კანადის პარლამენტის თემთა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ორი წლის განმავლობაში ჩინეთის რეგიონ სინიანიდან ათი ათასი უიღური ლტოლვილი მიიღოს, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. უიღურების კანადაში გადასახლება, რეზოლუციის თანახმად, რეკომენდებულია დაიწყოს 2024 წელს. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ "უიღურები და სინიანის სხვა მკვიდრი თურქულენოვანი თემების წარმომადგენლები, რომლებიც მესამე ქვეყნებში გაიქცნენ, სამშობლოში დაბრუნების მიზნით ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას... Читать дальше...
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე, მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან 1 თებერვალს გავრცელებული სატელეფონო ჩანაწერის ნამდვილობა დაადასტურა, დამატებით კითხვებს აღარ პასუხობს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახლად არჩეული თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის შესახებ ილაპარაკა „TV პირველის" ეთერში მისმა წინამორბედმა ნიკა მელიამ. როგორც ის ამბობს, შიშობს, რომ ხაბეიშვილი არ აღმოჩნდეს არარეალისტური დაპირებების ტყვეობაში. „მე ნამდვილად არ ვისურვებდი ლევანის ადგილას ყოფნას, მართლა ვშიშობ, რომ არ აღმოჩნდნენ მთელი რიგი არარეალისტური დაპირებების ტყვეობაში, მათ შორის, ერთ-ერთია, რომ შეიჭრება, რაღაცას შეამსხვრევენ და იქიდან გამოვლენ. წარმოუდგენელი იყო ჩემთვის ეს და ძალიან ბევრი ადამიანისთვის... Читать дальше...
2 თებერვალს, ევროპარლამენტში, საგანგებო დებატებისას ითქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა საქართველოს ევროპულ მომავალს უკავშირდება. დებატებს რეზოლუციის დამტკიცება მოჰყვება.
რუსეთს მოეპოვება პასუხი უკრაინისთვის მიწოდებულ დასავლურ ტანკებზე, მათ შორის გერმანულ „ლეოპარდებზე“,- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2 თებერვალს სტალინგრადის ბრძოლაში გამარჯვების 80-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოზე სიტყვით გამოსვლისას. პუტინი ირწმუნება, რომ რუსეთი კიდევ ერთხელ გახდა იძულებულია მოიგერიოს „კოლექტიური დასავლეთის აგრესია“. მან ასევე განაცხადა რაღაც ნაცისტური იდეოლოგიის შესახებ, რომელიც საფრთხეს უქმნის რუსეთის უსაფრთხოებას. მისი თქმით, რუსეთთან თანამედროვე ომი განსხვავებული იქნება. Читать дальше...
რუსეთი აძლიერებს უკრაინის ტერიტორიაზე განლაგებულ თავის ჯარებს და ემზადება შეტევისთვის, - ამის შესახებ ფრონტზე შექმნილი სიტუაციის შესწავლის შემდეგ, 2 თებერვალს უკრაინის გენშტაბმა განაცხადა. "მტერი აგრძელებს აქტიურ დაზვერვას და გარკვეულ ადგილებში შეტევისთვის სამზადისს, იღებს ზომებს თავისი ჯარების გასაძლიერებლად. შეტევითი მოქმედებები გრძელდება ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და ნოვოპავლოვსკის მიმართულებით. მტერი განიცდის მძიმე დანაკარგებს, განსაკუთრებით პირადი შემადგენლობის მხრივ. ფრონტის სხვა მიმართულებაზე ოკუპანტები თავს იცავენ"... Читать дальше...
