საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელში უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შეხვდა. ინფორმაციას პრეს-სამსახური ავრცელებს. მხარეებმა “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ხვალინდელი სამიტის, ორმხრივი თანამშრომლობისა და საქართველოსა და უკრაინის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ ისაუბრეს. შეხვედრის დასაწყისში მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და სტრატეგიულ პარტნიორობას. “მოხარული ვარ ჩემს პარტნიორსა და ძვირფას მეგობართან შეხვედრით. სიამოვნებით აღვნიშნავ... Читать дальше...
გამომცემლობა “ჯორჯიან ტაიმსი”-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი ნანა გაგუა, საზოგადოების იმ წარმომადგენლებს მიმართავს, რომლებიც სატელეფონო მოსმენების წინააღმდეგ გამოდიან ეს უფრო მტკივნეულია, თუ თავზე დამხობილი დედაქალაქი?! ”ისევ გვისმენენ’‘-ის მიმდევრებს უნდა ვკითხო: საჭიროა თუ არა საგულდაგულო ”მოსმენები” ქვეყნის უსაფრთხოების თვალზრისით?! მოსმენები, რათა ვიცოდეთ, ვინ ვინაა და საიდან აღმოცენდა აქ? რა ზრახვები აქვს? რა გეგმები და რა დავალებები? ვინ სადაა […]
ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი სოციალური ქსელის გვერდზე გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელიდან ფოტომასალას აქვეყნებს. ”აღფრთოვანებული დავრჩი გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატულობით. კახა კალაძის მოწადინებით მოუხატავთ. მსოფლიოში აქამდე ნანახ გადასასვლელებს შორის, არ ვაჭარბებ და ვიტყვი, რომ ეს ყველაზე შემოქმედებითია. ადრე აქ რამდენიმე ნახატი და გაურკვეველი წარწერები იყო. ახლა ამ ადგილას კიდევ 1 ნაწილი იხატება და თბილისის თემას დაეთმობა. იმედია, მიწისქვეშა გადასასვლელით […]
”სპეცოპერაციის შედეგად დაზიანებულია 8 ბინა – ერთ სადარბაზოში პირველ სამ სართულზე განთავსებული ბინები და მეორე სადარბაზოში ერთი ბინა”, – შესაბამისი განცხადება ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ მედიასთან საუბრისას გააკეთა. მისი ინფორმაციით, სანამ აღნიშნულ ბინებში შესაბამისი პროცედურები არ ჩატარდება და არ მოხდება გადაწყვეტილების მიღება ოჯახების შეშვებასთან დაკავშირებით, თბილისის მერია მათ ქირით გაყვანას უზრუნველყოფს. “სრულფასოვნად ვერ გავეცანით მდგომარეობას, რადგან […]