გასული კვირის ბოლო სამი დღის (9,10,11 თებერვალი) განმავლობაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების რამდენიმე საკვანძო მიმართულების - სახმელეთო ჯარის, უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების, სადესანტო-მოიერიშე და ტერიტორიული თავდაცვის ძალების სარდლებიც შეცვალა
სოხუმი „უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონის მისაღებად ემზადება. ისევე, როგორც 2023 წელს თბილისში, კანონის მიზანი ოკუპირებულ აფხაზეთშიც ოპონენტების დადუმების სურვილია. ექსპერტები მიუთითებენ იმასაც, რომ „აგენტების“ კანონი ხალხს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარების მიღების გზებს გადაუკეტავს.
21 წლის ასმარ ნურიევა აშშ-ის ერთ-ერთი უდიდესი ავიაკომპანიის, United Airline-ის პილოტი გახდა. ის Epic Flight Academy-ის სტუდენტია, ცხოვრობს და სწავლობს ფლორიდის შტატში.
თბილისში, ზაარბრიუკენის მოედანზე დადგმულმა ახალმა ქანდაკებამ - "დროის ნაწნავებმა" მძაფრი რეაქცია გამოიწვია, თუმცა დისკუსია გაჩაღდა არა ძეგლის დადგმამდე ან ძეგლის შერჩევისას, არამედ post factum, მას შემდეგ, რაც ნამუშევარი უკვე მოედნის ნაწილი იყო.
„ჩემი ძმა საკუთარ სამშოლოში ოკუპანტების წინააღმდეგ იბრძოდა. არ აპატიეს…“, - ამბობს გერმანიაში მოკლული მებრძოლის, ზელიმხან ხანგოშვილის ძმა. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ხანგოშვილის მკვლელის დაბრუნება უნდა და ცდილობს, იგი რუსეთში დაპატიმრებულ ამერიკელ ჟურნალისტში გაცვალოს.
რუსეთში სასამართლომ კიდევ ერთხელ უარყო პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მოწინააღმდეგე იაკუტიელი შამანის, ალექსანდრ გაბიშევის თხოვნა ნაკლებად მკაცრ ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაყვანაზე.