ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობიდან წავიდა და ონკოპაციენტებს, ძველ პრობლემებთან ერთად, დამატებითი საფიქრალიც დაუტოვა. განმარტებების გარეშე ითქვა, რომ - 60 ონკოლოგი პაციენტებს არარეგისტრირებულ, საეჭვო პრეპარატებს უნიშნავდა.
აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროში კულტურის დეპარტამენტის უფროსის, თამარ გუდავას 20 წლის შვილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად გასაღების მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დაკავებულს ბრალდება უკვე წარუდგინეს.
მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი გოგი მარგველაშვილი დაინიშნა.
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ცხედარი დედას ერთკვირიანი ლოდინის შემდეგ გადასცეს. ლიუდმილა ნავალნაიამ ბევრი იბრძოლა იმისათვის, რომ ჯერ შვილის ცხედარი მიეღო, შემდეგ კი დაესაფლავებინა.
გერმანია დიპლომატიურ სკანდალში გაეხვია. კრემლის მიერ გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერით დადასტურდა, რომ ბერლინში უკრაინის სამხედრო დახმარებაზე ვერ თანხმდებიან. მაგრამ გაირკვა ისიც, რომ გერმანია თავს ვერ იცავს რუსული დაზვერვისგან.
პარლამენტი პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონს ცვლის: საჯარო რეესტრს ანიჭებს უფლებამოსილებას, პარტია გააუქმოს, თუკი ის ზედიზედ ორი წლის განმავლობაში არ წარადგენს საფინანსო დეკლარაციას. არადა, დღემდე პარტიის გაუქმება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია.
დაახლოებით, ერთსაათიანი გათიშვის შემდეგ Meta-ს პროდუქტებზე წვდომა აღდგენილია.
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განკარგულებით სოჭში მიმდინარე მსოფლიო ახალგაზრდულ ფესტივალზე დასასწრებად დელეგაცია საქართველოდანაც გაემგზავრა. ქართულ დელეგაციასთან ერთად ფორულში მონაწილეობენ ახალგაზრდები და „ოფიციალური პირები“ სოხუმიდან და ცხინვალიდან.
ფეისბუკის და ინსტაგრამის მომხმარებლები საკუთარ გვერდებზე ვერ შედიან.
ინტიმური შინაარსის ფოტოს და ვიდეოს გავრცელების მუქარისა და შანტაჟის 200-მდე საქმეს დღეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს.
Праздник прошел с аншлагом – в переполненном зале гости знакомились с грузинской культурой
По словам депутатов от большинства, масштабы ЛГБТ*-пропаганды в последнее время увеличились