

რომ ეს ფრაზა მოწმეებს თავიანთ პირვანდელ ჩვენებებში საერთოდ არ უხსენებიათ.

რომ გამორიცხულია, ყველა მოწმეს ეს ფრაზა ექვსი თვის შემდეგ ერთად გახსენებოდა.

რომ ვიტალი, სალაყაიას განცხადებით, საერთოდ არ ყოფილა ებრაელი.

რომ ვიტალი იყო არასამთავრობოს თანამშრომელი, უფლებადამცველი, რაც ბრალდების მხარემ გამოიყენა.

რომ ბრალდებას არც ერთი ნეიტრალური მტკიცებულება არ გააჩნია.

რომ არც ერთი მოწმე თავიდან არ მიუთითებდა ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულზე.

რომ სოხაძის მონაწილეობაზე ჩხუბში, არც ერთი მოწმე არ ლაპარაკობდა - ამიტომაც ჰქონდა მას თავიდან წაყენებული დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდება.

რომ მათ წინა ჩვენებებში  არც სოხაძის კასტეტი უხსენებიათ.

რომ არც ერთი მოწმე არ არის მიუკერძოებელი - ყველა არის დაინტერესებული გამამტყუნებელი განაჩენით.

„როგორ უნდა გაიზიაროს მოწმეების ჩვენებები მოსამართლემ,  როცა მათ ერთხელ უკვე მოიტყუეს? მოწმეები ვიტალის მეგობრები არიან და  მორალურ პასუხისგებლობას გრძნობენ. მათ სურთ თავიანთი ვალი მოიხადონ ვიტალის ოჯახის წინაშე და თქვან ის, რასაც მათგან მოელიათ და არა ის, რაც იყო“.

სალაყაიამ გამორიცხა გიორგი სოხაძის ნეონაცისტობაც. ისიც, რომ ეს განზრახ მკვლელობა იყო.

მისი შეფასებით, მოსამართლემ უნდა გაითვალისწინოს, რომ სოხაძემ პოლიციისგან გაიგო ვიტალის სიკვდილის ამბავი. რომ „ახალგაზრდა ყმაწვილი (საფაროვი) გაუგებრობაშია გარდაცვლილი“. 

და რომ სოხაძე უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში და სასამართლომ უდანაშაულოდ ცნოს.

მალხაზ სალაყაია: „თქვენო ღირსებავ, გთხოვთ, გაამართლოთ გიორგი სოხაძე“.

სოხაძის კიდევ ერთმა ადვოკატმა, ლევან  ბუაძემ კი თქვა, რომ მას ვერავინ დაასწრებდა საფაროვის ოჯახში მისვლას და ბოდიშის მოხდას, სოხაძის დანაშაულში რომ დარწმუნებული ყოფილიყო.

ლევან ბუაძე: მე ფიქრობ,  ოთხივე მოწმე ცრუობს. ისინი შეშინებულები არიან! პროკურორი შეშინებულია ხორავას საქმის სინდრომით და პარლამენტის წინ მესამე კარვის გაშლით. ამ საქმეში არასამთავრობოებმა ძალიან ცუდი როლი ითამაშეს. განსაკუთრებით აქტიურობდა მირზოევი, რომელმაც რადიო თავისუფლებას უთხრა,რომ გიორგი მოუწოდებდა მკვლელს რა უნდა ექნა. სინამდვილეში, არც ქსენოფობიურ და არც სხვა ნიადაგზე არანაირი მას მკვლელობა არ ჩაუდენია!

​კანდელაკიშვილის დაცვა: ეს არის საქართველოსთვის წაყენებული ბრალდება

 

ზურამ ბეგიაშვილის საბოლოო სიტყვა ისევ ყველაზე გრძელი იყო.

მან თავისი გამოსვლა საფაროვის ოჯახის მიმართ სამძიმრით დაიწყო, თქვა, რომ საქართველოს არ ჰყავს დასაკარგი ვაჟკაცები, ვიტალის კი „ვიტოთი“ მოიხსენიებდა.

