არც „გადატვირთვა“, არც „ესკალაცია“ - როგორ დასრულდა პუტინ-ბაიდენის ისტორიული შეხვედრა? შვეიცარიაში, ტბისპირა ვილაში ვლადიმირ პუტინისა და ჯო ბაიდენის შეხვედრა ოთხ საათს გაგრძელდა. შემდეგ კი ორივე ლიდერმა ცალ-ცალკე პრესკონფერენციაზე ისაუბრა პირველ შთაბეჭდილებებზე. რა თქვა ვლადიმირ პუტინმა? „მე ვფიქრობ, ერთმანეთს გავუგეთ, მაგრამ ეს აუცილებლად იმას არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს თვალებში უნდა ჩავხედოთ, სული დავინახოთ და ერთმანეთს მარადიული სიყვარული შევფიცოთ“, - ასე უპასუხა ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტის შეკითხვას... Читать дальше...
ჟენევაში, ფეშენებელურ ვილა ლა გრანჟში, დაახლოებით, 4 საათის განმავლობაში გრძელდებოდა აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის, პირველი შეხვედრა, რომლისკენაც იყო მიპყრობილი მთელი მსოფლიოს ყურადღება.
Смотрите в видео кадры трансляции из Женевы, где президент США выступил перед прессой после встречи с лидером России Владимиром Путиным
ავტორები: ქართლოს შარაშენიძე, საბა გუჯაბიძე (ამერიკის ხმა) „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“თავმჯდომარის და ლიდერების ოფიციალური ვიზიტი ვაშინგტონში გრძელდება. ვიზიტის მეორე დღეს მათ შეხვედრა გამართეს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის უფროს წევრთან, სენატორ რონ ჯონსონთან. ასევე სენატორების, ჯიმ რიშისა და ჯინ შაჰინის წარმომადგენლებთან. „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ სენატში გამართულ... Читать дальше...
ლგბტქ ღირსების მარშის თარიღის გამოცხადებასთან ერთად, გააქტიურდნენ სიძულვილის ჯგუფები. ქვიარ აქტივისტები ხელისუფლებისგან უსაფრთხოების გარანტიას ელიან, ულტრაკონსერვატორები - „გარყვნილების პროპაგანდის“ აკრძალვას.
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სამიტი დაახლოებით ოთხსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ დასრულდა. როგორც პირდაპირი ვიდეორეპორტაჟიდან ჩანდა, ბაიდენმა ზეაწეული ცერა თითებით დატოვა ტბისპირა ვილა, სადაც შედგა შეხვედრა. ახლა ორივე პრეზიდენტი გამართავს ცალ-ცალკე პრესკონფერენციებს. ბაიდენი და პუტინი ჯერ ვიწრო წრეში შეხვდა ერთმანეთს, მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდში კი ორივე მხრიდან მეტი ოფიციალური პირი მონაწილეობდა და მან დაახლოებით 65 წუთი გასტანა. Читать дальше...
ევროკავშირში კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა Sputnik V-ის მოწონება შემოდგომისთვის ან, საერთოდ, წლის ბოლოსთვის გადაიდო, იტყობინება Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით. სააგენტოს თანახმად, რუსეთის მხარემ დადგენილ ვადებში, 10 ივნისისთვის, არ წარმოადგინა ვაქცინის კლინიკური გამოცდის შესახებ მონაცემები. ადრე მთელმა რიგმა სპეციალისტებმა გააკრიტიკეს Sputnik-ის მწარმოებლები მონაცემთა ნაკლებობის ან მათში ბუნდოვანების გამო. ადრე მოელოდნენ, რომ ევროპის მედიკამენტების სააგენტო (ЕМА) მაისში ან ივნისში გადაწყვეტდა... Читать дальше...
