ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას შეფასებით, თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ქართულმა მედიამ კარგად იმუშავა, როგორც გრიგოლია ამბობს “მედია მოიქცა ძალიან მაგრად” საკითხი ეხება საზოგადოების ცალკეული წარმოამდგენლების შენიშვნასს იმის შესახებ, რომ ტელევიზიები პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ სპეცოპერაციას, რაც გარკვეულ რისკებს შეიცავდა. “ყველა იმ ადამიანს, ვინც მედიის მისამართით გადმოტანა ისრები, მე დავცინე იმიტომ, რომ ნაცვლად იმისა, ელაპარაკათ საფრთხეებზე, რისხვა გადმოიტანეს […]
ტერორიზმში ბრალდებული რუსეთის მოქალაქის ადვოკატის იმედა ქარქაშაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ მტკიცებულება არ არსებობს. დაცვის მხარე ტერორიზმში ბრალდებული რუსეთის მოქალაქისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. “საქმის მასალებიდან გამომდინარე, საერთოდ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ამ პირს რაიმე ტერორისტულ ორგანიზაციასთან აქვს კავშირი. საქმეში ასევე არ არის არანაირი ვიდეო-აუდიო ჩანაწერები. […]
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში ახალქალაქის რაიონის სოფელ ორჯაში მცხოვრებმა, 1985 წელს დაბადებულმა გ.ბ.-მ და ადიგენის რაიონის სოფელ სმადას მცხოვრებმა, 1981 წელს დაბადებულმა გ.ხ.-მ ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით წარმოადგინეს და ჩააბარეს. სულ ჩაბარებულია: 2 გადაჭრილი სანადირო თოფი – ე.წ. „აბრეზი“, 112 საბრძოლო ვაზნა, 2 ხელყუმბარა, 2 ამფეთქი ფალია, 4 კილოგრამზე მეტი ტროტილი, […]