Мы в Telegram
Добавить новость

Реакция Пентагона на появление русских на американской базе стала показательной

На Красной площади прошла генеральная репетиция Парада Победы

На Солнце произошла крупнейшая за несколько лет вспышечная активность

Вчера на Солнце были зафиксированы пять вспышек



World News in Georgian
Ria.city


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer


Июнь
2022

Новости за 23.06.2022

News.ge 

შალვა პაპუაშვლი უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვლი უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავს. „ძვირფასო მეგობრებო, გულითადად გილოცავთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას. დაე, ამ ისტორიულმა გადაწყვეტილებამ ჩვენს მეგობარ უკრაინელ და მოლდოველ ხალხს სტაბილური მშვიდობა და კეთილდღეობა მოუტანოს“,- წერს პაპუაშვილი „ტვიტერზე“.

News.ge 

ლომჯარია: ხვალიდან ყოველი დღე, წლის ბოლომდე, თითოეული ჩვენგანის საბრძოლველია – საქართველომ უნდა მიიღოს სტატუსი წლის ბოლოს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი წლის ბოლომდე. ნინო ლომჯარია ეხმაურება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, მიანიჭოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და აცხადებს, რომ ხვალიდან ყოველი დღე თითოეული ჩვენგანის საბრძოლველია. „რამდენმა იტირეთ დღეს? არა უშავს, დღეს ემოციები გვეპატიება, ხვალიდან ყოველი დღე წლის ბოლომდე არის თითოეული ჩვენგანის საბრძოლველი, ჩვენი მანდატის და შესაძლებლობების შესაბამისად. საქართველომ უნდა მიიღოს სტატუსი ...

News.ge 

უკრაინის ვიცე-პრემიერი ოლგა სტეფანიშინა

უკრაინის ვიცეპრემიერი ოლგა სტეფანიშინა კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ ბედნიერებისგან ატირდა “დღეს უკრაინა გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი! ისეთი მაგარია, რომ დასამატებელი არაფერია!”.- წერია მის FACEBOOK-ზე

News.ge 

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ჩემი გზავნილი საქართველოს მოსახლეობისთვის არის ხაზგასმა უზარმაზარი სურვილის, იყოთ ევროკავშირის წევრი – საჭიროა პოლიტიკური ერთიანობა, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და რეფორმები

საქართველომ მიიღო პერსპექტივა – საჭიროა რამდენიმე რეფორმის განხორციელება, რომელიც მნიშვნელოვანია: პოლიტიკური ერთიანობის ჩვენება, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და მოძრაობა ამ რეფორმების მიმართულებით. შემდეგი ნაბიჯები უკვე მიღწევადია, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოსთვის ეს არის ძალიან სერიოზული ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით, რადგან პირველად ხდება, რომ ეს ეტაპი მიღწეულია. ...

Radiotavisupleba.ge 

ევროკომისიის გეგმით, ევროკავშირის ტერიტორიის 20 პროცენტზე ბუნება აღდგება

ევროკომისია ევროკავშირის ტერიტორიის 20 პროცენტზე ბუნების აღდგენას და პესტიციდების მოხმარების მკვეთრ შეზღუდვას გეგმავს. 22 ივნისს წარდგენილი კანონპროექტის თანახმად, 2030 წლისთვის ევროკავშირი ქიმიური პესტიციდების გამოყენების განახევრებას გეგმავს. გარემოს აღდგენის კანონპროექტი გავლენას ახდენს ეკოსისტემების ფართო სპექტრზე. 2030 წლისთვის, ევროკომისიის გეგმით, ქალაქებსა და მათ გარეუბნებში გამწვანებული ფართობი გაიზრდება, მოხდება მისი შენობებსა და ინფრასტრუქტურაში ინტეგრირება. სასოფლო-სამეურნეო, სატყეო... Читать дальше...