ბეგიაშვილმა საფაროვის საქმე შეაფასა როგორც:

საზოგადოების და მედიის  ზეწოლის შედეგად  სასამართლომდე მისული გამოუძიებელი საქმე - მოწმეების რამდენჯერმე შეცვლილი ჩვენებებით.

პროკურატურა დაადანაშაულა საქმის არაკვალიფიცურად წარმართვაში და „კერძო დაკვეთის“ შესრულებაში.

მან თქვა, რომ ეს არის სადემონსტრაციო საქმეც, მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება საზოგადოების აზრი ბრალის ფაბულაში ისე გადავიდეს, რომ არც ერთი მტკიცებულება არ იყოს ნამდვილი.

რომ პროკურატურამ გარკვეული ფენის დაკვეთა შეასრულა და ექსპერიმენტის  სახით გამოიყენა 109 მუხლი.

და მთელ საქართველოს წაუყენა ბრალი.

„არ შეიძლება იყო სომეხისა და იეზიდის შთამომავალი და იყო ებრაელი, იმიტომ, რომ ისრაელში  ხარ ნამყოფი. როგორ შეიძლება ეს გამოიგონო და აწერინო ვინმეს, რომ  ქართველები სიძულვილის მატარებელი ხალხი ვართ? ვინმე სესილი ბუთხუზის ფეისბუკპოსტები სავსეა ჩემი სალანძღავი სიტყებით - ასეთ მოწმეებზე ააგო პროკურატურამ ეს საქმე და უნდა, რომ  მთელ ევროპას უთხრას, რომ შუაგულ საქართველოში, სადაც ყვავის ტოლერანტობა და თავისუფლება, ვიტალი, რომელი არ ყოფილა ებრაელი, ებრაელობის გამო მოკლეს?

ბეგიაშვილი ამბობს, რომ საზოგადოება და მედიაც დამნაშავეა კანდელაკიშვილის მკვლელად წარმოჩენაში, მისი ფოტოების ფრიალში.

„ვიტო, ერთი ჩვეულებრივი თბილისელი ბიჭი, ხუჭუჭა და სიმპატიური, არ ჩათვლიდა საჭიროდ, რომ ეს ყველაფერი,  ეს ფალსიფიკაცია მომხდარიყო, რომელიც ავთანდილის წინააღმდეგ მიმდინარეობს. ეს არ შეეფერება ვიტოს სულს“.

ბეგიაშვილმა თქვა, რომ  „ეს მკვლელობა შეიფუთა ჯგუფურ მკვლელობად, ეროვნულ ნიადაგზე და თავგადახოტრილი, რელიგიური ბიჭები, გამოაცხადეს სკინჰედებად, რომლებიც დათარეშობენ თბილისის ქუჩებში და კლავდნენ უცხოელებს“.

​„რადიო თავისუფლებავ, დაგვეხმარეთ, რომ ჩამოგვერეცხოს ის, რაც არ ჩაგვიდენია. დღეს, საქართველოს წინააღმდეგ იბრძვის ის მედია, ვინც აბსოლუტურად სხვა რაკურსით წარმოადგენს სიმართლეს.  მე არ მაქვს დიდი ძალაუფლება. არც ერთი კამერა და მედია ჩემს მხარეზე არ არის. მაგრამ მე მინდა  სამართლიანობა დადგინდეს“.

ბეგიაშვილმა თავის საბოლოო სიტყვაში ასევე თქვა, რომ ვინ ჩაიდინა მკვლელობა - ეს დღემდე გამოუძიებელია.

ის არ გამორიცხავს, რომ დანები ამ ჩხუბში სხვებსაც ჰქონდათ და ესენი შესაძლოა, მისი მეგობრებიც ყოფილიყვნენ - ხოლო ვიტალი უბრალოდ მათ შორის აღმოჩნდა.

ბრალდების მიმართ ბეგიაშვილის პრეტენზიებს შორისაა ისიც, რომ მათ 90 მოწმიდან მხოლოდ 20-მდე მოწმე დაკითხეს.

და რომ სასამართლოზე არ დაუკითხავთ არც პატრულ-ინსპექტორები, ვინც პირველები მივიდნენ მკვლელობის ადგილზე, არც იქვე მცხოვრები ადამიანები, ვისაც, მისი სიტყვებით, დიდი ალბათობით, უნდა გაეგონათ ჩხუბის ხმა და დიალოგებიც.