"ბოლტის" პარტნიორი მძღოლები საპროტესტო აქციებს მართავენ 2023 წლამდე არსებული ტარიფების დაბრუნებისა და საკომისიოს შემცირებით მოთხოვნით. 5 თებერვალს, უნივერსიტეტის ქუჩაზე, თბილისში ისინი ამ წელს უკვე მესამედ შეიკრიბებიან.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი სოფლის, ჩორჩანის სიახლოვეს, ოკუპირებულ წნელისში ჩავიდა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი. ალან გაგლოევი იქ მყოფ ე.წ. მესაზღვრეებს შეხვდა. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, გაგლოევს თან ახლდნენ დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ოლეგ შირანი და კგბ-ს ე.წ. სასაზღვრო დაცვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ვალერიან ალიხანტი. ვალერიან ალიხანტიმ დე ფაქტო პრეზიდენტს ე.წ საზღვრის ამ მონაკვეთზე ოპერატიული ვითარება მოახსენა. Читать дальше...
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის გუნდმა გამოაქვეყნა გამოძიება იმის თაობაზე, თუ ევროპის რომელიც ქვეყნებში დადიან მივლინებებში და სად ფლობენ უძრავ ქონებას რუსეთის მმართველი პარტია "ედინაია როსიას" დეპუტატები, რომლებიც საჯარო გამოსვლებში აკრიტიკებენ ნატოს და აქებენ პრეზიდენტ პუტინს. მათ შორის არის რუსეთის მმართველი პარტიის დეპუტატი სახელმწიფო სათათბიროში, ოლეგ მოროზოვი, რომელმაც ახლახან რუსეთის ხელისუფლებას შესთავაზა „არასასურველი პირის“ სტატუსის მიანიჭოს რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ მიდიან. Читать дальше...
ოკუპირებული ცხინვალის ვლადიკავკაზთან დამაკავშირებელ გზაზე შეზღუდვები დაწესდა. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო მოუწოდებს სატვირთო მანქანების მძღოლებს მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები გამოიყენონ. მეორე დღეა ინტენსიურად თოვს როკის გვირაბთან, სწორედ ამ ადგილას წესდება შეზღუდვა. „ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე თოვლია. მძიმე სატვირთო მანქანების მძღოლებმა უნდა გამოიყენონ ჯაჭვები, მათ გარეშე ვერ მოახერხებენ მოძრაობას“, - განუცხადეს საინფორმაციო სააგენტო „რეს"-ს დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტროში. Читать дальше...
ევროკავშირის ხელმძღვანელობა ცდილობს, რათა უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი დაამტკიცოს. ამის შესახებ ხუთშაბათს კიევში ვიზიტისას განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა, რომელიც უკრაინა-ევროკავშირის სამიტის ფარგლებში უკრაინის დედაქალაქს ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეპ ბორელთან და სხვა ევროკომისრებთან ერთად ესტუმრა. სხვა ზომებს შორის, რომელთა დამტკიცებასაც ევროკავშირი უახლოეს მომავალში აპირებს... Читать дальше...
საგამოძიებო ჯგუფის, Bellingcat-ის, აღმასრულებელმა დირექტორმა ხრისტო გროზევმა, რომელიც, კერძოდ, ცნობილია სერგეი სკრიპალისა და ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამოძიებით, გადაწყვიტა არ დაბრუნდეს ავსტრიაში, სადაც დაახლოებით 20 წელი ცხოვრობდა. გროზევი შიშობს თავის უსაფრთხოებაზე და აცხადებს, რომ ვენაში ბევრი რუსი აგენტია. ამის შესახებ წერს ავსტრიული გამოცემა Falter-ი სტატიაში სათაურით: "ადამიანი, რომელზეც პუტინის დაქირავებული მკვლელები ნადირობენ“. მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გროზევს სადაზვერვო სამსახურში მყოფმა მისმა წყაროებმა აცნობეს. Читать дальше...
ერთ დროს წარმოუდგენელი ჩანდა, რომ გერმანია და აშშ თავიანთ ყველაზე ძლევამოსილ ტანკებს გაუგზავნიდნენ უკრაინას. თუმცა დასავლეთმა ერთიანობა შეინარჩუნა და პუტინის პროვოცირებაზე ღელვაც გვერდით გადადო. ახლა უკრაინის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ სასწრაფოდ სჭირდება დასავლური სამხედრო თვითმფრინავები.
