რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ბრძანება გასცა იმ სტუდენტების დემობილიზაციის შესახებ, რომლებიც ადრე უკრაინასთან ომისთვის იყვნენ მობილიზებული თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ხელისუფლების მიერ. ამის შესახებ კვირას განაცხადა კრემლის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა. ამასთან, ამის შესახებ რაიმე დოკუმენტი არ გამოქვეყნებულა. პესკოვის თქმით, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ე.წ. სახალხო მილიციის ძალები ახლა ინტეგრირებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში, სადაც სტუდენტების გაწვევა არ ხდება. Читать дальше...
ანექსირებულ ყირიმში „ტაიგანის“ ლომების პარკის მფლობელმა, ბიზნესმენმა, ოლეგ ზუბკოვმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ხერსონის ზოოპარკიდან ცხოველები გამოჰყავს იმ ბოლო დღეებში, სანამ რუსული ჯარები ქალაქს დატოვებდნენ. ზუბკოვის მიერ ხერსონის ზოოპარკიდან წაყვანილ ცხოველებს შორის არის ენოტი. გამოქვეყნებულ ჩანაწერში ჩანს, თუ როგორ აჰყავს ბიზნესმენს თვითონ მხეცი კუდით თავდაყირა და ათავსებს გალიაში. ამ ნამუშევარმა მიიპყრო The Insider-ის ყურადღება. ამავე ვიდეოში ზუბკოვი სავე თვითონ გაჰყავს ლამა და ვირი ზოოპარკიდან. Читать дальше...
სტამბოლში მომხდარი აფეთქების გამო, საქართველოს მთავრობისა და ხალხის სახელით, უდიდეს თანაგრძნობას გამოვხატავ თურქი ერის, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და დაღუპულთა ოჯახების წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” წერს. მთავრობის მეთაური დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს. „დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ და ვლოცულობთ თურქეთისთვის”,-აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი. ბოლო მონაცემებით, სტამბოლის ცენტრში, ისტიკლალის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად... Читать дальше...
ყველა თვლის, რომ კომპიუტერისა და სმარტფონის გამოყენებით პარტიაში ყველამ უნდა შეძლოს ხმის მიცემა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ პარტიის ოფისში განაცხადა, სადაც დღეს პარტიის ლიდერებისგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი თავმჯდომარის არჩევის ახალ წესს განიხილავდა. როგორც ბარამიძემ განმარტა, საჭიროა ისეთი სისტემის შემუშავება, რომელიც იქნება როგორც საყოველთაო, ისე მაქსიმალურად უსაფრთხო და სამართლიანი. „თუ ვის ექნება ამის ...
„ქართული ოცნების“ პიარის ნაწილია ის, რომ თურმე ძმები ახალაიები მელიას უკან დგანან და კეზერაშვილი მეორე გუნდის უკან დგას, თურმე ბრძოლა მიდის კლანებს შორის – მე პირადად, კეზერაშვილს არ ვიცნობ,- ამის შესახებ თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ირაკლი ნადირაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ განაცხადა. როგორც ნადირაძე აღნიშნავს, იმ ლიდერებს, ვინც ბიძინა ივანიშვილს ებრძვის, არავის დახმარება არ სჭირდება, რათა შიდა პარტიული ...
ხერსონი უკრაინის კონტროლის ქვეშაა. ეს რუსეთის არმიის ერთ-ერთი მთავარი დამარცხებაა ომის დაწყების შემდეგ. თუმცა, ჰუმანიტარული მდგომარეობა საკუთრივ ქალაქსა და მის შემოგარენში კვლავაც მძიმეა. უკრაინელი სპეციალისტები ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოებსა და ტერიტორიის განაღმვას იწყებენ. შემოღებულია კომენდანტის საათი. ხერსონის ოლქის გუბერნატორის, იაროსლავ იანუშევიჩის თქმით, რუსულმა ჯარებმა უკანდახევისას პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი დანაღმეს. საოლქო საბჭოს ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, იული სობოლევსკიმ განაცხადა... Читать дальше...
სტამბოლის ხალხმრავალ, ისთიქლალის ქუჩაზე 13 ნოემბერს მოხდა აფეთქება. დაღუპულია ექვსი ადამიანი, დაშავებულია 53. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა სტამბოლში მომხდარ აფეთქების გამო განაცხადა, რომ ეს იყო „მუხანათური თავდასხმა“ და მისი მომწყობები დაისჯებიან. ერდონმა განცხადება გაააკეთა "დიდი ოცეულის" სამიტზე გამგზავრების წინ. მომხდარი აფეთქების შედეგად, როგორც სტამბოლის გუბერნატორი, ალი იერლიქაია იტყობინება, ოთხი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ორი საავადმყოფოში. დაშავებულთა რაოდენობამ კი 53-ს აღწევს. Читать дальше...