„არ მოიყვანეს ის მოწმეები, რომლებიც  ვერ დაამუშავეს. ასევე არ მოიყვანეს თავად ბატონი მირზოევიც (აგიტ), არადა, მე მის უფლებადამცველობაზე მინდოდა კითხვები დამესვა. მოიყვანეს  სამაგიეროდ მარჯანიშვილი, რომელმაც  შოუები მოაწყო რადიო თავისუფლებაზე და რუსულ არხებზე, რომ საქართველოში სიძულვილი მეფობს“.

ბეგიაშვილის თქმით, გამოძიებას არ შეუსწავლია, სად მიიღო ზურაბ მორჩილაძემ ტვინის შერყევა.

რომ ნიკოლოზ შანავამ მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ სისხლი ავთოს დანის პირიდან წვეთავდა და ფეხსაცმელიც ამიტომ დაესვარა.

„კანდელაკიშვილი არ გაურბის თავის დანაშაულს და მას ბრალი უნდა დაედოს იმაში, რასაც აღიარებს. რომ მან სამჯერ მოიქნია დანა, მაგრამ ეს არ ყოფილა სიკვდილის გამომწვევი ჭრილობები.  ის გაიქცა იმიტომ, რომ  მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა...“

ზურაბ ბეგიაშვილმა სასამართლოს სთხოვა გაამართლოს ავთანდილ კანდელაკიშვილი წაყენებულ ბრალში, რადგან კანდელაკიშვილის დანაშაული, შესაძლოა, იყოს მაქსიმუმ სხეულის დაზიანება.

„და არანაირი სიძულვილის მოტივი, არანაირი ჯგუფურობა.  ეს არის ქუჩური ჩხუბი, რომელიც გელაშვილსა და ბელთაძის ბილწსიტყვაობას მოჰყავ და რასაც,  სამწუხაროდ, შეეწირა ვიტალი საფაროვი“.

გიორგი სოხაძის ბოლო სიტყვა

„უბედურება მოხდა, მაგრამ ამ ამბავში მეც მსხვერპლი გამოვედი.  მკვლელობა არ ჩამიდენია. როცა ყველაზე მეტად დავეცი, მთელი ქვეყანა, მედია და საზოგადოება შემდგა ფეხით.  შანსიც არ მომცეს, სიმართლე რომ დამემტკიცებინა. შანავაზე ლაპარაკი აღარ მაქვს,  ყველაფერი ჩვენ შემოგვაწმინდა. მინდა დაინახოთ, რა და როგორ იყო რეალურად“

ავთანდილ კანდელაკიშვილის ბოლო სიტყვა

„ბევრი არაფერი მაქვს სათქმელი. გთხოვთ, ორივე მხრიდან  შეხედეთ და  განაჩენი ისე გამოიტანეთ. კიდევ რაღაცის თქმა მინდოდა, მაგრამ მინდა საფაროვის ოჯახის წინაშე ვთქვა“.

...

პროკურორმა მიხეილ ჩხეიძემ დაცვის სიტყვების შემდეგ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ბრალდების მხარემ მტკიცებულაბათა ისეთი ჯაჭვი წარმოადგინა სასამართლოზე, რომ ეს აძლევს იმედს, რომ მოსამართლე ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას  მიიღებს და გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენს.

რა ეროვნების იყო ვიტალი?

რადგან მე-14 სხდომაზე ვიტალის ეროვნება დაცვის მხარემ არაერთხელ დააყენა ეჭვქვეშ და წინა სხდომებზეც ხაზგასმით ამბობდნენ, რომ მისი ებრაელობა გამოგონილი ამბავი იყო, რადგან ვიტალი იყო იეზიდი (მამით), დედით კი სომეხი,  ვიტალის დედას, მარინა ალანაკიანს პირდაპირ ვკითხეთ - რა ეროვნების იყო მისი შვილი.

