უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კორუფცია შესაძლებელია სამშობლოს ღალატს გაუთანაბრდეს - და რომ ის პარლამენტარებს მიმართავს თხოვნით გაამკაცრონ სასჯელი იმ პირებისთვის, რომლებსაც ომის პერიოდში დაუმტკიცდებათ კორუფციული დანაშაული. "საკანონმდებლო ორგანოს და უკრაინის კანონმდებლებს დავუსახე ამოცანა, მათ მიეწოდება ჩემი წინადადება, რომ კორუფცია ომის პერიოდში სამშობლოს ღალატს უნდა გაუთანაბრდეს" - თქვა ზელენსკიმ სატელევიზიო ინტერვიუში, რომელიც მის ტელეგრამის არხზე 27 აგვისტოს გავრცელდა. Читать дальше...
საქართველოს მესაზღვრეებმა ქვეყანაში შეუშვეს უკრაინის ექვსი მოქალაქე, ხერსონის ოლქიდან - რომლებსაც 17 აგვისტოს უარი უთხრეს საზღვრის გადაკვეთაზე. უკრაინელებმა ათი დღე გაატარეს ბუფერულ ზონაში, ზემო ლარსზე, ისინი გადაჭრით აცხადებდნენ უარს რუსეთში დაბრუნებაზე - იუწყება გამოცემა mediazona, უფლებადამცველ ორგანიზაცია UnMode-ზე დაყრდნობით. ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ შარშან შემოდგომაზე რუსეთმა, რომელიც ხერსონიდან გადიოდა, იქიდან იძულებით გაიყვანა მსჯავრდებულები, რომლებიც შემდეგ რუსეთის კოლონიებში მოათავსეს. Читать дальше...
Французская газета L'Équipe назвала франкфуртский "Айнтрахт" наиболее реалистичным вариантом для будущего перехода
თევზებს უჭირს გადაწყვეტილების სწრაფად მიღება და ძალიან ემოციურია. იგი მარტივად იბნევა, რის გამოც კრიზისულ სიტუაციაში დახმარებისთვის არ უნდა მიმართოთ. თუ რთული პერიოდი გაქვთ, თევზები მუდამ მზადაა დაგეხმაროთ, განუგეშოთ, მოგისმინოთ, მაგრამ კრიტიკული შემთხვევები მას არ უნდა მიანდოთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, მშვილდოსანს ოცი ადამიანისთვის საკმარისი ოპტიმიზმის მარაგი აქვს, მაგრამ, როცა საქმე გამოსავლის სწრაფად პოვნას ეხება, იგი არაპროდუქტიული ...
თინეიჯერობის წლები ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე კომპლექსური, მრავალფეროვანი, საინტერესო და ამაღელვებელია. ეს ფაზა ყველამ განსხვავებულად გავიარეთ. ბევრი ახალი რამ გაჩნდა, ბევრ რამეზე უარის თქმა მოგვიწია. ზოგჯერ თინეოჯერობა იმაზე ბევრად უკეთესია, ვიდრე ჩვენს საყვარელ ფილმებში ან სერიალებში, ზოგჯერ კი ბევრად უარესი. მოზარდების ცხოვრებაზე, რთულ ურთიერთობებზე, საკუთარი თავის პოვნის გზებზე, სკოლაში არსებულ ტოქსიკურ გარემოზე უამრავი ფილმია გადაღებული. ამ ...
2019 წელს ჟურნალში Nature დაიბეჭდა ეთიოპიაში ნაპოვნი 3,8 მილიონი წლის თავის ქალის ფოტო. აღმოჩენამ ეჭვქვეშ დააყენა იქამდე არსებული თეორიები ევოლუციის შესახებ. 2018 წელს დეტროიტში არეტა ფრანკლინი დაკრძალეს. 2003 წელს სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში ნახევარი მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. 1965 წელს კონექტიკუტში Subway-ის პირველი რესტორანი გაიხსნა. 1963 წელს მარტინ ლუთერ კინგმა ლინკოლნის მემორიალზე თავისი ისტორიული სიტყვა „მე ...
Первое место в группе Н делят Латвия и Канада, которые встретятся во вторник, чтобы выявить победителя группы
Опасность схода оползня в этом месте существовала всегда, заявил геолог
Сборная Грузии в понедельник проведет один из самых важных матчей на чемпионате мира против фаворита группы F команды Словении
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოელის "მძლავრ სექტემბერს უკრაინისთვის", მათ შორის დასავლელი მოკავშირეების მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს უკრაინისთვის იარაღის და აღჭურვილობის მიწოდების თაობაზე. ზელენსკის განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე კიევმა გააუქმა ღამით მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებული საჰაერო განგაში და გამოაცხადა რუსეთის რამდენიმე საკრუიზო რაკეტის განადგურების თაობაზე. ზელენსკი 27 აგვისტოს ტელეგრამით წერს, რომ მომავალ კვირებში მოელის "ახალ თავდაცვით პაკეტებს უკრაინელი სამხედროებისთვის". Читать дальше...
Въезд на территорию монастырского комплекса в настоящее время ограничен
Водитель легкового автомобиля был доставлен в клинику с незначительными ушибами
ავღანეთის თალიბანის მთავრობა თავის უსაფრთხოების ძალებს გამოიყენებს საიმისოდ, რომ ქალები არ მივიდნენ ავღანეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ეროვნულ პარკში - იუწყება ავღანეთის კეთილშობილების პროპაგანდისა და მანკიერების პრევენციის სამინისტრო. უწყების თანახმად, ქალები არ იცავენ ჰიჯაბის ტარების წესს ბამიანის პროვინციაში მდებარე ბანდი-ამირის პარკში. სამინისტროს მეთაურმა, მოჰამად ხალიდ ჰანაფიმ პროვინცია მიმდინარე თვეში მოინახულა და უსაფრთხოების თანამშრომლებს სთხოვა ქალები პარკში არ შეუშვან, სიტყვებით... Читать дальше...
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „ინტერპრესნიუსს“ უთხრა, რომ შიომღვიმის მონასტრის მახლობლად მიწის ჩამოშლის შედეგად არავინ დაშავებულა. მას, მონასტრის წინამძღვარმა უთხრა, რომ მიწა იქ ყოველ წელს იშლება, რადგან კლდე გამოფიტულია. „წელს იყო ცოტა დიდი ზომის. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა”, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ. ინფორმაცია მთის ნაწილის ჩამოშლის შესახებ სოციალურ ქსელში თვითმხილველებმა განათავსეს.
После расширения БРИКС члены объединения практически полностью контролируют мировой нефтяной рынок, а потому в нужный момент ситуация может дойти даже до нефтяного эмбарго против Запада
მცხეთაში. შიომღვიმის მონასტერთან. კლდის ნაწილი ჩამოიშალა. ამის ამსახველ ვიდეოკადრებს სოციალური ქსელის საშუალებით ერთ-ერთი თვითმხილველი ავრცელებს. ამ დროისთვის, როგორც ცნობილია, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. “ახლა შიომღვიმეს მონასტერში კლდე ჩამოწვა, მადლობა ღმერთს არაფერი დაგვიშავდა და იმედია ვინც იქ იყო ყველა უვნებელია”, – წერს თვითმხილველი შორენა ქებურია.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ადამიანები შიშში ცხოვრობენ. „მათ ესმით, რომ ომი უკვე წააგეს, ესმით, რომ ისეთი არაა, როგორც დაგეგმეს. ესმით, რომ ის თანდათან გადადის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე და არა მხოლოდ „გადადის“. მათ უკვე იციან რა არის სირენები, იციან რა არის ციდან მოულოდნელი თავდასხმები“, – განაცხადა პოდოლიაკმა. ამასთან, მან ხაზგასმით ...