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ 13 ნოემბერს გამართულ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, სადაც პარტიის თავმჯდომარის არჩევნების ფორმასა და წესზე იმსჯელეს, ჯგუფის წევრები პარტიის თავმჯდომარის არჩევნების ელექტრონული წესით ჩატარებაზე შეჯერდნენ. მისი განმარტებით, არჩევნების ელექტრონული ფორმატით ჩატარების შემთხვევაში, არჩევნებში მონაწილეობის საშუალება ბევრ ადამიანს მიეცემა: „სამუშაო ჯგუფი მოტივირებულია იმისთვის, რომ პროცესი საკმაოდ სწრაფად წარიმართოს, მაგრამ არა ნაჩქარევად. დღეს ყველა შევჯერდით... Читать дальше...
Telegram-ის არხებმა 13 ნოემბერს გაავრცელეს ვიდეოჩანაწერი, რომელზეც გადაღებულია რუსული სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ დაქირავებული წევრის, ევგენი ნუჟინის სავარაუდო სიკვდილით დასჯა. ნუჟინი უკრაინაში იბრძოდა და ტყვედ ჩაუვარდა უკრაინელებს. ვიდეოს კომენტარში ნათქვამია, რომ „მოღალატე დაისაჯა“. ევგენი ნუჟინი უკრაინასთან ომში გაგზავნეს მას შემდეგ, რაც „ვაგნერმა“ გადაიბირა რუსეთის ციხეში, სადაც ის სასჯელს იხდიდა მკვლელობისთვის. სექტემბრის დასაწყისში იგი ტყვედ ჩაუვარდა უკრაინელებს. ნუჟინმა ინტერვიუ მისცა უკრაინელ ჟურნალისტ იური ბუტუსოვს... Читать дальше...
აქტივისტი ნატა ფერაძე ავრცელებს განახლებულ ინფორმაციას მისი ავტომობილის დაზიანების საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ და ამბობს, რომ გამოძიება საქმეს აჭიანურებს. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, მას შემდეგ, რაც მან უარი თქვა თანხაზე, რომელიც სავარაუდო დამნაშავეების „მშობლებმა შესთავაზეს“, მას სამართალდამცავები აღარ დაჰკავშირებიან და აღარ აწოდებენ ინფორმაციას ავტომობილის დაზიანების საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ: „მას მერე, რაც არ დავთანხმდი "ბავშვებისგან", კი არა და მათი "კაი მშობლებისგან"... Читать дальше...
ნინეა სამხარაძე 28 წლის ქართველი პოეტია. იგი პროფესიით ჟურნალისტია. თუმცა მისი ცხოვრების მთავარი მოწოდება პოეზია და შემოქმედებაა. სხვადასხვა დროს ნინეას ლექსები იბეჭდებოდა და იბეჭდება ცნობილ ჟურნალ-გაზეთებში, მათ შორისაა „ცისკარი“, „ლიტერატურული გაზეთი“, „აფინაჟი“, „მწვანეყვავილა“, „არილი“. ნინა, როდის და როგორ მიხვდით, რომ თქვენი გზა ხელოვნების გზა იყო? ეს ჩემი ქართულის მასწავლებლის, ჯულიეტა რაზმაძის, დამსახურებით მოხდა. მისი სიტყვები ...
რუსეთმა აკრძალა ამ ქვეყნის საზღვრებს გარეთ დატვირთული გემების ქერჩის სრუტის გავლით აზოვის ზღვაში შესვლა. ცნობა გაავრცელა რუსეთის საინფორმაციო სააგენტო ტასს-მა, რომელიც იმოწმებს თურქეთის ტრანსპორტის და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან არსებულ მთავარ სამმართველოს, რომელიც საზღვაო საქმეებს განაგებს. „ოფიციალური შეტყობინების თანახმად, რომელიც მივიღეთ რუსეთის ფედერაციის საზღვაო ადმინისტრაციისგან, აიკრძალა რუსეთის გარეთ დატვირთული გემების გასვლა აზოვის ზღვასთან დამაკავშირებელი ქერჩის სრუტის ჩრდილოეთის... Читать дальше...
თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ქალის ცხედარი წყლიდან ამოსვენებულია. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სხვა ინფორმაციას, ამ ეტაპზე, შსს არ ავრცელებს. ინფორმაცია განახლდება.
მტკვარში ქალის ცხედარი იპოვეს, მაშველებმა ცხედარი უკვე ამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია News.ge -ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი აცხადებს, რომ G20-ის სამიტზე რუსეთის მიმართ „ჩვეულებრივი“ პოლიტიკის გატარებას არ უნდა ველოდოთ. მისივე თმით, რუსეთის ომი უკრაინაში სიცოცხლეს ანადგურებს და საერთაშორისო ეკონომიკას ქაოსში აყენებს „G20-ის სამიტი არ იქნება ჩვეულებრივი. ჩვენ გავაკრიტიკებთ პუტინის რეჟიმს და გამოვამჟღავნებთ მათ სრულ უგულებელყოფას საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართ“, – განაცხადა სუნაკმა. ცნობისთვის, G20-ის სამიტი ინდონეზიის კუნძულ ბალიზე ...
ქართველი პოლიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე და ენათმეცნიერი ნოდარ ნათაძე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ნოდარ ნათაძე საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს წევრი (1989-1990), საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ერთ-ერთი ხელისმომწერი (1991 წლის 9 აპრილი) იყო. ამასთან, 1992-1995 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „11 ოქტომბერი“.
