აშშ არ განიხილავს ადამიანის უფლებების დარღვევების გამო პეკინის 2022 წლის ოლიმპიური თამაშების ბოიკოტის საკითხს. ამის შესახებ ოთხშაბათს განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ საკიმ. როგორც Reuters-ი იტყობინება, საკით თქმით, ამ საკითხში ვაშინგტონის პოზიცია არ შეცვლილა. ეს კომენტარი ეწინააღმდეგება სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ნედ პრაისის განცხადებას. სამშაბათს მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ-ის ხელისუფლება განიხილავს, ბოიკოტი გამოუცხადოს თუ არა ოლიმპიურ თამაშებს ჩინეთში. მისი სიტყვებით... Читать дальше...
ამ დღეებში სოციალურ მედიაში გავრცელებულ არაერთ ვიდეოზე ჩანს, თუ როგორ გადაადგილდებიან რუსული სამხედრო ტექნიკით დატვირთული მატარებლები ციმბირის რეგიონიდან უკრაინის საზღვრისკენ.
მელია პატიმრობაში თუ გარეთ - ვის აქვს ციხის საკნის გასაღები? შესაძლოა, დღეს გაირკვეს, გამოვა თუ არა საპატიმროდან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია. 8 აპრილს დაგეგმილ სასამართლო პროცესზე თეორიულად შესაძლებელია გადაისინჯოს აღკვეთის ღონისძიება, თუმცა ზუსტად არავინ იცის, მიიღებს თუ არა ამ გადაწყვეტილებას მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი. 17 აპრილს 2 თვე შესრულდება, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა, ეს კი კანონით სასამართლოს ავალდებულებს გადახედოს წინა გადაწყვეტილებას. Читать дальше...
იტალიის “ჩრდილოეთის ლიგის” ლიდერთან, მატეო სალვინისთან, უნგრეთის და პოლონეთის პრემიერების - ვიქტორ ორბანისა და მატეუშ მორავეცკის - შეხვედრა, რომელიც წინა კვირას ბუდაპეშტში გაიმართა, არ დასრულდა ევროპული ნაციონალისტური ძალების გაერთიანებით, როგორც ამას ზოგიერთი მოელოდა. მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ახალი მემარჯვენე ალიანსის ფორმირების შანსები მაინც უწინდელზე ბევრად მაღალია - განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უნგრეთის მმართველმა პარტიამ, „ფიდესმა“, ევროპის მემარჯვენე-ცენტრისტული „სახალხო პარტია“... Читать дальше...
7 აპრილს ევროკავშირი გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის მიერ 1 აპრილს მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურას. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროპის კავშირის პრესსპიკერმა ნაბილა მასრალიმ შემდეგი განცხადება გაავრცელა: „1 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებშიც გადახედულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი. Читать дальше...
საქართველოში 2014 წლიდან ფუნქციონირებს სახელმწიფო პროგრამა, რომელიც საზღვარგარეთ სწავლის მსურველებს ეხმარება ხარისხიანი განათლების მიღებაში. პირობა მარტივია: სახელმწიფო აფინანსებს სწავლას, სტუდენტი ვალდებულია სამშობლოში დაბრუნდეს და მინიმუმ 3 წლის განმავლობაში თავისი სპეციალობით იმუშავოს.
ვიოლეტა ინასარიძე - ექიმი, რომელიც ამბობდა, რომ მეგი ბაქრაძეს მდგომარეობის გართულების შემდეგ, სავარაუდო ანაფილაქსიური შოკის მოსახსნელად, ადრენალინის შემცველი ნემსი, "წამებში გაუკეთა", პირველადი დახმარების დროს მის გვერდით საერთოდ არ ყოფილა. ამას პროკურატურა ამბობს და დასძენს, რომ მას ბრალი ცრუ ჩვენებისთვის უკვე წაუყენეს. "ვიოლეტა ინასარიძის ჩვენების მიხედვით, 18 მარტს, ახალციხის კლინიკაში, იმუნიზაციის შემდგომი დაყოვნების ოთახში მყოფი მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, გართულების დაწყებისთანავე... Читать дальше...
დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კრემლში მიიღო სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი. კრემლის პრესსამსახურის თანახმად, შეხვედრის წინ პუტინმა მადლობა გადაუხადა ფაშინანს, რომ დათანხმდა მოსკოვში მიწვევას, ვინაიდან, მისი თქმით, მხარეებს ბევრი რამ აქვთ მოსალაპარაკებელი ორმხრივი ურთიერთობების განვითარების, მთიან ყარაბაღსა და მის გარშემო ვითარების ნორმალიზების შესახებ. პუტინმა მაღალი შეფასება მისცა რუსეთსა და სომხეთს შორის არსებულ „სტრატეგიული ხასიათის“ ურთიერთობებს. „არ ჩამოვთვლი ყველა საერთაშორისო პლატფორმას... Читать дальше...
საქართველოს პროკურატურამ ახალციხეში ვაქცინის გაკეთების შემდგ გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით 2 ექიმს და 1 ექთანს ბრალი წაუყენა. ინფორმაცია უწყების პრესსამსახური ავრცელებს. "მათ ხელი შეუშალეს მართლმსაჯულებას და პირადი მოტივით, რათა არ გამჟღავნებულიყო, რომ ვ.ი. არ იმყოფებოდა პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის დროს პაციენტთან, გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს. კერძოდ, ვ.ი.-ს ჩვენების მიხედვით, 18 მარტს, ახალციხის კლინიკაში, იმუნიზაციის შემდგომი დაყოვნების ოთახში... Читать дальше...
ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ადგილობრივი მოსახლეობისთვის დახმარებას ითხოვს. „ყველა გაჩუმებულია, მაგრამ ვითარება საგანგაშოა. ჩვენს დაბაში 30-ზე მეტი კოვიდინფიცირებულია. ეს მხოლოდ დადასტურებული შემთხვევები. მაგრამ რამდენია დაუდასტურებელი? ეს ნახევრადდაცლილი რაიონისთვის დიდი რაოდენობაა. თან სადაც ძირითადად ხანში შესულები ცხოვრობენ. სოს - მიიღეთ რაიმე ზომები“, - წერს თამარ მეარაყიშვილი „ფეისბუკზე". დე ფაქტო რესპუბლიკის სანიტარულ სამსახურში კი აცხადებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იკლებს... Читать дальше...
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 28 წლის ქალია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ პაციენტმა დაგვიანებით მიმართა კლინიკას. გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 8 პაციენტი გარდაიცვალა. ამ სტატისტიკაში 28 წლის ქალის გარდაცვალება ასახული არ არის. 2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 285 645 შემთხვევა. მათგან 275 547 გამოჯანმრთელების. Читать дальше...
ქუთაისის მერი, იოსებ ხახალეიშვილი ამბობს, რომ ადმინისტრაციულ შენობაში შესვლაზე შეზღუდვა არ არსებობს. მერმა "ქუთაისი თუდეის" რედაქტორისა და ჟურნალისტის, ბუბა ჩივაძის საკითხზე სასაუბროდ ბრიფინგი გამართა, სადაც თქვა, რომ "შესაბამისმა პირებმა ინცინდენტის თავიდან ასაცილებლად ყველაფერი გააკეთეს". "ადგილი ჰქონდა შენობის დაცვის თანამშრომლების და ჩემი თანაშემწის შეურაცხყოფას, ჩემს ოთახში შევარდნას. ნამდვილად ცუდი ფაქტი მოხდა, მედიასთან თანამშრომლობისთვის ჩვენ მზად ვართ ყოველთვის, ნებისმიერ დაწესებულებაში გადაადგილება უნდა იყოს ორგანიზებული... Читать дальше...
ევროპარლამენტარები ქართველი პოლიტიკოსებისთვის განმარტავენ 1 აპრილს მიღებული ერთობლივი დეკლარაციის არსს, სადაც ფინანსური დახმარების შეჩერების მოთხოვნაზეც წერდნენ და აცხადებენ, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის პოვნაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ როგორც მმართველ ძალას, ისე ოპოზიციურ პარტიებს.
