მცხეთის რაიონულ სასამართლოში, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, არასრულწლოვანთა საქმის სასამართლო სხდომა დაიწყო. 26 აგვისტოს სხდომაზე ბრალდების მხარე მტკიცებულებებს წარადგენს. გამოიკითხებიან საქმის მოწმეებიც. სასამართლოში მივიდა საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, კონსტანტინე ღიბრაძე, „დიჯეი კოკო“. ის გიორგი შაქარაშვილსა და სხვა ოთხ ახალგაზრდასთან ერთად მცხეთის მაგისტრალზე, არაგვის ხიდის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, რა დროსაც მათ „მერსედესის“ მარკის ავტომანქანიდან გადმოსული ახალგაზრდები დაესხნენ თავს. Читать дальше...
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩევნების უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარებისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს უწოდებს „ქართული ოცნების“ ინიციატივით საარჩევნო კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომლებიც პარლამენტმა 31 ოქტომბრის არჩევნებამდე უნდა მიიღოს. ამ ცვლილებებით, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მიზნით ამომრჩევლის დაშინება, ან იძულება ჩადენილი სხვადასხვა ფორმით, გამოიწვევს ჯარიმას, ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე. Читать дальше...
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განმარტებით, თეატრში მაყურებელი მაქსიმუმ 3 საათის განმავლობაში შეძლებს ყოფნას პირბადით. დარბაზში მაყურებელი თითო სკამის გამოტოვებით განთავსდება. „ზოგადი მოთხოვნები, რაც შეეხება სკრინინგის და სადეზინფექციო სამუშაობის განხორციელებას, რჩება უცვლელი. 5 კვ.მ-ზე იქნება ერთი ადამიანის დაშვება, ასევე, თეატრში, ზედა ზღვარი, თუ რა ოდენობით უნდა განისაზღვროს, ეს არის 3 საათი, ეს მოიცავს როგორც მომხმარებლის შესვლის, ასევე შენობის... Читать дальше...
აშშ-ში მინიმუმ ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა უისკონსინის ქალაქ კენოშას ქუჩებში სროლისას, სადაც მესამე ღამეა, საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. არეულობა დაიწყო მას შემდეგ, რაც 23 აგვისტოს პოლიციელებმა გაურკვეველ ვითარებაში დაჭრეს აფრიკელ-ამერიკელი ჯეიკობ ბლეიკი. საპროტესტო გამოსვლების დროს ცეცხლი წაუკიდეს ავტომანქანებს და შენობებს, ქვებსა და ბოთლებს ესროდნენ პოლიციელებს. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და სხვა საგანგებო საშუალებები გამოიყენა. როგორც იტყობინებიან, სამშაბათს სროლა მოხდა სამოქალაქო პირებს შორის. Читать дальше...
Непривычно, но теперь зрители будут сидеть на расстоянии одного кресла друг от друга, в маске и никакого буфета
Фокусы и иллюзии – главные элементы многих вирусных видео, при просмотре которых многие пользователи Сети ломают голову
Очевидцы видели, как мужчина около девяти часов утра прыгнул в Куру с моста у Ортачальской ГЭС и сразу позвонили на "112"
Ряд рекомендаций для детских садов, как они должны работать в условиях пандемии коронавируса, уже известен, но окончательный протокол будет утвержден на следующей неделе
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლებელია, რომ გვიან შემოდგომაზე მარეგულირებელმა ორგანოებმა რამდენიმე ვაქცინა დაამტკიცონ. როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით გარკვეული პროცედურებია გასავლელი და ეს დავალებები პრემიერმა ყველა უწყებას დღეს მისცა. “პირბადეზე უკეთესი დაცვის საშუალება ჯერჯერობით არ არის. როგორც დახურულ შენობებში, ასევე ღია სივრცეში თუ ბევრი ადამიანი ...
„ქართული ოცნების“ ინიციატივით, საარჩევნო კოდექსში შევა ცვლილებები და მკაცრი სანქციები განისაზღვრება ამომრჩევლის იძულების, დაშინების და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე. ამის შესახებ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ. მისი განმარტებით, საარჩევნო კოდექსში მითითებული იქნება, რომ მსგავსი ქმედების შემთხვევაში, პირს დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და შესაბამისი ცვლილებები შევა სისხლის სამართლის კოდექსშიც. Читать дальше...