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ტვიტერზე აქვეყნებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილის ფოტოებს, რომლებზეც მისი ამჟამინდელი მდგომარეობაა ასახული და მოითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნას. „მიხეილ სააკაშვილის კრიტიკული ფიზიკური მდგომარეობა უკიდურესად შემაშფოთებელია. ოპოზიციონერი ლიდერის წამებით სიკვდილის პირას მიყვანა მიუღებელია ევროკავშირის წევრობის მსურველი ქვეყნისთვის. მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს და გაიგზავნოს საზღვარგარეთ სამკურნალოდ“... Читать дальше...
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანიის „ტოიოტა ცენტრი თეგეტასთვის“ 2022 წელი გამოწვევებით სავსე, თუმცა მოსალოდნელზე პროდუქტიული აღმოჩნდა. პოსტპანდემიურ მოცემულობას რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეული გლობალური კრიზისი დაემატა. კომპანიაში ამბობენ, რომ დაბრკოლებების გადალახვაში სწორი ბიზნესსტრატეგია დაეხმარათ. „ტოიოტა ცენტრი თეგეტაში“ განმარტავენ, რომ კარგად აქვთ შესწავლილი მომხმარებლის ქცევა, რაც უმნიშვნელოვანესი ფაქტორი აღმოჩნდა 2022 წლის წარმატებით დასახურად. არაერთი დაბრკოლების მიუხედავად, კომპანიაში... Читать дальше...
"საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" (GIP) ანალიტიკოსი ნინო სამხარაძე თვლის, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესში წინსვლას სჭირდება უკრაინის მსგავსი პროაქტიული მიდგომა, რომელიც ერთ შემთხვევაში გეოპოლიტიკურ კონტექსტებზე მიბმაში შეიძლება გამოიხატოს, მეორე მხრივ კი უკრაინის დინამიკაზე მიბმით, რასაც თავის მხრივ ახლავს სირთულე, ვინაიდან უკრაინასთან ორმხრივ ურთიერთობაში გაუარესებაა. ეს აისახა კიდეც GIP-ის "საქართველოს მმართველობის ინდექსში", რომელიც 1 თებერვალს გამოქვეყნდა.
2 თებერვალს ვლადიმირ პუტინს ვოლგოგრადში ელოდებიან, სადაც მონაწილეობას მიიღებს სტალინგრადის ბრძოლაში გამარჯვების მე-80 წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებში. ვოლგოგრადში პუტინის ჩასვლამდე ხელისუფლებამ უსაფრთხოების მთელი რიგი ზომები მიიღო, რასაც მოსახლეობა "უპრეცედენტოს" უწოდებს. კერძოდ, პოლიციამ მიაკითხა ქალაქის აქტივისტებს და გააფრთხილა, რომ „არ დაუშვან წარსულის შეცდომები.“ რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის, შტაბის ყოფილმა კოორდინატორმა ევგენი კოჩეგინმა „კავკაზ.რეალიის“ უთხრა... Читать дальше...
მოლდოვა კატეგორიულად უარყოფს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებას, რომ დასავლეთს სურს მოლდოვა გადააქციოს „შემდეგ უკრაინად“. მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა დანიელ ვოდემ ლავროვის განცხადება შეაფასა რუსული დიპლომატიის უკვე ცნობილი, მუქარის შემცველი რიტორიკის ნაწილად. კიშინიოვი მოსკოვს შეახსენებს, რომ მოლდოვა მიდის ევროკავშირში გაწევრების გზით, რომელსაც მხარს უჭერენ ქვეყნის მოქალაქეები და მათ, პოლიტიკური თუ გეოპოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, სურთ მშვიდობა, თავისუფლება და დემოკრატია. Читать дальше...