“რუსები ძაღლებით მოსდევდნენ გალელ ქართველებს და ენგურში მოუწიათ შესვლა, ვერ გადმოცურეს და დაიღუპნენ. თუმცა მე მაინც რუსი ტურისტების იმედი მაქვს, რომ არ მოშივდეთ “პრაგმატულ პატრიოტებს” და არც სამუშაო ფორმა დაკარგონ. რუსების მსახურება უკეთ გამოსდის ქართველს, რაღაცნაირად, ლამაზად, პოეზიის საღერღელის აშლით და დიმპიტაური-დამპიტაურით” – წერს სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი, ფსიქო-სოციალური დახმარების ცენტრ “კამარას” დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე.
მდინარე ენგურის გადალახვის დროს დაღუპული ოთხი ადამიანის შესახებ განცხადებას ავრცელებს ენგურჰესის ადმინისტრაცია. მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ 31 მარტიდან ენგურჰესიდან წყლის გაშვების პროცესი რეგულარულად მიმდინარეობს, მისი რაოდენობა დადგენილ ნორმაზე მნიშვნელოვნად ნაკლებია და არ შეეძლო გამოეწვია მდინარისა და მისი შენაკადების მნიშვნელოვანი მატება. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მდინარე ენგურისა და მისი შენაკადების დონემ განსაკუთრებით მოიმატა ბოლო დღეებში, უხვი ნალექით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად. Читать дальше...
შინაყუდას ნაამბობი არ მოველოდი, ნამდვილად არ მოველოდი, ასეთ დავიდარაბაში თუ ამოვყოფდი თავს. მე და ქეთინო დიდი ხნის მეგობრები ვიყავით. სკოლაც ერთად დავამთავრეთ და უნივერსიტეტიც. ბედიც ერთი დაგვირჩა. გათხოვება დაგვიგვიანდა. ამას წინათ მეგობრის ქორწილში წავედით. ვისხედით ჩვენთვის, სუფრის ბოლოში, ორი გაუთხოვარი დიაცი – ორი შინაყუდა და სტუმრებს ვათვალიერებდით. ცოტა ხანში ვიღაც სიმპათიური ყმაწვილი გამოგვეცხადა და გაგვეცნო. ...
ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ამბობს, რომ დაახლოებით, წელიწად-ნახევრის წინ, როცა პატრიარქისა და ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაზე საუბრობდა, ფხიზელ მდგომარეობაში არ იყო და ისე მოიქცა, როგორც არ უნდა იქცეოდეს "არაქრისტიანიც კი". ეპისკოპოსმა საკუთარი ნათქვამი ხარების დღესასწაულზე ბოდბის მონასტერში ქადაგების დროს გაიხსენა. "გახსოვთ, ალბათ, ჩემი საქციელი წელიწად-ნახევრის წინ, გამოვედი და არაფხიზელ მდგომარეობაში მოვიქეცი ისე, რომ არაქრისტიანიც კი არ უნდა საუბრობდეს მასე. ფხიზელს, ალბათ, შემეძლო თავი შემეკავებინა... Читать дальше...
შესაძლოა, 8 აპრილს გაირკვეს, გამოვა თუ არა საპატიმროდან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია და დროებით მოიხსნება თუ არა დღის წესრიგიდან საკითხი, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
მდინარე ენგურის გადალახვის დროს გალის რაიონის მცხოვრებლების გარდაცვალების შესახებ „აფსნიპრესის“ ელაპარაკა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილეს რუსტამ ლატიპოვს. მისი ვერსიით, 6 აპრილს დილის 05:00 საათზე გალის მცხოვრებლებმა (თამაზ ბასლანძემ, თამუნა ცატავამ, ელგუჯა გვალიამ და მაყვალა გამისონიამ) გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, გალის რაიონის სოფელ თაგილონთან გადაწყვიტეს მდინარე ენგურის გადალახვა. როგორც ლატიპოვი ჰყვება, მათ მდინარის სანაპიროს შორიახლოს დატოვეს ავტოსატრანსპორტო საშუალება და მას შემდეგ... Читать дальше...