თბილისის მერმა კახა კალაძემ შიდა აუდიტის სამსახურს გლდანში, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე განხორციელებული პროექტის მოკვლევა დაავალა. მანვე მერის მოადგილეს ირაკლი ბენდელიანს დაავალა, გლდანის მიკრორაიონებში, ამსვლელ-ჩამომსვლელ ქუჩებზე სანიაღვრე სისტემის მოწყობის საპროექტო სამუშაოები დღესვე დაიწყოს. თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კალაძემ განაცხადა, რომ უნდა შემოწმდეს როგორც შესრულებული სამუშაოები, ასევე საპროექტო დოკუმენტაცია. „მაქვს ფოტოები იმასთან დაკავშირებით, რა ხდებოდა სანიაღვრე ცხაურებზე იმ დღეს და როგორ იყო გადავსებული. Читать дальше...
სექტემბერში, საქართველოში მეხუთედ ჩატარდება საერთაშორისო სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“ (Noble Partner 2020). თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 7-18 სექტემბერს დაგეგმილ სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2700-ზე მეტი სამხედრო. მრავალეროვნული სწავლება ჩატარდება ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ვაზიანის პოლიგონსა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე. საერთაშორისო სწავლება ოფიციალურად 7 სექტემბერს გაიხსნება, ხოლო მანამდე, 1 სექტემბერს... Читать дальше...
26 აგვისტოს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაკოვმა განაცხადა, რომ ნაციონალურმა პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც ეჭვმიტანილია რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის საგამოძიებო პროექტ „სქემების“ გადამღები ჯგუფის მანქანისათვის ცეცხლის წაკიდებაში. ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა 17 აგვისტოს ღამით, კიევის გარეუბანში. „სქემების“ მთავარმა რედაქტორმა, ნატალია სედლეცკაიამ, ცეცხლის წაკიდება დაუკავშირა რედაქციის პროფესიულ საქმიანობას. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ მანქანის მძღოლის, ბორის მაზურას მონაცემები გამოაქვეყნა ყოფილი პრეზიდენტის... Читать дальше...
ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, ასამდე გაიზარდა გადაუღებელი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობისა და ნიაღვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა. ყველაზე მძიმე მდგომარეობაა ფარვანის პროვინციაში, სადაც სამაშველო სამსახურები კვლავ აგრძელებენ დაჭრილთა და დაზარალებულთა ევაკუაციას, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებას. ფარვანის დედაქალაქ ჩარიკარის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, აბდულ სანგინმა, რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს უთხრა, რომ დაღუპულთა უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან. დაშავებულია 300-მდე ადამიანი. Читать дальше...
საბავშვი ბაღების შენობაში მშობელს შესვლა აკრძალული ექნება, ბავშვებს კი ეკრძალებათ შინიდან სათამაშოების მიტანა, ამ და სხვა რეგულაციების თაობაზე ისაუბრა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მისი, განმარტებით დეტალური რეკომენდაციები მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდება. კონკრეტული ბაღები კი ფუნქციონიორებას ჯანდაცვის სამინისტროს შემოწმების საფუძლევზე მიღებული დადებითი შეფასების შედეგად შეძლებენ. Читать дальше...
ნობელის პრემიის ლაურეატი, მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩი, 26 აგვისტოს, 14:00-საათზე ბელარუსის საგმაოძიებო კომიტეტშია დაბარებული, ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში. აღნიშნული საქმის განმოძიების ფარგლებში საგამოძიებო კომიტეტში უკვე დაიკითხნენ საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის წევრები, მაქსიმ ზნაკი და სერგეი დილიევსკი. 20 აგვისტოს ბელარუსის გენერალურმა პროკურატურამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე 361-ე მუხლით, რაც გულისხმობს ხელისუფლების ხელში ჩაგდებისა... Читать дальше...
უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის საკითხზე. ამის შესახებ სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ. მისი სიტყვებით, მსოფლიოში ფინალურ ეტაპზე შედის კოვიდის ვაქცინის წარმოება, ამჟამად 9 ვაქცინა გადის კლინიკურ კვლევას და სამი მათგანი უკვე მესამე ფაზის კვლევებშია. ამირან გამყრელიძის თქმით, შესაძლებელია, რომ გვიან შემოდგომაზე მარეგულირებელმა... Читать дальше...
1 ოქტომბრიდან საბავშვო ბაღები ბავშვების მიღებას შეძლებს, ამ გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში საკორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა განაცახდა. მისი განმარტებით 15 სექტემბრიდან გაიხსნება სკოლები, ორი კვირის ინტერვალის შემდეგ, 1 ოქტომბრიდან გახსნება საბავშვო ბაღები. „მივიღეთ გადაწყვეტილება ბაღების გახსნასთან დაკავშირებით. როგორც მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, ეტაპობრივი მიდგომა მობილობის შესამცირებლად არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. შესაბამისად, როგორც თქვენთვის ცნობილია... Читать дальше...
