Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ჩეჩენი ლიდერის მუქარა: „თითებს დაგამტვრევთ და ენას ამოგაძრობთ“

 რუსეთის  ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკის, ჩეჩნეთის  ლიდერმა ინსტაგრამით გაავრცელა მუქარის შემცველი  ვიდეო, სადაც ამბობს, რომ ყველას, ვინც  „მის ხალხს“ შეურაცხყოფს, სასტიკად დასჯის. 


„ჩვენ არავის მივცემთ პიროვნების შეურაცხყოფის უფლებას ინტერნეტში,"- განაცხადა წითელ-თეთრ სამოსში გამოწყობილმა კადიროვმა და განაგრძო: „წაშალეთ თქვენი კომენტარები. ყველას ვკითხულობთ. ამაზე მთელი ჯგუფი მუშაობს. ჩვენ ადათები გვაქვს და ისინი არავის გაუუქმებია. მე თუ მომკლავთ, არაა ისეთი საშინელება, მაგრამ თუ ჯილაგს, ოჯახს და ხალხს შემიგინებთ, ეს ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი რამაა. ყველა ვიდეოს ვაქცევთ ყურადღებას, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ თქვენს ენას, თქვენს თითებს, რადგან თითებს დაგამტვრევთ და ენებს ამოგაძრობთ, არც ერთი ვიდეოს იგნორირება არ მოხდება“, აცხადებს ამ ვიდეოში რამზან კადიროვი. 







ჩეჩნეთის მმართველის ეს რეაქცია მოჰყვა სასაზღვრო ინციდენტს მეზობელ დაღესტანთან. ორ რესპუბლიკას შორის საზღვარზე ჩეჩნეთის მაჩვენებელი ახალი სასაზღვრო  ნიშანი ვირუსული ინტერნეტ კამპანიის შემდეგ მოანგრიეს. ინტერნეტში ჩეჩნეთის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა მის აგრესიულ მცდელობებს, მოეგვარებინა დაღესტანთან და ინგუშეთთან სასაზღვრო დავები.


სექტემბერში კადიროვმა და ინგუშეთის ლიდერმა, იუნუს-ბეკ ევკუროვმა საიდუმლო მოლაპარაკების შემდეგ მოაწერეს ხელი სასაზღვრო შეთანხმებას. ამას მოჰყვა ინგუში აქტივისტების განცხადება, რომ ამ შეთანხმებას ძალა არ ჰქონდა, რადგან ჩეჩნეთისთვის ტერიტორიის უკანონო გადაცემას გულისხმობდა.


თებერვალში ჩეჩნეთმა პრეტენზია გამოთქვა მიწის სხვა მონაკვეთზე, სოფელ მეხელთასთან, უკვე დაღესტანში და როგორც იუწყებიან,  მარტში მიწა ჩეჩნეთს გადასცეს. კიდევ რამდენიმე მონაკვეთია სადავო მიწებისა და დაღესტანში ფიქრობენ, რომ ჩეჩნეთი მოლაპარაკების დამთავრებამდე იწყებს ამ ტერიტორიებზე  კონტროლის დაწესებას.


ფიზიკური ძალით მუქარა კადიროვისთვის დამახასიათებელია. 2016 წელს საერთაშორისო უფლებადამცველმა ჯგუფებმა კრემლს მოუწოდეს, რომ კადიროვისთვის მიეთითებინათ მისი საჯარო მუქარის გამო ჟურნალისტებისა და ოპოზიციური პირების წინააღმდეგ.  მაშინ კადიროვმა განაცხადა, რომ მათ ისე უნდა მოვექცეთ, როგორც ხალხის მტრებს, მოღალატეებსო.


გამომძიებელი ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია, რომელიც უფლებების დარღვევაზე წერდა ჩეჩნეთში, 2006 წელს მოკლეს. მკვლელობა ბოლომდე არასოდეს ყოფილა გამოძიებული, მაგრამ სამი ჩეჩენი გაასამართლეს ამ დანაშაულის გამო.


2009 წელს გაიტაცეს და მოკლული იპოვნეს ინგუშეთში ადამიანის უფლებების დამცავი ნატალია ესტემიროვა. არც მისი მკვლელობა გამოუძიებიათ.


2015 წელს მოკლეს რუსი პოლიტიკოსი, პუტინის და კადიროვის მიმართ კრიტიკულად განწყობილი, ბორის ნემცოვი. ეს საქმეც არ გამოძიებულა, კვლავ ღიაა, თუმცა ხუთი ჩეჩენი გაასამართლეს, მათ შორის ერთი კადიროვის უშიშროების სამსახურის დაცვის ყოფილი წევრი.


კადიროვის უშიშროების ძალებს არაერთხელ დასდეს ბრალად ხალხის გატაცება, წამება. მაისში „ჰიუმან რაიტს უოჩმა“ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც შეიცავდა ჩეჩნეთში გეი და ბისექსუალი კაცების დევნისა და წამების ფაქტებს. რუსი აქტივისტების თანახმად, ასეთი კამპანია იანვარში დაიწყო და მას ორი ადამიანის სიცოცხლე უკვე ემსხვერპლა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus