პირველ ადგილს, რა თქმა უნდა, ლომი იკავებს. მზის მიერ მართული ზოდიაქოს ნიშანი, რომლისთვის ბედნიერების მთავარი გასაღები ყურადღების ცენტრში ყოფნაა. მას არ მოსწონს ჩრდილში ცხოვრება. ლომს სურს, რომ მუდამ ბრწყინავდეს და მისი ქმედებებით ყველა აღფრთოვანებული იყოს. ვერძი ზოდიაქოს პირველი ნიშანია, მას მოსწონს ლიდერობა. თუმცა ამისთვის დიდი ძალისხმევის გაღება არ სჭირდება. ვერძს აქვს განსაკუთრებული ქარიზმა და ენერგია, ...
პრინცი უილიამი ხელმძღვანელობს მეფე ჩარლზის დაბადების დღის აღლუმის რეპეტიციებს. ეს ჩარლზის პირველი დაბადების დღეა მონარქის ამპლუაში. აღლუმი Horse Guards Parade-ზე მიმდინარე წლის 17 ივნისს გაიმართება. რეპეტიციაზე 1500-ზე მეტი ჯარისკაცი და 300 ცხენი იმყოფებოდა. მილიონობით ტელემაყურებელი, სამეფო ოჯახთან ერთად, ღონისძიებას მომავალ შაბათს იხილავს. წყარო: People
2010 წელს სამხრეთ აფრიკამ უმასპინძლა ფიფას მსოფლიო ჩემპიონატს. 1987 წელს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მარგარეტ ტეტჩერი არჩევნებში მესამე ვადით აირჩიეს. 1982 წელს გამოვიდა სტივენ სპილბერგის Extra Terrestrial. 1975 წელს გამოვიდა კომედიური დრამა Nashville, რომლის ავტორია რობერტ ალტმანი. 1966 წელს Rolling Stones-ის ჰიტ სინგლმა “Paint It Black” აშშ-ში პირველი ადგილი დაიკავა. 1963 წელს ალაბამას გუბერნატორი ჯორჯ უოლესი ორ ...
თბილისში, პარლამენტის შენობასთან "ჯიუტი" პროტესტის მონაწილეები, რომლებიც ყოველ დღე იკრიბებიან საკანონმდებლო ორგანოსთან სხვადასხვა ბანერებით და საზოგადოების ყურადღების ცენტრში ტრანსფარენტებზე დაწერილი "ირაყლით" მოექცნენ, დღეს ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურებიან, სადაც მან სტუდენტებს "ყველანაირ ორიენტაცია არეულები" უწოდა და თქვა, რომ "საჭიროა, რომ ბიჭებმა ცოლები მოიყვანონ, გოგოები დაქორწინდნენ, გამრავლდნენ." კობახიძემ ეს განცხადება მედიასთან მას შემდეგ გააკეთა, რაც თსუ-ს რამდენიმე სტუდენტმა,... Читать дальше...
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა შაბათს განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში აპირებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ტელეფონით საუბარს და უკრაინიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს მას. „მე ბევრჯერ ველაპარაკე რუსეთის პრეზიდენტს, არა მხოლოდ ომამდე, არამედ ომის დაწყების შემდეგაც და ზოგჯერ ძალიან დიდხანსაც. უახლოეს მომავალში ვაპირებ მასთან დალაპარაკებას,“ განაცხადა შოლცმა ნიურბერგში გერმანიის პროტესტანტული ეკლესიის კონგრესზე გამოსვლისას. „მაგრამ ყველა ამ საუბარში ცხადი უნდა იყოს, რომ რუსეთსა და უკრაინას... Читать дальше...
გერმანიაში გამომძიებლები იკვლევენ მტკიცებულებებს, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ პირები, რომლებმაც ააფეთქეს „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენები, სავარაუდოდ, პოლონეთს იყენებდნენ ოპერატიულ ბაზად. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი იუწყება წყაროებზე დაყრდნობით. გამოძიება ცდილობს გაიგოს, თუ რატომ შევიდა იახტა "Andromeda", რომელსაც სავარაუდოდ ასაფეთქებელი ნივთიერებები გადაჰქონდა, დანიის კუნძულზე მდებარე პორტიდან გასვლის შემდეგ პოლონეთის ტერიტორიულ წყლებში, თქვეს გამოცემის წყაროებმა. მათი თქმით, ჯერჯერობით უცნობია... Читать дальше...
აუდიტის სამსახურმა დაავადებების პრევენციის პროგრამების ეფექტურობა შეისწავლა. უწყების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში, სადაც წლიდან წლამდე მზარდია სიმსივნით გარდაცვალების შემთხვევები, კიბოს პრევენციის პროგრამები არაეფექტურად მუშაობს. ამ პროგრამების დანერგვიდან წლების შემდეგაც, მწირია მოსახლეობაში ცოდნა სერვისების შესახებ, სახელმწიფო კი არასაკმარის ძალისხმევას სწევს ცნობიერიების ასამაღლებელ კამპანიებზე. გამოწვევად რჩება სერვისებზე თანაბრად მისაწვდომობის საკითხიც და ამ მხრივ... Читать дальше...
კიევში ჩასულ კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის შესახებ ისაუბრა. ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გუშინდელ განცხადებაზე, რომ კონტრშეტევისას „უკრაინის არმიამ ვერცერთ სექტორში ვერ მიაღწია მიზნებს“. „მე ყოველდღე კავშირში ვარ ჩვენს სხვადასხვა მიმართულების სამხედრო მეთაურებთან - სირსკისთან, ტარნავსკისთან, მოსკალევთან, ნაევთან, ზალუჟნისთან. ამჟამად ყველა დადებითად არის განწყობილი. Читать дальше...
10 ივნისს სამხრეთ უკრაინის ზოგიერთ რაიონში წყალდიდობამ ოდნავ იკლო, მაგრამ ზოგან იმატა. სამაშველო სამუშაოები გაგრძელდა და უკრაინის ატომური ენერგიის სააგენტომ ევროპის უმსხვილეს ატომურ ელექტროსადგურში უკანასკნელი მოქმედი რეაქტორი გამორთო, რათა რისკი შეამციროს კახოვკის კაშხლის დანგრევით გამოწვეული წყალდიდობისა და უკრაინისა და რუსეთის ჯარებს შორის შეტაკებების გამწვავების პირობებში. ამავე დროს უკრაინისა და რუსეთის ძალები განაგრძობენ ბრძოლებს აღმოსავლეთში, ბახმუტის მახლობლად, და სამხრეთში - ზაპოროჟიეს ოლქში... Читать дальше...
Дети сильно обезвожены и пострадали от укусов насекомых, но главное – целы
თურქეთის დედაქალაქ ანკარაში აფეთქება მოხდა ქარხანაში, რომელიც რაკეტებსა და ასაფეთქებელ ნივთიერებებს აწარმოებს. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა ხუთი მუშა. ადგილობრივი მედია „ბევრი მსხვერპლის“ შესახებ იუწყება. აფეთქების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საწარმო მდებარეობს ელმადაგის რაიონში, საცხოვრებელი უბნებიდან შორს. თვითმხილველები ამბობენ, რომ მათ ჯერ აფეთქების ხმა გაიგეს, შემდეგ კი ქარხნის თავზე კვამლი დაინახეს. CNN-ი იტყობინება, რომ ხანძარი ლოკალიზებულია. ანკარის გუბერნატორმა ვასიპ შაჰინმა განაცხადა... Читать дальше...
კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო კიევში ჩავიდა წინასწარ გამოუცხადებელი ვიზიტით. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. ტრუდოსთან ერთად კიევში ჩავიდა კანადის ფინანსთა მინისტრი ქრისტია ფრილანდი. ტრუდომ ვიზიტი დაიწყო მიხეილის მოედნისა და იქ მდებარე უკრაინის დამცველთა ხსოვნის მემორიალის მონახულებით. კანადის პრემიერ-მინისტრმა ის გვირგვინით შეამკო. ტრუდო უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ისინი, სავარაუდოდ, განიხილავენ ოტავის მხარდაჭერას კიევისთვის, მათ შორის, იმსჯელებენ უკრაინის აღდგენაზე. Читать дальше...
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღეს თსუ-ში მის წინააღმდეგ პროტესტს ეხმაურება და ახალგაზრდებს, ვინც უნივერსიტეტის კიბეებზე რუსული რუბლი დაუყარა, „ყველანაირ ორიენტაცია არეულებს“ უწოდებს. კობახიძის თქმით, მმართველი პარტია ეცდება ამ „ახალგაზრდების გადარჩენას“. „აქ არ იყვნენ სტუდენტები, ეს ერთი. იყო ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ მოწყობილი პროვოკაცია. ისინი იყვნენ მოსულები, იღებდნენ ამ ე.წ. ინციდენტს. სინამდვილეში მოსული იყო „ფორმულასთან“ აფილირებული რამდენიმე ახალგაზრდა, რომელსაც ყველანაირი ორიენტაცია აქვს არეული. Читать дальше...
წუხელ რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს უკრაინის ქალაქ მირგოროდის სამხედრო აეროდრომს პოლტავის ოლქში. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება იტყობინება. დაზიანდა ტექნიკა, ინფრასტრუქტურა და აეროდრომის მახლობლად მდებარე რამდენიმე კერძო შენობა. თავდასხმა სავარაუდოდ განხორციელდა „ისკანდერის“ რაკეტებით და ირანული წარმოების დრონებით, „შაჰედებით“. გაჩნდა ხანძარი. არავინ დაღუპულა ან დაშავებულა, განაცხადა პოლტავის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დმიტრო ლუნინმა. სპეციალისტები ახდენენ დაბომბვის... Читать дальше...
ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, სადაც "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კონსტიტუციის შესახებ ლექციას კითხულობდა, რამდენიმე სტუნდენტი რუსული რუბლებით მივიდა პროტესტის ნიშნად და ლექციის დასრულების შემდეგ მას რუსული ფული კიბეზე ჩასვლისას გადაუყარა. ირაკლი კობახიძეს უნივერსიტეტში დღეს ცხრილის მიხედვით ერთი ლექცია უნდა ჩაეტარებინა დილის 10:00 საათზე. მას შემდეგ, რაც დაცვამ დერეფანში პროტესტისთვის მისული რამდენიმე სტუდენტი და ჟურნალისტი შენიშნა, კობახიძემ უკვე... Читать дальше...
ჭიათურაში, "ჯორჯიან მანგანეზის" საწარმოში დასაქმებული ასობით ადამიანი მეხუთე დღეა გაფიცულია ღირსეული შრომის პირობებისა და ხელფასების მატების მოთხოვნით. დღეს გაფიცულ მაღაროელებს სავარაუდოდ სხვა ქალაქებიდანაც შეუერთდებიან მხარდამჭერები და აქცია გაიმართება. როგორც რადიო თავისუფლებას პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ, დავით ჩინჩალაძემ უთხრა, მიუხედავად მოლაპარაკების მცდელობისა კომპანიასა და დასაქმებულებს შორის, კონსენსუსის მიღწევა ვერ ხერხდება. "მთავარი მოთხოვნა არის ხელფასების ზრდა და სპეციალურ რეჟიმამდე არსებული სამუშაო პირობების დაბრუნება. Читать дальше...
ესტონეთის თავდაცვის ძალების სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელმა პოლკოვნიკმა მარგო გროსბერგმა ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ უკრაინა ჯერ კიდევ ამზადებს მთავარ დარტყმას. მისი თქმით, ამ დროისთვის, ბრძოლები გრძელდება ბახმუტის შემოგარენში, თუმცა საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა განსაკუთრებით გამძაფრდა ზაპოროჟიეს ოლქში. როგორც მარგო გროსბერგი აღნიშნავს, კონტრშეტევის ფარგლებში „უკრაინას მთავარი დარტყმა ჯერ არ განუხორციელებია“ და ამ ეტაპზე, თავდაცვითი ზღუდის ...
საიდუმლო დოკუმენტების შესახებ გამოძიების ფარგლებში აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ბრალდებები ოფიციალურად წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ფედერალური ბრალდებების წინაშე დგას. ტრამპის ადვოკატის ჯიმ ტრასტის თქმით, ტრამპს ბრალდებები ჯაშუშობის აქტის ფარგლებში ემუქრება, ასევე მართლმსაჯულების აღსრულების ხელის შეშლისთვის, დოკუმენტაციის განადგურებისთვის ან გაყალბებისთვის, შეთქმულებისთვის და ყალბი განცხადებებისთვის. სპეციალური... Читать дальше...