გადაუღებელმა წვიმებმა და წყალდიდობამ ავღანეთში 38 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, განადგურდა ასობით სახლი, დიდი ზარალი მიადგა ინფრასტრუქტურას ქაბულიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში მდებარე დასახლებულ პუნქტებში. სტიქიის შედეგად დაღუპულთა შორის არიან ქალები და ბავშვები. ავღანეთის ხელისუფლების ცნობაში ნათქვამია, რომ სულ მცირე 300 სახლი განადგურდა ქაბულიდან 60 კილომეტრით დაშორებულ ფარვანის პროვინციაში. რადიო თავისუფლების ავღანური სამსახურის ცნობით, ქვეყნის ვიცე პრეზიდენტ ამირულაჰ სალეჰის დავალებით სამთავრობო... Читать дальше...
19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეში განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული მორაგბის, არჩილ გაგნიძის ადვოკატებმა ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის მიმართ გამოძიების დაწყების მოთხოვნით ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში განცხადება შეიტანეს. ადვოკატი ვასილ მამულაშვილი ფიქრობს, რომ საქმის ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ, იაკობ ბრეგვაძემ, ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც მართლმსაჯულების აღსრულებაში ხელის შეშლის მიზნით, დაზარალებულის მიერ არასწორი... Читать дальше...
2 სექტემბრიდან გაიხსნება დაბა მესტია და სოფელი ლენჯერი, ამ გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში საკორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა განაცახდა. მისი განმარტებით 2 სექტემბრამდე გაგრძელდება ინტენსიური ტესტირების რეჟიმი, რომელიც ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელების პრევენციას. „დაბა მესტიასა და ლენჯერში მიმდინარეობს ინტენსიური ტესტირება, რომელიც ჩვენ გვაძლევს საშუალებას, მივიღოთ გადაწყვეტილება, 2 სექტემბრიდან გაიხსნას აღნიშნული სოფლები. შესაბამისად,... Читать дальше...
კოროანვირუსის გავრცელების შესაჩერებლად საქართველოში ამ გაზაფხულზე დაკეტილი კინოთეატრები 15 სექტემბრიდან გაიხსნება. გადაწყვეტილება დღეს მიიღო უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ. 1 ოქტომბრიდან გაიხსნება თეატრები.
ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმის, თემურ ნადირაძის ინფორმაციით კოვიდინფიცირებულები ე.წ. მესტიის კლასტერს მიეკუთვნებიან. ისინი კლინიკაში მყოფი პაციენტების ოჯახის წევრები არიან. ინფიცირებულთაგან ერთი, 6 წლია ბავშვია. “ახალი პაციენტები ჩვენთან უკვე მწოლიარე პაციენტების ოჯახის წევრები არიან. მათ შორის ორი ახალგაზრდა და ერთი 6 წლის ბავშვია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კლინიკაში მყოფი 21 პაციენტიდან 6-ს პნევმონია აღენიშნება, თუმცა, მათი მდგომარეობა კრიტიკული არ არის... Читать дальше...
მდინარე ენგურმა 70 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი გამორიყა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიასთან. ზუგდიდის მერის წარმომადგენელმა ელგუჯა ბოკუჩავამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისი ინფორმაციით, გარდაცვლილი ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ოქუმის მკვიდრია. ორსანტიის მცხოვრებლებმა მამაკაცის ცხედარი 25 აგვისტოს, საღამოს შენიშნეს აფხაზეთის საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, მდინარის პირას. ვარაუდობენ, რომ ის ოკუპირებული აფხაზეთიდან დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე გადასვლას ენგურის გადაცურვით ცდილობდა. Читать дальше...
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ დაურ კოვეს არ აქვს მარტივი და ცალსახა პასუხი შეკითხვაზე, რა პერსპექტივა აქვს აფხაზეთის დამოუკიდებლობის შემდგომ აღიარებას. ამის შესახებ კოვემ განაცახდა სააგენტო „აფსნიპრესთან“ ინტერვიუში, რომელიც ეხება რუსეთის მიერ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებიდან მე-12 წლისთავს. დე ფაქტო მინისტრის თქმით, პირველ ყოვლისა, გასათვალისწინებელია არსებული საერთაშორისო კონიუნქტურა და საქართველოს მიზანმიმართული პოლიტიკა, რომლის ამოცანაა გარე სამყაროსგან აფხაზეთის სრულმასშტაბიანი იზოლაცია. Читать дальше...