სახელმწიფო აუდიტის სამსახური წლების განმავლობაში ვერ ამოწმებდა "საქართველოს რკინიგზას", რომლის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი სახელმწიფოა. იმის მიუხედავად, რომ პრობლემა წლების განმავლობაში უცვლელი იყო, საკითხი აქტუალური დღევანდელ პარლამენტის სხდომაზე გახდა, სადაც აუდიტის სამსახურის ანგარიშს ისმენდნენ. რკინიგზის შემოწმების საკითხით პარლამენტის წევრი, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე დაინტერესდა. მისი თქმით, სახელმწიფო კომპანიამ "საქართველოს რკინიგზამ" 2015 წლის შემდეგ 1,2 მილიარდ ლარზე მეტი იზარა. Читать дальше...
Туристический сезон в Аджарии официально открыт! В честь этого события на батумском приморском бульваре прошли народные гуляния. Подробнее - смотрите в видео
ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ განსახილველად მიიღო რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლებისა და მისი რუსული სამსახურის დირექტორის, ანდრეი შარის სარჩელი. სარჩელი ეხება ჯარიმებს, რომლებიც რადიო თავისუფლებას დააკისრა როსკომნადზორმა „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონის მიხედვით. რადიო თავისუფლება დარწმუნებულია, რომ ეს კანონმდებლობა არღვევს ევროპის ადამიანის უფლებების კონვენციას. 2021 წლის იანვარ-მარტში როსკომნადზორმა სასამართლოს გადაუგზავნა 520 ოქმი რთე/რთ-ის მიერ კანონის დარღვევების შესახებ... Читать дальше...
ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამას ივნისის ბოლოს ვადა ეწურება. ქარხნები პურის მოსალოდნელ გაძვირებაზე უკვე ალაპარაკდნენ. როგორც ცნობილია, მთავრობამ ფქვილის სუბსიდირების პროგრამა გასული წლის დეკემბრიდან 4 თვით (დეკემბერი-მარტი) აამოქმედა, აღნიშნული პროგრამისთვის 10 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული და თავდაპირველად სუბსიდიის მოცულობა ერთ ტომარა პირველი ხარისხის ფქვილზე შეადგენდა 10 ლარს (მიზანი:პირველი ხარისხის ფქვილის 53 ლარად რეალიზაცია), თუმცა 4 თვის ...
ჟენევაში მიმდინარეობს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის სამიტი. მოლაპარაკებების პირველმა რაუნდმა 90 წუთი გასტანა. ბაიდენისა და პუტინის გარდა მასში მონაწილეობდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ასევე თარჯიმნები. შეხვედრის წინ ბაიდენმა განაცხადა, რომ ეს „ორი დიდი ზესახელმწიფოს“ გადაწყვეტილებაა და თქვა, რომ „ყოველთვის ჯობია პირისპირ შეხვედრა“. თავის მხრივ, პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები „პროდუქტიული“ იქნება. Читать дальше...
კორონავირუსის „ინდურ შტამზე“ ჯერ არ ვიცით, „ბრიტანული შტამი“ ცალსახად იწვევს დაავადების უფრო მძიმე ფორმებსყველა ასაკში, მათ შორის ახალგაზრდებშიც, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ამასთან, მისი თქმით, საერთაშორისოდ აღიარებული ვაქცინები „საკმარისად საიმედოდ იცავს“ კორონავირუსის „ინდური შტამისგანაც“. „მოიმატა ახალგაზრდა ასაკში შემთხვევების რაოდენობამ და მძიმედ მიმდინარე შემთხვევების რაოდენობამაც – „ბრიტანულ შტამზე“ ეს შემიძლია ...
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და ნინოწმინდის პანსიონის ახალი მმართველი ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი შეხვედრას 17 ივნისს გამართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს პრესსამსახური ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, შეხვედრა საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში შედგება. საპატრიარქოს ცნობით, შეხვედრა გაიმართება ნინოწმინდის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით. სახალხო დამცველსა და ბოდბელ ეპისკოპოსს შორის შეხვედრის დანიშვნის... Читать дальше...
თურქეთს მიაჩნია, რომ სამხრეთ კავკასიაში მუდმივი მშვიდობა შესაძლებელია ერთობლივ უსაფრთხოებაზე დამყარებული თანამშრომლობით რეგიონის სახელმწიფოებსა და ხალხებს შორის, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ოთხშაბათს ბაქოში, აზერბაიჯანის ეროვნულ ასამბლეაში გამოსვლისას. „არა მხოლოდ აზერბაიჯანი, არამედ რეგიონის ყველა ქვეყანა, მათ შორის სომხეთი, და მთელი მსოფლიო მიიღებს სარგებელს კავკასიაში მშვიდობით და სიმშვიდით“, მოჰყავს ერდოანის სიტყვები თურქეთის სახელმწიფო გამოცემა Daily Sabah-ს. ერდოანმა ასევე ილაპარაკა ზანგეზურის დერეფანზე... Читать дальше...
"ქართული ოცნების" ლიდერი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი "პრაიდის კვირეულზე" საუბრის დროს ამბობს, რომ ის წინააღმდეგია "რეკლამირების". ასე გამოეხმაურა დეპუტატი ლგბტქ თემის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ბიზნესმენ ლევან ვასაძის მოთხოვნას, ხელისუფლებამ გააუქმოს ეს კვირეული. "საზოგადოება არსებობს, საზოგადოება მრავალფეროვანია, ჩვენ მოგვწონს თუ არ მოგწონს, მე პირადად, წინააღმდეგი ვარ ამის პოპულარიზაციის, რეკლამირების, მაგრამ უნდა დავინახოთ ისიც, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. არა მარტო კანონის... Читать дальше...
საქართველოს პარლამენტის წევრი, გია ვოლსკი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის აღმზრდელებსა და აღზრდის პროცესში ჩართულ სასულიერო პირებს, მათ შორის, პანსიონის მმართველ მეუფე სპირიდონს, მადლობას უხდის. ყველას მადლობის თქმისკენ მოუწოდა მან ამ საკითხზე ჟურნალისტებთან საუბრის დროს. "პირველ რიგში, ყველას მადლობა უნდა ვუთხრათ, თითოეულ პედაგოგს და ადამიანს, რომლებმაც იმ ბავშვებს, რომლებიც მოკლებული იყვნენ ოჯახურ მზრუნველობას, გაუწიეს პატრონობა და ამ ხნის განმავლობაში მათ მიმართ იყვნენ განსაკუთრებით თბილნი... თუკი რაიმე გადახრა არსებობდა... Читать дальше...
მადლობა უნდა ვუთხრათ მეუფე სპირიდონსაც თავისი თავდადების გამო და ყველა სასულიერო პირს, ვინც ამ ხნის განმავლობაში ბავშვებს კეთილსინდისიერად და სიყვარულით ემსახურებოდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან, ნინოწმინდის ბავშვთა თავშესაფართან დაკავშირებით, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ამ თემის გარშემო სკანდალური და ისტერიკული პოზიცია საჭირო არ არის, რადგან შეიძლება „ადამიანური ურთიერთობით რაღაც საკითხის გადაწყვეტა, თუნდაც, ...
ბევრი კითხვა გვაქვს გახარიასთან 20 ივნისთან დაკავშირებით, რომელზეც მას პასუხი არ გაუცია, ეს ეხება არაპროპორციული ძალის გამოყენებას და ასევე არაფორმალური ბრძანების მიღებას მის მიერ, – ასე უპასუხა „ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტების კითხვას, უნდა გამოიკითხოს თუ არა 20 ივნისთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერი, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია. “ქართული ოცნების“ ლიდერების ბოლო განცხადებებიდან გამომდინარე ჩნდება კითხვა, ...
აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის ჟენევაში შეხვედრა მიმდინარეობს. ვილა ლა გრანჟიში შესვლამდე პრეზიდენტები ერთმანეთს მიესალმნენ და ერთობლივი ფოტო გადაიღეს. ვიწრო ფორმატის შეხვედრა 1 საათს გაგრძელდება, ამის შემდეგ კი ორნაწილიანი გაფართოებული ფორმატის შეხვედრა დაიწყება და ადგილობრივი დროით დაახლოებით 18:00 საათამდე გაგრძელდება. შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტები პრესკონფერენციებს ცალ-ცალკე გამართავენ.
ეპისკოპოს იაკობის თქმით, რომელიც ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელად რამდენიმე დღის წინ დაინიშნა, გეგმავენ ახალი სახლების აშენებას, რომლისთვისაც მიწას სახელმწიფო გამოყოფს. ეს არის ერთ-ერთი ბოლო კომენტარი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. "თქვენ [დაფინანსებაზე] არ ინერვიულოთ, ცოტა ხანში დაგიძახებთ ახალ მშენებლობაზე. მიწას გამოგვიყოფენ და დავიწყებთ... რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა გამოგვიყოს... 1000-დან და 1500 კვადრატამდე უნდა თითო იმას [სახლს], ბავშვები რომ განვითარდნენ...... Читать дальше...
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის „ინდური შტამის“ გავრცელების მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით სავარაუდო მოცულობით 8 პროცენტს შეადგენს, თუმცა დადასტურებულია 18 შემთხვევა. ჟურნალისტებთან კომენტარში მინისტრმა თქვა, რომ ამ შტამის დომინანტობა მოსალოდნელი იყო და რჩება ახლაც. „ამას არავინ არ უარყოფს. მნიშვნელოვან იარაღად კვლავ რჩება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ვაქცინაცია, ნიღაბი და სოციალური დისტანცია. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ აუცილებლად დავიცვათ ის რეგულაციები... Читать дальше...
2019 წლის 27 ნოემბერს პანკისის ხეობაში მოკლული ვისო მუთოშვილის ძმას, შმაგი მუთოშვილს 4,5-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ თამარ კაპანაძემ მუთოშვილი დამნაშავედ ცნო იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში, ხოლო უდანაშაულოდ - ორ მუხლში, რომელიც მკვლელობის მცდელობასა და იარაღის ტარებას გულიხსმობს. პროცესის დასრულების შემდეგ შმაგი მუთოშვილის ოჯახის წევრებმა და ადვოკატმა განაცხადეს, რომ საქმეში არსებობდა ფალსიფიცირებული მტკიცებულებები, ამიტომ დღევანდელი განაჩენი უსამართლოა და მას სააპელაციო სასამართლოში... Читать дальше...
ჟენევაში დაიწყო აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის სამიტი. შეხვედრა ვილა ლა გრანჟში მიმდინარეობს. მოლაპარაკებები თბილისის დროით 15:25-ზე დაიწყო და, როგორც მოსალოდნელია, დაახლოებით ხუთ საათს გასტანს. ამის შემდეგ პრეზიდენტები ცალ-ცალკე გამართავენ პრესკონფერენციებს. სამიტის შემდეგ რაიმე დასკვნითი დოკუმენტების ხელმოწერის შესახებ არ გამოუცხადებიათ. ამ დროისთვის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ერთობ გამწვავებულია. სულ რამდენიმე თვის წინ ბაიდენმა პუტინს მკვლელი უწოდა. სამიტი ტარდება პერიოდში... Читать дальше...
რუსეთის სახელმწიფო დუმამ ოთხშაბათს მესამე, საბოლოო წაკითხვით მიიღო კანონი სისხლის სამართლის პასუხისგების შესახებ რუსეთში არასასურველად მიჩნეულ ორგანიზაციებში მუშაობისთვის. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იტყობინება. მიღებული კანონის თანახმად, რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედი უცხოური ან საერთაშორისო „არასასურველი ორგანიზაციის“ მუშაობის ორგანიზება ორიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. თავისუფლების აღკვეთის გარდა, გათვალისწინებულია აუცილებელი ან იძულებითი სამუშაო. ასეთ არასამთავრობო ორგანიზაციაში... Читать дальше...