ამერიკულმა ჟურნალმა Time-მა 2023 წლის ადამიანის ტიტულის პრეტენდენტთა მოკლე სია გამოაქვეყნა. მასში ცხრა კანდიდატი შევიდა, მათ შორის ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინ პინი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და თოჯინა ბარბი, გრეტა გერვიგის ფილმის გმირი. სი ძინ პინის შესახებ ანოტაციაში ნათქვამია, რომ 2023 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა თანამდებობა მესამედ დაიკავა და გააძლიერა თავისი როლი, როგორც ჩინეთის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა თანამედროვე ლიდერმა. სი ძინ პინი 10-ზე მეტჯერ შევიდა Time-ის... Читать дальше...
კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის, შვილმა პაველმა, მოიპოვა კონტროლი ორ კომპანიაზე, რომლებიც ადრე მამას ეკუთვნოდა. ამის შესახებ რადიო თავისუფლების რუსული სამსახური ტელეგრამის არხი Daily Storm-სა და „სპარკ-ინტერფაქსზე“ დაყრდნობით იუწყება. საუბარია კომპანიებზე „კონკორდ მენეჯმენტ ენდ კონსალთინგსა“ და „კონკორდ კეიტერინგზე“, რომლებიც დაკავებულნი არიან, კერძოდ, საკვების მიწოდებით და მილიარდობით მანეთის მოგება მიიღეს მთავრობის შეკვეთების წყალობით. გაზეთი „ფონტანკა“... Читать дальше...
საქართველოს მარნების წარმომადგენლები ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავენ.
ეს ალბათ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ზენიტი იყო. 2013 წლის ნოემბრის ბოლოს ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში ევროკავშირის ლიდერები ხვდებოდნენ კოლეგებს ბლოკის აღმოსავლეთით მდებარე ექვსი ქვეყნიდან: აზერბაიჯანი, ბელარუსი (რომელსაც მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი წარმოადგენდა, რადგან ლუკაშენკა პერსონა ნონ გრატად იყო გამოცხადებული), მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა. მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინას ხელი უნდა მოეწერათ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებებზე, რაც მათ ბლოკთან დააახლოებდა. Читать дальше...
„ქართული ოცნება“ დაჩქარებული წესით ცდილობს აკრძალოს იურიდიული პირების მიერ პოლიტიკური პარტიების დაფინანსება, მიზეზთა შორის კი ასახელებს „აქტიური საარჩევნო წლის“ მოახლოებასა და საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციებს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დეკემბრის დასაწყისში ბათუმის ორგანიზაციის რამდენიმე წევრმა დატოვა. ნოემბერიც მძიმე თვე იყო. პარტიაში, რომელსაც ბოლოს გამოკითხვებით, ხვალ რომ არჩევნები იყოს, ამომრჩევლის სულ მცირე 13% მისცემდა ხმას, ერთიანობის რღვევის ახალი ტალღაა დაწყებული.
Параллельно с ростом экономики Грузии растет спрос и на энергоресурсы, в том числе на природный газ, заявил министр
რუსეთის სპეცსამსახურები გეგმავდნენ კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავდა ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროცესში ჩარევას, კერძოდ, ამ ქვეყნებსა და თურქეთს შორის წინააღმდეგობების გაღვივების გზით. ამის შესახებ ორშაბათს ფინურმა სამაუწყებლო კომპანია Yle-მ ჟურნალისტების მიერ მიღებული დოკუმენტებზე დაყრდნობით განაცხადა. საკუთარი წყაროების გარდა, Yle ასევე ცენტრ „დოსიეს“ იშველიებს. Yle-ს მიერ მოპოვებულ დოკუმენტებში შვედეთსა და ფინეთში კამპანიის გეგმებზეა საუბარი. „დოსიეს“ ცენტრმა, სავარაუდოდ, მოიპოვა დოკუმენტები... Читать дальше...
Ставка акциза на вина (кроме крепленых (ликерных)) будет установлена в размере 108 рублей за литр
უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს კიდევ ერთი წერილით მიმართავს.
