უკრაინისა და მოლდოვის შემდეგ, გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება ბრიუსელმა უკვე დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოსთანაც გადაწყვიტა. საქართველოს ხელისუფლება კვლავ ევროკავშირის უსამართლო მიდგომებზე ლაპარაკობს.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის პრესსპიკერი პიტერ სტანო ეხმაურება საქართველოს სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საკითხის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.
საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, რომელიც ამბობდა, რომ „ზედმეტი აჟიოტაჟია ატეხილი“ საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების დამატების საჭიროებაზე… ისევ ამ აზრზეა.
დიდდიღმელები მუხათგვერდის სასაფლაოსკენ მიმავალ გზაზე ბეტონის საამქროს მშენებლობას ეწინააღმდეგებიან. ეშინიათ, რომ ქარხანა, რომელმაც დასახლებული პუნქტიდან 240 მეტრში უნდა იმუშაოს, ერთი მხრივ, ჰაერს დააბინძურებს, მეორე მხრივ კი, ისედაც გადატვირთულ საავტომობილო მოძრაობას გაუვალს გახდის.
საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ცოლის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს.
რუსეთთან დაკავშირებულმა კიბერ ჯაშუშების ჯგუფმა 2023 წელს სხვა 80-მდე უწყებასთან ერთად მიზანში ამოიღო საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და შვედეთის საელჩო საქართველოში - ამტკიცებს გავლენიანი სადაზვერვო კომპანია Recorded Future.
საზოგადოებრივი მაუწყებლის 11-წევრიანი სამეურვეო საბჭოდან სამ წევს უფლებამოსილების ვადა ეწურება. მათი შესარჩევი კომისია პარლამენტმა დღეს, 22 მარტს, დაამტკიცა 80 ხმით.