მარინა ალანაკიანი გვპასუხობს, რომ თავად მამით სომეხია, დედით - ებრაელი. რადგან ებრაელებში ეროვნების ხაზი დედის მხრიდან გრძელდება, თავად არის ებრაელი და მისი შვილებიც, დედის ხაზით არიან ებრაელები. მისმა შვილებმა ებრაული სკოლა დაამთავრეს. ვიტალიც თავის თავს ებრაელად მიიჩნევდა. მარინა ამბობს, რომ ნებისმიერმა რაბინმა იცის ვინ იყო ვიტალი.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ მიუთითა მარინა ალანაკიანმა პროკურატურაში, რომ ის ეროვნებით სომეხი იყო, მისი განმარტებით, დოკუმენტების შევსებისას მან საგანგებოდ იკითხა, რა მიეთიტებინა ეროვნებაში - რაც მის პასპორტში ეწერა ანუ  ეროვნებით სომეხითუ ის, რომ დედით ებრაელი იყო, რაზეც მას უთხრეს, რომ დოკუემენტო ოფიციალურ საბუთების მიხედვით უნდა შეევსო.

ვიტალის დედა -  განაჩენის მოლოდინში

ბოლო სამ სასამართლო სხდომას ვიტალის დედა არ დასწრებია. უფრო სწორად, ცუდად ყოფნის გამო ვეღარ დაესწრო. ვიტალის ახლობლებსა და მეგობრებს 26 ივნისის სხდომისთვის პროტესტი რომც არ გამოეცხადებინათ, მარინა ალანაკიანი პროცესზე დასწრებას არ აპირებდა. მარინა ამბობს, რომ არ მისცემს ადვოკატ ზირაბ ბეგიაშვილს კანდელაკიშვილის ბრალის სხვისთვის დაბრალების უფლებას.

​„ჩემთვის მთავარი ის კი არ არის, რომ ამ მკვლელობისთვის ვინმე ჩაჯდეს ციხეში, ვინც უბრალოდ იმ ადგილას იდგა,  ჩემთვის მთავარია, დაისაჯოს ის, ვინც ეს ჩაიდინა. თუ იქ სხვა დანებიც ფიგურირებდა, მხოლოდ ჩემი შვილი რატომ მოკლეს“.

მარინა ალანაკიანისთვის სასამართლო პროცესებზე მისვლა ბრძოლის ტოლფასი იყო, რომლითაც თითქოს ვიტალის დაიბრუნებდა.

„,მაგრამ ხვალინდელი განაჩენი უკვე ბოლო, რომ ვიტალი მართლა მომიკლეს. მე განაჩენი უკვე მივიღე, როცა შვილი წამართვეს“.

ვიტალის მკვლელობის საქმეზე ყველა მასალას აქ ნახავთ.

ბოიკოტი  დაცვის სიტყვას

როგორც ზემოთაც ვთქვით,  ბრალდებულების ადვოკატების საბოლოო სიტყვები  მხოლოდ გიორგი სოხაძისა და ავთანდილ კანდელაკიშვილის ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა მოისმინეს. როგორც ვიტალის მეგობარმა და კოლეგამ, გიორგი მარჯანიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ეს იყო ბოიკოტი ადვოკატების მიმართ. მოწმეების მიმართ მათი ქმედების და დისკრიმინაციული კითხვების მიმართ, ასევე, ვიტალის ოჯახის მიმართ.

გიორგი მარჯანიშვილი, რომელიც ვიტალი საფაროვის მეგობარია და ისინი ერთად მუშაობდნენ „ჩართულობის და განვითარების ცენტრში“, ბრალდებულების ადვოკატებმა, ცენტრის ხელმძღვანელთან, აგიტ მირზოევთან ერთად, არაერთხელ მოიხსენიეს როგორც ბრალის გადაკვალიფიცირების საქმეში მთავარი ხელშემწყობ და წამქეზებელ პირებად და მათი ჩართულობით შეიცვალა 108 მუხლი - 109 მუხლის მეორე ნაწილის დ.ე. ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს განზრახ, ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას, რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო.

ადვოკატმა ზურაბ ბეგიაშვილმა 26 ივნისს თქვა კიდეც, რომ ეს არის საქმე „საქართველოს წინააღმდეგ“ და რომ ქალაქში, რომელსაც აქვს მეიდანი, სადაც ერთმანეთის გვერდითაა მეჩეთი, სინაგოგა, სომხური ეკლესია თუ მართლმადიდებლური ტაძარი, არ შეიძლება ვილაპარაკოთ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე.