News.ge 

ილია დარჩიაშვილი: საქართველო ევროინტეგრაციის ახალ, მნიშვნელოვან ფაზაში შევიდა

საქართველო ევროინტეგრაციის ახალ, მნიშვნელოვან ფაზაში შევიდა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის გაწევრიანების პერსპექტივის მინიჭების შესახებ. როგორც დარჩიაშვილი აცხადებს, საქართველო დაიბრუნებს დამსახურებულ ადგილს ევროპულ ოჯახში. “ევროპული პერსპექტივის მინიჭებით, საქართველო ევროინტეგრაციის ახალ, მნიშვნელოვან ფაზაში შევიდა. მადლობას ვუხდით ევროპულ საბჭოს ამ გადაწყვეტილებისთვის და გვჯერა... Читать дальше...

News.ge 

ელგუჯა ხოკრიშვილი: რას დაკარგავს საქართველო კანდიდატის სტატუსის არ მიღების შემთხვევაში

ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი, ელგუჯა ხოკრიშვილი: ჩემი ჩართვის მოკლე შეჯამება რას დაკარგავს საქართველო კანდიდატის სტატუსის არ მიღების შემთხვევაში. 1. კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს (პოტენციური კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში ვრცელდება შეზღუდულად) წვდომა აქვთ გაწევრიანების წინა ფინანსური ინსტრუმენტის ფონდებზე (IPA III-2021-2027), რომელიც მოიცავს 14 მილიარდ ევროს და 5 თემატურ მიმართულებას: – ინსტიტუციური და ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერება (კანდიდატი და ...

Radiotavisupleba.ge 

ილია დარჩიაშვილი: ჩვენ დავიბრუნებთ დამსახურებულ ადგილს ევროპულ ოჯახში

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას „ტვიტერზე" გამოეხმაურა საქარველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.  „ევროპული პერსპექტივის მინიჭებით, საქართველო ევროინტეგრაციის ახალ, მნიშვნელოვან ფაზაში შევიდა. მადლობას ვუხდით ევროპულ საბჭოს ამ გადაწყვეტილებისთვის და გვჯერა, რომ ჩვენი ძალისხმევით, ჩვენ დავიბრუნებთ დამსახურებულ ადგილს ევროპულ ოჯახში. გულითადად ვულოცავ ჩვენს უკრაინელ და მოლდოველ მეგობრებს!" - წერს დარჩიაშვილი.  23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა... Читать дальше...

News.ge 

მაკრონი: საქართველოში მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა, მოუწოდებდა უფრო მეტი ევროპისთვის და ეს იქნება საფუძველი იმ რეფორმებისთვის, რომელიც უნდა ჩატარდეს

საქართველოში მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა, მოუწოდებდა უფრო მეტი ევროპისთვის და ეს იქნება საფუძველი იმ რეფორმებისთვის, რომელიც უნდა ჩატარდეს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბრიუსელში, ბრიფინგზე განაცხადა. საფრანგეთის ლიდერის შეფასებით, დღეს არის ისტორიული დღე, რადგან აღიარებულ იქნა საქართველოს წევრობის პერსპექტივა. „სრულიად მხარს დავუჭერ იმას, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა [ურსულა ფონ დერ ლაიენმა] ბრძანა. ეს არის ისტორიული დღე, ...

Radiotavisupleba.ge 

რატომ ითხოვს ომბუდსმენი წნორის მოხუცთა თავშესაფრიდან ხანდაზმულების სასწრაფოდ გაყვანას

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჯანდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წერილობით მიმართა და მოითხოვა დაუყოვნებლივ გადაიყვანონ წნორის "ხანდაზმულთა სავანე ბეთელი"-დან ოცდაერთივე ხანდაზმული ისეთ დაწესებულებაში, სადაც მათ ცხოვრების ღირსეული პირობები ექნებათ. ეს მოთხოვნა უწყებას17 ივნისს გაეგზავნა, თუმცა ჯერ არ დაკმაყოფილებულა. მიმართვამდე სახალხო დამცველის აპარატმა „ხანდაზმულთა სავანე ბეთელში“ გეგმური მონიტორინგი ჩაატარა. სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ლიკა წიკლაური რადიო თავისუფლებას ეუბნება... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დიღმელაშვილის თქმით, ხელისუფლების წინააღმდეგ მოთხოვნები 24 ივნისს აქციაზე გამოცხადდება