სომხეთის უშიშროების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა „ყირიმის ხიდზე განხორციელებულ ტერაქტში ხელშეწყობის“ გარშემო. ამის შესახებ სამსახურის ვებსაიტი იტყობინება. ცნობით, გამოძიება დაიწყო მას მერე, რაც მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ასაფეთქებელი მასალა, რომელიც 8 ოქტომბერს ქერჩის სრუტეში ხიდის ასაფეთქებლად იქნა გამოყენებული, იმყოფებოდა სატვირთო მანქანაში, რომელსაც მართავდა სომხეთის მოქალაქე. ის ქვეყანაში შევიდა უცხო სახელმწიფოდან და შემდეგ გაემგზავრა რუსეთში. უწყების პრესსამსახური წერს... Читать дальше...
დარწმუნებული ვარ, „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს პრორუსული რეჟიმის შეცვლაში. ვფიქრობ, ახალი არჩევნები და ახალი რეალობა ხელს შეუწყობს დიდი პროევროპული ერთობის ჩამოყალიბებას,-ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, მოახდენს თუ არა გავლენას ოპოზიციურ ერთობაზე „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები. მან „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე დაპირისპირებაზე კომენტირებისას აღნიშნა, რომ აღნიშნულ... Читать дальше...
93 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოლიტიკოსი, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და „სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარე, ლიტერატურათმცოდნე ნოდარ ნათაძე. ნოდარ ნათაძე 1989 წლიდან იყო საქართველოს სახალხო ფრონტის დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე. 1989-90 წლებში იყო საქართველოს სსრ-ის უზენაესი საბჭოს წევრი. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. ნოდარ ნათაძე საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ერთ-ერთი ხელმომწერია.
მხოლოდ ღმერთს შეუძლია ბოროტი ძალისგან ადამიანის გათავისუფლება. თუ კაცი მოძებნის ძალას და მოიკრებს გამბედაობას, თუ… მიმართავს ქრისტეს, იგი მას აუცილებლად შეეწევა და განკურნავს,- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო (მუჯირმა) ქადაგებისას განაცხადა. როგორც მეუფე შიო აღნიშნავს, უნდა დავფიქრდეთ, რა არის ჩვენში ის თვისება, „რომელიც აბნელებს გონებას, ჩვენს ნებელობას მიმართავს ბოროტებისკენ“. „ქრისტეს მიერ ...
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთისა და ჩინეთის ინტერესების შეკავების მიზნით, დასავლეთი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მილიტარიზაციას ახორციელებს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, კამბოჯის დედაქალაქ პნომპენში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) სამიტის დასასრულს გამართულ პრესკონფერენციაზე, რუსეთის პირველმა დიპლომატმა ამერიკის შეერთებული შტატები რეგიონში მისი ქმედებების გამო გააკრიტიკა. ამასთან, დასავლური მედია აღნიშნავს, რომ მომავალი ათწლეულების განმავლობაში... Читать дальше...
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, რუსული ძალები უშედეგოდ ცდილობდნენ განეხორციელებინათ შეტევები უკრაინის პოზიციებზე ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში. უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ გამაგრებას ხერსონის ოლქში, დეოკუპირებულ დასახლებულ პუნქტებში. ამასთანავე, რუსეთის არმია იშენებს თავდაცვის პოზიციებს დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, საიდანაც უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, განხორციელდა ოთხი სარაკეტო და 16 საავიაციო დარტყმა. უკრაინის... Читать дальше...
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ქვეყნების ასოციაციის, ASEAN-ის სამიტზე პნომპენში, კამბოჯაში, 13 ნოემბერს განაცხადა, რომ ჩინეთის მმართველთან, სი ძინპინთან ჰქონდა უფრო ხანგრძლივი შეხვედრა, ვიდრე სხვა პარტნიორებთან, მაგრამ ხაზი გაუსვა დიპლომატიური შეზღუდვებს. სამიტზე ბაიდენმა თქვა, რომ „უნდა ვიცოდეთ, სად გადის „წითელი ხაზები“ და რა არის ყველა ჩვენგანისთვის მომავალ ორ წელიწადში ყველაზე მნიშვნელოვანი. სამიტის მასპინძელი და მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, კამბოჯის საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელმა... Читать дальше...
აშშ-ში გამართული შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგით, სენატს დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები გააკონტროლებენ. ეს ცხადი გახდა მას მერე, რაც დათვალეს ხმების უდიდესი ნაწილი ნევადის შტატში. აშშ-ის მედიის თანახმად, იქ იმარჯვებს დემოკრატიული პარტიის წევრი, კეტრინ კორტეს-მასტო, რომელმაც ხმების 48,7 % მოიპოვა და აჯობა ნევადის ყოფილ გენერალურ პროკურორს, ადამ ლაკსალტს ნახევარი პროცენტით. კორტეს-მასტოს გამარჯვების შემდეგ, რესპუბლიკელებმა რომც მოიგონ კენჭისყრა ჯორჯიაში, სადაც მეორე ტური უნდა გაიმართოს დეკემბრის დასაწყისში... Читать дальше...