გიორგი მარჯანიშვილი, რომელსაც მისი კოლეგების მსგავსად, ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა ყოველდღიურად უწევთ, ამ არგუმენტის საპირწონედ ამბობს, რომ ადამიანებს აქვთ ფობია სხვა კულტურის, რელიგიის თუ ეროვნების ადამიანების მიმართ.  

მისი შეფასებით - საქართველოსთვის დამაზიანებელი არა ასეთი ფაქტების გამოვლენაა, არამედ თავისთავად ის, რომ ქვეყანაში ნეონაცისტური იდეოლოგიის მქონე ადამიანები არსებობენ.

თეთრი ყვავილები ვიტოსთვის

27 ივნისს, ვიტალის მკვლელობის საქმეზე ბოლო სასამართლო სხდომაა.

მოსამართლე შორენა გუნცაძემ გიორგი სოხაძის და ავთანდილ კანდელაკიშვილის განაჩენი უნდა გამოაცხადოს.

ვიტალის მკვლელობაში ბრალდებულებს იმედი აქვთ, რომ მოსამართლე დაცვის არგუმენტებს გაიზიარებს და განაჩენი არ იქნება ისეთი მკაცრი, როგორც ამას სახელმწიფო ბრალდება მოითხოვს.

ვიტალის ოჯახს, მის მეგობრებსა და კოლეგებს კი იმედი აქვთ, რომ მკვლელები დაისჯებიან.

მათ  ვიტალი საფაროვის გულშემატკივრებს მოუწოდეს სასამართლოში თეთრი ყვავილებით მივიდნენ - „თეთრი ყვავილებით სამართლიანობისთვის“.

Читайте на 123ru.net


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

Первую партию препарата от болезни Бехтерева выпустили в России

Журналист Карлсон назвал вице-президента США Харрис слишком глупой

Почти 90% россиян выступили за закон о домашнем насилии

Подготовка к школьному выпускному обойдётся россиянам в сумму до 19 тысяч рублей

Музыкальные новости

Память Жанны Фриске почтили посмертной наградой и ее песней на музыкальной премии

Владимир Путин сенсационно получил ключевое признание от Н А Т О.

Новым генсеком «Единой России» вместо Турчака стал протеже Собянина

Социальные и ESG-проекты ГПМ Радио названы лучшими в России

Новости России

СК завел дело после того, как более 10 человек отравились в Москве

Хирург Аршакян рассказал, сколько сегодня стоят пластические операции в России

Аршавин считает, что Родри должен был получить красную карточку

Атака на Беларусь — первый шаг сотрудничества Армении и США? (Пашинян сделал ряд резких заявлений в отношении Минска)

Экология в России и мире

Фотопрогулка по советским городам. Классная подборка!

Курорт «Горячинск» поддерживает «Балет на Байкале. Бурятия»

Звуковые щетки для детей RL 035 Kids Pink от Revyline в онлайн-магазине Ирригатор.ру в Екатеринбурге

Попурри мелодий и дух патриотизма: военный оркестр в парке «Кузьминки» отметил День России

Спорт в России и мире

Елена Рыбакина «заменила» Геннадия Головкина

Саснович победила на старте квалификации турнира WTA-500 в Берлине

«Ну и где здесь «группа смерти?» ATP показала, каким был бы Евро-2024 с теннисистами

Дзюба заявил, что был бы теннисистом уровня Сафина

Moscow.media

С добычей

«ЯРКО» провела развлекательную программу на фестивале «Крутая песочница»

Жители Екатеринбурга в День России вывесили баннеры против точечной застройки

Портативный ТСД корпоративного класса Saotron RT-T70











Топ новостей на этот час

Rss.plus






Журналист Карлсон назвал вице-президента США Харрис слишком глупой

Тренировки сменили на творчество и игры

До 28 градусов тепла и переменную облачность спрогнозировали в Москве 16 июня

Первую партию препарата от болезни Бехтерева выпустили в России