რამდენიმე ოპოზიციური პარტია ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურა აშშ-ის მხრიდან საქართველოს იმ მოქალაქეების სანქცირებაზე საუბარს, რომლებიც „დემოკრატიას ძირს უთხრიან“. განცხადების ხელმომწერები არიან „დროა“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „ახალი“, „ლელო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „რესპუბლიკური პარტია“.
В 2023 году было изъято из незаконного оборота в Грузии 20,2 килограмма альфа-пвп, 3,8 килограмма мефедрона и 5,6 грамма диметилтрифтамина
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე „აგენტების კანონის“ მიღების გამო აშშ-დან მოსალოდნელ სანქცირებაზე საუბარს იწოდებს „შანტაჟსა“ და „მუქარის პოლიტიკას“. ფეისბუკში მისი სახელით გამოქვეყნებული პოსტის მიხედვით, „დამოუკიდებლობა არანაირ ვიზაზე არ იყიდება“.
საქართველოს პარლამენტის წევრი მმართველი პარტიიდან, ირმა ზავრადაშვილი, მზად არის, რომ მას და მისი ოჯახის წევრებს აშშ-დან სანქციები დაუწესდეთ. ასე უპასუხა მან ჟურნალისტების კითხვას, რომელიც შეეხებოდა სავიზო სანქციების შესაძლო შემოღებას პარტია „ქართული ოცნების“ იმ წევრებისთვის, რომლებიც „დემოკრატიას ძირს უთხრიან“.
24 მაისს ვისაუბრეთ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებელთა მიერ მოძრაობის დაფუძნების მიზეზებსა და მიზნებზე. სტუმარი: თამთა ხალვაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. ვუძღვებით: ნინო გელაშვილი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი და გოტა ჭანტურია, განათლების კოალიციის დირექტორი.
სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მკვლელობა მოხდა. პოლიციამ ცხელ კაცზე დააკავა მოკლული ქალის ქმარი. დაკავებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
აშშ მხარს უჭერს ქართველი ხალხის უფლებას, თავად აირჩიოს საკუთარი მომავალი. ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში ჯონ ბასმა.