"მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტის თაობაზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა გადაწყვეტილება ვერ მიიღო. კომიტეტმა 14 თებერვალს განიხილა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით "მაუწყებლობის შესახებ" კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები. უმრავლესობის დეპუტატთა მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის პოზიცია და მისი ალტერნატიული საკანონმდებლო შეთავაზება კომიტეტის წევრებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა გააცნო. Читать дальше...
ვირტუალური მოგზაურობა ავლაბრის არალეგალურ სტამბა-მუზეუმში.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებების მიმართ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების თაობაზე პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა გადაწყვეტილება ვერ მიიღო.
14 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ირაკლი მჭედლიშვილი, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს წარმომადგენელი.
რუსეთი საფრთხეების ერთ-ერთ უმთავრეს წყაროდ არის დასახელებული აშშ-ის სადაზვერვო უწყებების ანგარიშში („გლობალური საფრთხის შეფასება“), რომელიც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით არის შემუშავებული და 13 თებერვალს აშშ-ის კონგრესის დაზვერვის საკითხებზე მომუშავე კომიტეტში ამერიკის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა დენიელ ქოუთსმა წარადგინა.
რებეკა ჰარმსი გერმანელი პოლიტიკოსია. ის, თითქმის 15 წელია, ევროპარლამენტის წევრია და თითქმის ერთი წელია, არის „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე. 12-13 თებერვალს თბილისში ჩატარდა „ევრონესტის“ კომიტეტების სხდომები, რომლებშიც მონაწილეობდნენ პარლამენტარები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან და ევროპარლამენტიდან. რებეკა ჰარმსმა თბილისში გამართა არაერთი შეხვედრა. 14 თებერვალს მან მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში - „ევროპა და ახალი მსოფლიო “უწესრიგობა“: ევროკავშირის პოლიტიკა აღმოსავლეთ ევროპის მიმართ“. Читать дальше...
რებეკა ჰარმსი გერმანელი პოლიტიკოსია. ის, თითქმის 15 წელია, ევროპარლამენტის წევრია და თითქმის ერთი წელია, არის „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე. 12-13 თებერვალს თბილისში ჩატარდა „ევრონესტის“ კომიტეტების სხდომები, რომლებშიც მონაწილეობდნენ პარლამენტარები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან და ევროპარლამენტიდან. რებეკა ჰარმსმა თბილისში გამართა არაერთი შეხვედრა. 14 თებერვალს მან მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში - „ევროპა და ახალი მსოფლიო “უწესრიგობა“: ევროკავშირის პოლიტიკა აღმოსავლეთ ევროპის მიმართ“. Читать дальше...
2018 წლის პირველი მარტიდან ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლი გამკაცრდება.
მარტინ შულცი აცხადებს, რომ მან დატოვა სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის პოსტი, რათა განახლების შესაძლებლობა მიეცეს გერმანიის ერთ-ერთ წამყვან პოლიტიკური პარტიას. გერმანიის მემარცხენე-ცენტრისტული პარტიის ხელმძღვანელობამ 13 თებერვალს განაცხადა, რომ გარდამავალ პერიოდში შულცის მაგივრად პარტიას უხელმძღვანელებს ჰამბურგის მერი, ოლაფ შოლცი. ახალ ლიდერს სოციალ-დემოკრატიული პარტიის კონგრესი 22 აპრილს აირჩევს. მარტინ შულცის პოსტიდან გადადგომა დღის წესრიგში დადგა მას შემდეგ, რაც მან უარი თქვა გამხდარიყო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი... Читать дальше...
გლდანის N8 პენიტენციარულ დაწესებულებაში ყელგამოჭრილი პატიმარი იპოვეს. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, პატიმარმა ყელის არეში თვითდაზიანება ერთჯერადი საპარსის პირით მიიყენა. 10 თებერვალს ერთ-ერთი საკნის საპირფარეშოში იგი თანასაკნელებმა ნახეს. დაჭრილი პატიმარი ღუდუშაურის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ექიმების თანახმად, მას გათიშული აქვს თავის ტვინი და თირკმელები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. Читать дальше...
Facebook Messenger Viber Twitter სასჯელაღსრულების სამინისტრო მსჯავრდებულთან დაკავშირებით, რომელსაც ყელის არეში დაზიანებები აღენიშნება, განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, მსჯავრდებულმა ერთჯერადი საპარსის პირით თვითდაზიანება მიიყენა. „მსჯავრდებულმა ჩ.ნ.-მ 10 თებერვალს საკნის საპირფარეშოში თვითდაზიანება მიიყენა. მსჯავრდებულს ციხის ადმინისტრაციამ მყისიერად აღმოუჩინა სამედიცინო დახმარება, რის შემდეგაც ის დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში. მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა. Читать дальше...
საპარლამენტო კომიტეტები იწყებენ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვას. დღეს ეს პროცესი მიმდინარეობს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში, რომელმაც პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭრა. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი მოტივირებული შენიშვნებით 15 იანვარს დაუბრუნა. პრეზიდენტმა პრობლემურად მიიჩნია ის, რომ ბიუჯეტიდან დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელი სარეკლამო ბაზარზე შევიდეს. Читать дальше...