ერევანში ოპოზიციური მოძრაობა „ვეტოს“ წევრმა ასობით ქალმა მოაწყო საპროტესტო აქცია სომხეთის მთავრობის შენობის წინ. ისინი ხელისუფლებისგან ითხოვენ სამხედროების განთავისუფლებას, რომლებიც შარშან ტყვედ ჩავარდნენ აზერბაიჯანის ძალების წინააღმდეგ მთიანი ყარაბაღისთვის ბრძოლებში. მიტინგის მონაწილეებმა აქცია დაამთხვიეს დედობისა და სილამაზის დღეს, რომელიც სომხეთში 7 აპრილს აღინიშნება. დემონსტრანტებმა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს მოღალატეობაში დასდეს ბრალი იმის გამო, რომ მან ნოემბერში ბაქოსთან საზავო შეთანხმებას მოაწერა ხელი. Читать дальше...
7 აპრილს ბირმის (მიანმარი) ჯარებმა რეიდის დროს ცეცხლი გაუხსნეს სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებს. ამ სისხლიანი ოპერაციით სამხედრო ხელისუფლება შეეცადა ჩაეხშო ქვეყანაში სამოქალაქო მმართველობის დაბრუნების მოწოდებები. თვითმხილველთა თქმით, ოპერაციას, რომელიც გარიჟრაჟზე ჩატარდა ქალაქ კალეში, მსხვერპლი მოჰყვა. დემონსტრანტები მოითხოვენ, ხელისუფლებაში დაბრუნდეს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატ აუნ სან სუ ჩის მთავრობა, რომელმაც დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში. Читать дальше...
“ენგურს მიღმა საქართველოს ვერც შორიდან და ვერც გამოღმა ვერ ხედავს დანარჩენი საქართველო… ეს ადამიანები ყოველდღიური სასიცოცხლო საფრთხის პირობებში ინარჩუნებენ ენას, ერთგულობენ სამშობლოს, სკოლებში მასწავლებლები მეგრულად ასწავლიან რუსულად რომ არ ესაუბრონ ბავშვებს. ქართულად საუბარი აკრძალულია. ჩემი ნათესავები, მეგობრები და მეზობლები არიან ყველასგან მიტოვებულნი გაუსაძლის მდგომარეობაში. კოვიდმა უამრავი აფხაზის და ქართველის პირადი დრამის ნაწილი გამხადა ეს ბოლო ...
ოთხშაბათს ვენაში გრძელდებოდა ირანისა და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების განახლების შესახებ. ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ 7 აპრილს 2015 წლის შეთანხმების „აღორძინების“ იმედი გამოთქვა. ეს მოლაპარაკებები აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პირველი მნიშვნელოვანი მცდელობაა, განაახლოს მოქმედების ერთობლივი ყოვლისმომცველი გეგმა (JCPOA). პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებამდე მან პირობა დადო, რომ შეზღუდავს ირანის ბირთვულ პროგრამას. მისი წინამორბედი, დონალდ ტრამპი 2018 წელს გამოვიდა შეთანხმებიდან. Читать дальше...
ოკუპირებული გალის რაიონიდან გადმოსვლის დროს დაღუპულთა საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. როგორც რადიო თავისუფლებას შსს-ში უთხრეს, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) და 143-ე (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) მუხლებით. დღეს, 7 აპრილს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, მდინარე ენგურის სანაპიროზე იპოვეს ოთხი გარდაცვლილი მოქალაქის ცხედარი. ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებნი დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვრის დაკეტვის გამო... Читать дальше...
ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“, შედარებით ახალი რუბრიკით „კინო და ლიტერატურა“, ქართული კინოს შედევრსა და მის ლიტერატურულ პირველწყაროზე საუბარს გთავაზობთ. იგულისხება ელდარ შენგელაიას „შერეკილები“ და მისი პირველწყარო, რევაზ გაბრიაძის მიკრორომანი „უცხო ჩიტი“, რომელიც ბოლო რედაქციით „შერეკილების“ სათაურით გამოსცა ჩვენი დროის ამ უნიჭერესმა მწერალმა, დრამატურგმა, მხატვარმა და რეჟისორმა. მწერლობაში რევაზ გაბრიაძე გენიალური დავით კლდიაშვილის კანონიერი მემკვიდრეა, რომელსაც გაძლიერებული აქვს ლიტერატურული წინაპრის იუმორისა და ჰუმანიზმის ხაზი. Читать дальше...