კანონით, მედიაცია, ცნობების მოპოვება თუ სხვა სანოტარო მომსახურება, მოქალაქისთვის სრულიად უფასო იქნება, - განმარტება მთავრობის სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა გააკეთა.
„2008 წლიდან დღემდე პერიოდში პროკურატურის ხელმძღანელი თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურების გაზრდა არ მომხდარა“.
„თუ თვეში შეგვეძლო 800-მდე პაციენტის გატარება, ახლა უკვე თვეში 3 000 პაციენტზე ავდივართ. ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან დიდი შვება 150 000 ადამიანისთვის, რომელიც სამწუხაროდ, საქართველოში ამ დაავადებით არის ინფიცირებული"
მნიშვნელოვანია, რომ ამ შეხვედრის შედეგი იყოს ისეთი, რომ საქართველოს პრემიერმინისტრმა, განცხადებების მაგივრად, რომელსაც ის ხშირად აკეთებს, მიიღოს გადაწყვეტილება კონკრეტულ ნაბიჯებთან დაკავშირებით.
თურქეთის ხელისუფლებამ ათობით მედიაკომპანიის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. BBC-ის ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებით საქმიანობას შეწყვეტს 3 საინფორმაციო სააგენტო, 16 ტელევიზია, 45 გაზეთი და 15 ჟურნალი.
წინაპირობებიც შესრულებულია იმისთვის, რომ გავიგოთ საბოლოოდ, რას გულისხმობდა ბატონი პაპუაშვილი.
„გულწრფელად გეტყვით, იმდენად გამჯდარია მეტყველებაში ფრაზა-ქალები ჭორაობენ, რომ, სხვა რამეზე კონცენტრირებულს წამომცდა. ვაღიარებ დანაშაულს!“
როგორც სეისმური მონიტორინგის ცენტრის ოფიციალურ ვებგვრედზე წერია, ძვრების სიმძლავრე 3,7 მაგნიტუდა იყო.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცეპრემიერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: ვაპირებდი რეგიონებიდან თბილისში დაბრუნებისთანავე გამეკეთებინა განმარტება ჩემს უნებურ , მექანიკურ ფრაზაზე ქალბატონების ჭორაობის შესახებ, რომელიც ცილისწამებაზე კომენტირებისას ვთქვი… მე ჯერაც გაბრაზებული და გაკვირვებული ვარ, იმ არაკორექტული და მიკერძოებული განცხადების გამო, პლუს გაბრაზებული და გულდაწყვეტილი, რომ წამომცდა ის რასაც არც ვფიქრობ, არც განვიცდი და არ არის […]