По имеющейся на данный момент информации никто не пострадал
მცხეთასთან, შიომღვიმის მონასტერთან მთის ნაწილი ჩამოიშალა. ამის შესახებ ინფორმაცია და ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. თვითმხილველი ვლადიმერ ხარებაძე, რომელიც ეკლესიაში ოჯახთან ერთად იყო მისული ყვება, რომ მიწის მასის ჩამოწოლას თან ხმაური და მტვერი ახლდა. „მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე იქაურობას სასწრაფოდ, სირბილით გავცილდით. სამშვიდობოზე გამოსვლის შემდეგ მივბრუნდი და სხვა ვიზიტორი აღარ დამინახავს“ - ამბობს ის.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა დაადასტურა გასამხედროებული ჯგუფის, "ვაგნერის" ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის დაღუპვა კერძო თვითმფრინავის ჩამოვარდნისას მოსკოვიდან ჩრდილოეთით, 23 აგვისტოს. კომიტეტი 27 აგვისტოს აცხადებს, რომ ამოცნობილია კატასტროფის მსხვერპლთა 10-ვე ცხედარი და მათი იდენტობა "ადასტურებს რეისის სიას". რუსეთის შესაბამისი უწყებები მანამდე ამბობდნენ, რომ პრიგოჟინი და "ვაგნერის" საველე მეთაური, დმიტრი უტკინი იყვნენ მოსკოვიდან სანკტ-პეტერბურგში მიმავალი თვითმფრინავის მგზავრთა სიაში. თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი დადგენილი არ არის. Читать дальше...
Лобжанидзе начал матч на скамейке запасных и вышел на поле лишь на 61-й минуте
ევროკავშირის მაღალჩინოსანმა 26 აგვისტოს რუსეთს მიმართა თხოვნით განაახლოს მარცვლეულის შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის მარცვლეულის უსაფრთხო გადაზიდვას შავი ზღვის პორტებიდან - მას შემდეგ, რაც რუსეთმა შეთანხმება გასულ თვეში დატოვა. ევროპული კომისიის აღმასრულებელი პრეზიდენტის მოადგილის, ვალდის დომბროვსკისის თქმით, შავი ზღვის გავლით უკრაინის მარცვლეულის გადაზიდვაზე რუსეთის მხრიდან დაწესებული შეზღუდვა პრობლემებს უქმნის არა მხოლოდ კიევს, არამედ განვითარების პროცესში მყოფ ბევრ სახელმწიფოს. ... Читать дальше...
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამძიმარი გამოუცხადა ჟიტომირის ოლქში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული პილოტების ოჯახებს. მან თქვა, რომ მომხდარზე გამოძიება დაწყებულია თუმცა დეტალებზე საუბარი ჯერ ადრეა. 25 აგვისტოს ჟიტომირის ოლქში, საბრძოლო დავალების შესრულების დროს ერთმანეთს ორი უკრაინული თვითმფრინავი შეეჯახა - ავიაკატასტროფის დროს საჰაერო სარდლობის მე-40 ტაქტიკური საავიაციო ბრიგადის სამი საბრძოლო პილოტი დაიღუპა. დაღუპულთა შორის იყო ანდრეი პილშჩიკოვი, მეტსახელად ჯუსი. მან სახელი... Читать дальше...
უკრაინამ გაანადგურა რუსეთის ოთხი საკრუიზო რაკეტა, იმ ფონზე, როცა კიევმა 26-დან 27 აგვისტოს ღამეს მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა საჰაერო განგაში - წერს ქვეყნის საჰაერო ძალები ტელეგრამით. მის ტერიტორიაზე დრონებით მიტანილი ორი იერიშის მოგერიებაზე იუწყება რუსეთიც. კიევის მუნიციპალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი პოპკოს თანახმად, ყველა განადგურებული რაკეტის სამიზნე კიევის არეალი იყო. მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ ცნობები არ არის. საჰაერო ძალების ცნობით, რაკეტები ბომბდამშენებიდან იყო გაშვებული. Читать дальше...
რუსეთისა და უკრაინის საზღვაო და საჰაერო ძალებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს ყირიმსა და ოდესას შორის მდებარე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნავთობისა და გაზის პლატფორმებისათვის - ამის შესახებ წერს ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა. გასულ კვირას რუსეთის სამხედრო თვითმფრინავმა ცეცხლი გაუხსნა უკრაინის სამხედრო კატერს, რომელიც შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთში, პლატფორმის მახლობლად მოქმედებდა. BBC-ს რუსული სამსახურის ცნობით პლატფორმებს მართავს კომპანია „ჩერნომორნეფტეგაზი“, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებამ 2014 წელს, ყირიმის ანექსიის დროს მიიტაცა. Читать дальше...