Внутренний раскол в партии связан не с идеологией, а кто откуда финансируется, какая у кого выгода, считает профессор
პოლიტიკოსი ილია იაშინი, რომელიც 8,5 წელს იხდის სასჯელაღსრულების კოლონიაში, სმოლენსკის IK-3-ის საჯარიმო იზოლატორში გადაიყვანეს. ამის შესახებ ცნობა მისი ტელეგრამის არხშია გამოქვეყნებული. ამის მიზეზად ილია იაშინი გასულ ხუთშაბათ სასამართლოს წინაშე მის გამოსვლას ასახელებს, რომლის შემდეგაც მასთან საკანში მივიდა სპეციალურ კომისია და მოსთხოვა ახალი ბანაკის მშენებლობაში მონაწილეობის მიღება. რაზეც იაშინმა თავისი პოლიტიკური შეხედულების გამო, უარი განაცხადა. "კომისიას ავუხსენი ჩემი პოზიცია: მე მაქვს პოზიტიური დამოკიდებულება მუშაობის მიმართ... Читать дальше...
6 დეკემბერს, 19:00 საათზე, თბილისში, „მიხეილ მესხის სტადიონზე" საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი გაიმართება. ერთმანეთს დაუპირისპირდებიან საფეხბურთო კლუბი „საბურთალო" და „ეროვნული ლიგის" 2023 წლის გამარჯვებული, ბათუმის „დინამო". თამაშის წინ სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა „საბურთალოს" მიერ გავრცელებულ ვიდეორგოლს, რომელშიც მსახიობები და საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა ადამიანები მონაწილეობენ. ისინი ვიდეორგოლში შემდეგ სლოგანს ამბობდნენ: „აჭარა აჭარლებს, თასი რჩება თბილისში". Читать дальше...
ვენესუელაში ხელისუფლების ინიციატივით ჩატარებულ რეფერენდუმში მოქალაქეთა 95 პროცენტმა მხარი დაუჭირა მეზობელი სახელმწიფოს გაიანის, ნავთობით მდიდარი ესეკიბოს რეგიონის ვენესუელასთან მიერთებას. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი იუწყება. ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს მიერ ინიციირებულ რეფერენდუმზე ამომრჩეველს ჰკითხეს, ეთანხმებოდნენ თუ არა ისინი ვენესუელის სახელმწიფოს შექმნას ესეკვიბოს რეგიონში, მის მოსახლეობისთვის ვენესუელის მოქალაქეობის მინიჭებას და "ამ სახელმწიფოს ჩართვას ვენესუელის ტერიტორიის... Читать дальше...
უკვე საქართველოშია ნაწილი 18-მეტრიანი ავტობუსებისა, რომლებმაც თბილისის ქუჩებში უნდა იარონ. ავტობუსები შემოიყვანა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია Tegeta Truck And Bus-მა, რომელიც "თეგეტა ჰოლდინგის" წევრია. კომპანიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოში სულ 17 ავტობუსია ჩამოყვანილი და მიმდინარეობს საბაჟო პროცედურები. თბილისის მერიამ 160 ერთეული ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსის შესაძენად ხელშეკრულება 2023 წლის ივნისში გააფორმა. კონტრაქტი დაიდო შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და „თეგეტა მოტორსს“ შორის. Читать дальше...
რა არის ძალაუფლების საფუძველი და როგორია მისი აღქმა სასამართლო სისტემაში, რომლის დამოუკიდებლობაც კონსტიტუციით ყველაზე მეტად არის უზრუნველყოფილი - რისი ილუსტრაციაა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის საჯარო განცხადებები? - "სასამართლოს გუშაგის" დირექტორ ნაზი ჯანეზაშვილთან ერთად ვსაუბრობთ თემაზე.
რუსეთში აკრძალეს არარსებული “საერთაშორისო საჯარო ლგბტ მოძრაობა”. რუსი ქვიარების თქმით, ეს კანონი მათი დევნის დაკანონებას ნიშნავს, კრემლი კი წინასაარჩევნოდ ჰომოფობიით მანიპულირებს.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშავლის მიმდებარედ, მთაში, ხანძარია - ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. უწყების პრესსამსახურში ამბობენ, რომ იწვის ტყის ქვედა საფარი. „ხანძარი რა ფართობზეა გავრცელებული, ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები“, - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. ცეცხლი სოფელ ფშავლის მთაში რამდენიმე საათის წინ გაჩნდა, თუმცა ადგილობრივებმა კვამლი ცოტა ხნის... Читать дальше...
ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა ვეტო დაადო უკრაინისთვის ჯავშანტექნიკის ადრე დამტკიცებულ მიწოდებას. ამის შესახებ ბულგარეთის პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება რადიო თავისუფლების ბულგარული სამსახური. 22 ნოემბერს ქვეყნის პარლამენტმა მოახდინა რატიფიცირება სამთავრობო შეთანხმებისა, რომელიც უკრაინისთვის 100 ბულგარული ჯავშანტრანსპორტიორის უსასყიდლო მიწოდებას ითვალისწინებს. დოკუმენტს აგვისტოში ხელი ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ და უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ მოაწერეს. საპარლამენტო... Читать дальше...
„ი.ხ.-მ მიიჩნია, რომ მისმა ყოფილმა ცოლმა მეორედ გათხოვებით მას შეურაცხყოფა მიაყენა, ვინაიდან თვლიდა, რომ დაზარალებულს, როგორც ქალს, არ ჰქონდა პირადი ცხოვრების განკარგვისა და სხვა მამაკაცზე ქორწინების უფლება“, - ეს არის ნაწყვეტი პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებიდან.
რუსეთის პოლიციამ დააკავა ტიუმენის მკვიდრი, რომელმაც ერთკაციანი აქცია მოაწყო. მას ხელში ეჭირა პლაკატი შემდეგი შინაარსის წარწერით: "რამზან ახმატოვიჩ კადიროვი არის ქურდი, მკვლელი, რუსეთის სირცხვილი". როგორც ტელეგრამის არხი „ოსტოროჟნო, ნოვოსტი“ წერს თვითმხილველებზე დაყრდნობით, მოქალაქე მიემართებოდა ქალაქის ცენტრისკენ, მაგრამ დანიშნულების ადგილამდე ვერ მიაღწია. ადგილობრივი საიტის, "72.რუ-ს" თანახმად, სამართალდამცველები დაკავებულის "ქმედების მოტივების გარკვევას“ ცდილობენ. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს... Читать дальше...
დეკემბერი მაღალი ტემპერატურით დაიწყო როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში. ზოგიერთ დასახლებაში ჰაერის ტემპერატურამ 20 გრადუსსაც კი გადააჭარბა.
თეთრმა სახლმა კონგრესი გააფრთხილა, რომ შეერთებულ შტატებს უკრაინის დახმარების გასაგრძელებლად თანხა და დრო თითქმის ამოეწურა, დაფინანსების შეჩერება კი გაზრდის რუსეთის წარმატების შესაძლებლობას. ამ შინაარსის წერილი თეთრი სახლის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელმა შალანდა იანგმა გაუგზავნა წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელ სპიკერს, მაიკ ჯონსონს და კონგრესის სხვა ლიდერებს. უკრაინის შემდგომი სამხედრო დახმარების დაფინანსების პროცესს კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატაში აფერხებს რესპუბლიკელების ნაწილი. იანგის თანახმად... Читать дальше...
რუსეთში ოფიციალურად დაადასტურეს მანამდე სხვადასხვა წყაროთი გავრცელებული ინფორმაცია, რომ უკრაინაში დაიღუპა რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტში შემავალი, არმიის მე-14 კორპუსის მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ვლადიმირ ზავადსკი. დღეს, 4 დეკემბერს, რუსეთის ვორონეჟის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმა ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ ვლადიმირ ზავადსკი „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ზონაში, „საბრძოლო პოსტზე“ დაიღუპა. რუსეთი „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს უკრაინის წინააღმდეგ 2022 წლის 24 თებერვლიდან მიმდინარე ომს. Читать дальше...
კონსტანტინე ფილია, ოკუპირებული გალის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, აცხადებს, რომ ამზადებენ სივრცეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში შეხვედრის გასამართად. „ჩვენ ვამზადებთ ზონას, რომელიც მდებარეობს ენგურის ხიდის შემდეგ, ჩვენს საკონტროლო პუნქტთან მისვლამდე. პირველი პუნქტი, სადაც მხოლოდ შემოწმება მიმდინარეობს, მთელი საბაჟო სტრუქტურების გადმოკვეთამდე. ზევით მზადდება ზონა, იქ იქნება საკონფერენციო დარბაზი და გაიმართება შეხვედრები. ისე გამოვა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაა... Читать дальше...