ცნობილი ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე ახალ პროექტზე იწყებს მუშაობას. მსახიობი, ოსკარზე ნომინირებული ფილმის („დასავლეთის ფრონტი უცვლელია“) რეჟისორის ედვარდ ბერგერის ახალ ფილმში „კონკლავში“ ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს. „კონკლავში“, რომლის სიუჟეტის მოქმედებაც ვატიკანში ვითარდება, მერაბ ნინიძესთან ერთად მონაწილეობას ჰოლივუდის ვარსკვლავები: რალფ ფაინსი, იზაბელა როსელინი, სტენლი ტუჩი და ჯონ ლითგოუ მიიღებენ. ფილმი, რობერტ ჰარისის ამავე სახელწოდების რომანს ეფუძნება და პაპის გარდაცვალების ...
“მექსიკის საზღვართან ქართველების სიმრავლეც აჩვენებს, რომ “ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის” ვერ გაუძლო ზოგმა ამხელა სისწორეს,” – წერს სოციალურ ქსელში სცენარისტი ქეთი დევდარიანი.
დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის ინსულინის პროგრამაში არსებული ხარვეზების გამოსწორების მოთხოვნით, უწყებასთან აქცია გამართეს მშობლებმა, შემდეგ კი მინისტრ ზურაბ აზარაშვილთან შეხვედრის მოთხოვნით შენობაში შევიდნენ. პროტესტის ამსახველ კადრებს მოქალაქე მარიამ ხუნწარია სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც მოქალაქე წერს, პროტესტის მონაწილეების მოთხოვნაა, მინისტრმა მათ პასუხი გასცეს ინსულინის დეფიციტზე. ამასთან, არსებული ინფორმაციით, დიაბეტიანი ბავშვების მშობლებს პრეტენზიები აქვთ ნემსების სპეციალური თავების დეფიციტთან... Читать дальше...
უკრაინაზე ახალი შეტევის დროს რუსულ ჯარებს შეუძლიათ ორი ან სამი სხვადასხვა მიმართულებიდან წასვლა. რუსეთის დიქტატორი ვლადიმერ პუტინი, სავარაუდოდ, კიდევ ერთხელ გეგმავს კიევის ალყაში მოქცევას, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა. „ვფიქრობ, პუტინისა და მისი ხალხის გეგმა, ისევე როგორც ვალერი გერასიმოვის, არის უკრაინის ალყაში მოქცევა. წარმატებისთვის რუსეთს სჭირდება თავდასხმა სამი მიმართულებით. ამიტომ, ვფიქრობ, რომ უკრაინელები ...
კათოლიკური ეკლესია მირქმას ზეიმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მიმართვას ავრცელებს. „დღეს, 2 თებერვალს, კათოლიკური სამყარო ერთ-ერთ საუფლო დღესასწაულს, მირქმას – მაცხოვრის მიგებებას აღნიშნავს. მირქმა უძველესი დღესასწაულია და იგი საზეიმოდ აღინიშნება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციას, ყველა კათოლიკეს მირქმის დღესასწაულს, წინსვლასა და კეთილდღეობას უსურვებს მათ“, – აღნიშნულია სააგენტოს მიერ ...
100 ადამიანიდან, თუ 70 არ გეუბნება, რას ფიქრობს, საკუთარ თავში უნდა დაინახო პრობლემა – დაუჯერებლად მეჩვენება, გასული წლის აგვისტოს შემდეგ მთავრობისთვის ნდობა უფრო მეტ ადამიანს გამოეცხადებინა, ვიდრე მანამდე უცხადებდა, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც NDI- ის კვლევებს გამოეხმაურა. ხვიჩიას მიაჩნია, რომ ასეთი სახის კვლევები პოლიტიკურ რეალობას ვერ აჩვენებენ. „როცა კვლევის შედეგად ამოვა ...
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულ პროტესტს გამოთქვამს "საქართველოში გისოსებს მიღმა მყოფი უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის, მიმართ არაადამიანური მოპყრობის გამო", - ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების თანახმად, "საქართველოს ხელისუფლება სსრკ-ს „ენკავედეს“ ყველაზე ცუდი ტრადიციებით მიხეილ სააკაშვილის მიმართ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას მიმართავს, უარს ეუბნება სასწრაფოდ საჭირო სამედიცინო დახმარებაზე, რითაც მის სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს". ... Читать дальше...