აქციის „შინ ევროპისკენ“ ორგანიზატორებმა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ ბრიფინგი გამართეს. სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენელმა შოთა დიღმელაშვილმა ილაპარაკა თბილისში, პარლამენტის წინ დაგეგმილი აქციის შესახებ. „24 ივნისს, 20:00 საათზე ყველანი შევიკრიბებით პარლამენტის წინ, რათა გამოვაცხადოთ მოთხოვნები ხელისუფლების წინააღმდეგ და უზრუნველვყოთ ის, რომ საქართველო კვლავ გახდეს ლიდერი ევროინტეგრაციის გზაზე, დაეწიოს მოლდოვას და უკრაინას“, - თქვა დიღმელაშვილმა. როგორც სამოქალაქო აქტივისტი აცხადებს... Читать дальше...




Radiotavisupleba.ge 

სინათლე გვირაბის ბოლოს

ორი თვალსაზრისი არსებობს ამ კვირის ამბავზე, რომ უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს იღებენ და რომ საქართველო, ყოველ შემთხვევაში ამ მომენტში, იღებს მომავალში კლუბში გაწევრიანების პერსპექტივას. ერთია ცინიკური თვალსაზრისი. და, შესაძლებელია, მან იმძლავროს. ამ სკოლის მიმდევრები აღნიშნავენ, რომ ევროკომისიის გასული კვირის რეკომენდაცია და მიმდინარე კვირაში ევროკავშირის 27 წევრის ლიდერების მიერ მისი მოწონება მეტად სიმბოლურია, ისტორიულიც კი. მაგრამ, დასძენენ ისინი, მომავალში ამას დიდი პრაქტიკული... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"კანდიდატის სტატუსის მიღებაში ხელი გეოგრაფიამ შეგვიშალა" - სწორია თუ მცდარი?  

17 ივნისს, როდესაც საქართველომ ევროკავშირის წევრობის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციაზე ევროკომისიის უარი მიიღო, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ, როგორც ჩანს, საქართველოს ამ სტატუსის მიღებაში მისმა გეოგრაფიულმა მდებარეობამაც შეუშალა ხელი.

Radiotavisupleba.ge 

ემანუელ მაკრონი: ქართველი ხალხი ქუჩებში გამოვიდა მეტი ევროპის მოთხოვნით

ემანუელ მაკრონმა ევროპული საბჭოს პრესკონფერენციაზე თქვა, რომ დღეს საქართველოსთვის ისტორიული დღეა და საბჭოს მოთხოვნები საქართველოს წევრობის სტატუსისთვის ნათელია. "ვფიქრობ ყველამ ვნახეთ რამდენად ნათელი იყო საქართველოს პრეზიდენტის გზავნილი და ქართველი ხალხი ქუჩებში გამოვიდა მეტი ევროპის მოთხოვნით" - თქვა ემანუელ მაკრონმა კონფერენციაზე, რომელზეც საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენიც გამოვიდნენ. "ეს იქნება ამ რეფორმების ჩატარების საფუძველი" - დაამატა მან. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზურაბიშვილი: მზად ვართ შემდეგ თვეებში მიზანდასახულად ვიმუშაოთ კანდიდატის სტატუსის მისაღწევად

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „ისტორიული დღე. საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარებულია. ახლა, ჩვენ მზად ვართ შემდეგი თვეების განმავლობაში მიზანდასახულად ვიმუშაოთ კანდიდატის სტატუსის მისაღწევად", - წერს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილმა კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა უკრაინასა და მოლდოვას. „პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და პრეზიდენტ მაია სანდუს, უკრაინელ და მოლდაველ ხალხს ვულოცავ ამ იმედის დღეს. კანდიდატის სტატუსის მიღება ისტორიული ნაბიჯია... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ურზულა ფონ დერ ლაიენის თქმით, საქართველოს სჭირდება რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმის გატარება

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა ქართველ ხალხს მიმართა. „ჩემი მესიჯი ქართველი ხალხის მიმართ, იქნება ის, რომ თქვენი უზარმაზარი სურვილი, ევროკავშირში მიკუთვნებულობისა, ყველაზე ძლიერი ბიძგია ევროკავშირისკენ. საქართველომ მიიღო პერსპექტივა, რაც ძალიან დიდი ნაბიჯია მიღებისკენ, ევროკავშირის წევრობისკენ. ძლიერი ეკონომიკა გაქვთ. იყო დიდი პოლიტიკური პროგრესი. ახლა რაც საჭიროა, არის რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმის გატარება და პოლიტიკური ერთიანობის ჩვენება", - განაცხადა ლაიენმა.

Radiotavisupleba.ge 

საქართველო კანდიდატის სტატუსს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების შემდეგ მიიღებს - ევროპული საბჭო

ევროპულმა საბჭომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, დღეს 23 ივნისს ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტზე მიიღო. ევროკავშირის წევრის სახელმწიფოების ლიდერთა გადაწყვეტილებით უკრაინასა და მოლდოვას ენიჭება კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, საქართველოს ეძლევა ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსის მისაღებად. უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს განაცხადები გაწევრიანების შესახებ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს წყალბურთის ნაკრები მონტენეგროსთან დამარცხდა

საქართველოს წყალბურთის ნაკრები ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, ბრაზილიასთან მოპოვებული სასტარტო გამარჯვების (14:10) შემდეგ, ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში მონტენეგროს დაუპირისპირდა და წააგო მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 9:10. დეიან სტანოევიჩის გაწვრთნილი გუნდი ჯგუფის ბოლო შეხვედრას შეჯიბრების მასპინძელთან და ერთ-ერთ ფავორიტთან - უნგრეთთან გამართავს, 25 ივნისს. მსოფლიოს ჩემპიონატის ფორმატის თანახმად, თექვსმეტი მონაწილე ოთხ ქვეჯგუფშია გადანაწილებული. ჯგუფურ ეტაპზე პირველ ადგილზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი არა

ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ტვიტერზე დაწერა.  "შეთანხმება. ევროპულმა საბჭომ ახლახანს გადაწყვიტა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება უკრაინისა და მოლდოვისთვის. ისტორიული მომენტი. დღევანდელი დღით აღინიშნება აუუცილებელი ნაბიჯი ევროკავშირისკენ თქვენს გზაზე. ვულოცავთ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ღირს თუ არა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შედარება - რეიტინგები და რეალური საზომები

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების მოლოდინში  "ქათული ოცნების" ხელისუფლება აცხადებდა, რომ საქართველო, რომელსაც სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგით, უკრაინაზე და მოლდოვაზე კარგი მაჩვენებლები აქვს, ევროპელებმა უსამართლოდ “დასაჯეს”.

Radiotavisupleba.ge 

შარლ მიშელი: ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭოს

ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. "ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ვულოცავ ქართველ ხალხს. ეს ისტორიული მომენტია ევროკავშირი– საქართველოს ურთიერთობებში: საქართველოს მომავალი ევროკავშირშია." - წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ტვიტერზე. Читать дальше...

News.ge 

გოკა გაბაშვილი: ბრიუსელი, ევროკავშირი და ევროპის დედაქალაქები არაა მოსკოვი, სადაც ჩახვალ, რაღაცას „ჩააწყობ“

ჩვენ განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაში ვართ, რადგან სამ ქვეყანაზე მიიღებოდა გადაწყვეტილება და ჩვენ ვიყავით ლიდერები, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების მიზანმიმართულმა პოლიტიკამ ეს საქმე გააფუჭა , – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა გოკა გაბაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“განაცხადა. მისი თქმით, ამ ხელისუფლებას პროცესის შემოტრიალების შანსები აღარ აქვს. „ ძალიან კარგია, რომ ევროპა არ ამბობს, თქვენ ვერასდროს ვერ გახდებით ...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინა „სამი ზღვის ინიციატივაშიც“ მიიწვიეს. რას აძლევს ამ კლუბის წევრობა კიევს?

