პარლამენტის წევრი სალომე ზურაბიშვილი, ატენის სიონის ტერიტორიაზე კელიების მშენებლობასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა და ვითარების გასაცნობად ადგილზე ჩავიდა. დეპუტატმა, კელიების მშენებლობის ამსახველი ფოტომასალაც გამოაქვეყნა. “ჩავედი ატენის სიონის მიმდინარე სამუშაოების დასათვარიელებლად! თურმე მხოლოდ საკუთარ თვალს უნდა ენდო და არ შეიძლება სოციალურ ქსელში ატეხილ აჟიოტაჟს გადაუმოწმებლად დაუჯერო! მე რაც ვნახე უნიკალურ ძეგლისთვის სრულიად შესაფერია მასშტაბით […]
შპს „ტრი მედია ინტელიჯენსის“ მონაცემებით 2017 წლის ოქტომბრის თვეში 2016 წლის ოქტომბერთან შედარებით ზოგადად სატელევიზიო არხების ყურებადობა (1 წუთის განმავლობაში საშუალო მაყურებლების რაოდენობა) შემცირებულია 9.37%-ით. ამავე პერიოდში ქართული არხების ყურებადობა შემცირებულია 21.23%-ით, ხოლო უცხოური არხებისა და საკაბელო ოპერატორების კუთვნილი არხების* ყურებადობა გაიზარდა 26.67%-ით. 2017 წლის ოქტომბერში შემცირებულია ქართული არხების აუდიტორიის წილი ბაზარზე და შეადგენს 65.5%-ს, […]
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლონდონში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და თანა-ორგანიზებით, აზიის სახლმა გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 125 წლის იუბილეს უმასპინძლა. ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებს დიდი ქართველი პოეტის შემოქმედება და ცხოვრება გააცნეს. ღონისძიებას გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრები, ბრიტანული კულტურისა და ლიტერატურული წრეების წარმომადგენლები, უცხოელი დიპლომატები და ლონდონში საქართველოს დიასპორის წევრები დაესწრნენ. ლექცია გალაკტიონის ტაბიძის შესახებ პროფესორმა ინესა... Читать дальше...
”დააყენეთ საკუთარი თავი ბარათელის ადგილზე, ბევრი გაუძლებდით?”, – ამ კომენტარს აკადემიკოს გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე სოციალური ქსელის გვერდზე აკეთებს, მედიას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის, ხოლო საზოგადეოებას განცხადებით მიმართავს. ”ბევრი რამ დაიბეჭდა და ამ დღეებში, კიდევ დაიბეჭდება. ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ბოლო ამბებს. 16 ნოემბერს რომ დავიწყე, აქამდე არ გავჩერებულვარ. მადლობელი ვარ ყველა ჟურნალისტის, რომელმაც გულითადი […]