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის გარდა, უკრაინამ 20 ივნისს ევროკავშირის 12 წევრი სახელმწიფოსგან შემდგარი გაერთიანების „სამი ზღვის ინიციატივის“(სზი) მონაწილე-პარტნიორის სტატუსი მიიღო. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც რიგის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიტყვით მიმართა გაერთიანების ლიდერებს და ამ ინიციატივაში უკრაინისათვის სპეციალური სტატუსის მიღების იდეა წამოაყენა. „ჩვენ უნდა გამოვძებნოთ ფორმატი, რომელშიც შესაძლებელი გახდებოდა გაერთიანების რეალიზება. მხოლოდ უკრაინასთან ერთად... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ორი ცხინვალელი მებრძოლი დაასაფლავეს

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უკრაინის ომში დაღუპული ორი მებრძოლი ერთ დღეს დაასაფლავეს. დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, მარატ ჯიოევი უკრაინაში მოხალისედ წავიდა. მის გასვენებაში იმყოფებოდა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ალან გაგლოევი, რომელმაც დაღუპული მებრძოლის ოჯახის წევრებს და მეგობრებს სამძიმარი გამოუცხადა. „გულისტკივილით დღეს ვემშვიდობებით დაღუპულ გმირს, ოსი ხალხის შვილს. დაკარგვის ტკივილს ვერანაირი მხარდაჭერის სიტყვა ვერ ჩაახშობს, ქედს ვიხრი მარატის ოჯახის წინაშე. ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მისი მსგავსი ადამიანები. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სააკაშვილი: ერთ დროს ჩვენ ვიყავით ფლაგმანები და ახლა სად ვართ?

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ წერს პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.  „მე მინდა იცოდეთ, როგორ დავიხსენით საქართველო უბრალოდ სამხრეთ კავკასიის ქვეყნის სტატუსიდან და გადავიყვანეთ აღმოსავლეთ ევროპაში. 2008 წლის სექტემბერში შევიკრიბეთ მე, შვედეთისა და პოლონეთის საგარეო მინისტრები, კარლ ბილდტი და რადეკ სიკორსკი, ევროკომისიის თავმჯდომარე ბაროსო. Читать дальше...


Новости 24/7 DirectAdvert - доход для вашего сайта



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city

В Москве появился интерьерный бренд Stefano Ricci Home

В Воронеже умер актер и бывший музыкант группы «Крематорий» Вячеслав Бухаров

Жителей Москвы предупредили об аномально холодной погоде

Два новых рентген-аппарата установили в больнице в Мытищах

Музыкальные новости

Продажи роутеров, электронных книг и аксессуаров для авто выросли в преддверии дачного сезона

Воробьев побывал на соревнованиях по стрельбе на Кубок губернатора Подмосковья

Концерт ко Дню Победы проведут в Культурном центре «Интеграция» на Лазо

28 инвестиционных проектов Туризм.РФ перешли в активную фазу реализации

Новости России

Жителей Москвы предупредили об аномально холодной погоде

Власти Москвы решили возобновить отопление из-за предстоящего похолодания

Карпин: Песьякову предложили контракт, а что дальше будет — без понятия

Ушаков: Путин проведет 8 мая традиционный дружеский обед для лидеров стран СНГ

Экология в России и мире

Российские туристы изменили свои предпочтения по отдыху в Турции: многое поменялось

Дети-пациенты посетили развлекательный центр

Сходила на Мосфильм на экскурсию «Волшебный мир Синема»

Вадим Арутюнов и его книга «Записки странствующего армянина»

Спорт в России и мире

ATP представила новые правила парного тенниса

WTA огорчила Елену Рыбакину после турнира в Мадриде

Швентек и Соболенко устроили триллер за престижный трофей

Паула Бадос и Стефанос Циципас расстались | Виды спорта

Moscow.media

Композитор Классической музыки Сергей Брановицкий представляет произведения классической музыки.

Сотрудники столичного главка Росгвардии приняли участие в перезахоронениях 680 красноармейцев

СТОЛИЧНЫЕ РОСГВАРДЕЙЦЫ ОБЕСПЕЧИЛИ БЕЗОПАСНОСТЬ МЕРОПРИЯТИЙ, ПОСВЯЩЁННЫХ ПАСХЕ ХРИСТОВОЙ

Советское прошлое не отпускает: Казахстан запитался от российской энергосети, но по высоким ценам











Топ новостей на этот час

Rss.plus






Около 19 тысяч выездов по сигналу «тревога» совершили столичные росгвардейцы за минувший месяц

Доллар опустился ниже 91 рубля впервые с 12 марта

Лучшая в России. Новую судоверфь для электросудов строят в Москве

МЧС предупредило о заморозках до минус четырех градусов в Подмосковье