მეღიმება, როცა ივანიშვილის თუთიყუშის – ღარიბაშვილის და მისი მთავრობის ბჟუტურს ვისმენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დაშლის თაობაზე. დაჭერები დაპატიმრებები, რეპრესიები, დაკითხვები, სამსხურებიდან გამოყრები, პროვოკაციები გამოვიარეთ და 4 კაცის წასვლით დავიშლებით? შეუშვით თავში, რომ იდეურ ერთობას ვერავინ და ვერაფერი დაშლის! სამშობლოს სიყვარული კი უსაზღვროდ აძლიერებს ადამიანს… თუმც ეტყობა ამას ვერასდროს გაიგებთ, თქვენთვის ღირებულებების გარშემო გაერთიანება უცხოა, თქვენთვის […]
დევნილობის ტვირთი საქართველოში... დაუსრულებელი ამბავი და მრავალწლიანი ისტორია, სარჩოს, თავშესაფრისა და ღირსეული ცხოვრების ძიება... დევნილების დარდი და იმედები... ასევე, რადიო თავისუფლების რეპორტიორების მიერ გადმოცემული კვირის რამდენიმე თემა - გადაცემაში „თავისუფლების ნიუსრუმი“. მას მარინა ვაშაყმაძე უძღვება.
ქართული ტოლერანტობის მითი, რომელზედაც თაობები, მათ შორის ჩემი თაობაც იზრდებოდა, სულ ცოტა, ბოლო 25 წლის მანძილზე, ფაქტობრივად, გაქარწყლდა, როდესაც საქართველოს უახლესი ისტორია შეუწყნარებლობისა და კოლექტიური ფობიების ენციკლოპედიად გადაიქცა.
2015 წლის 27 მაისს საღამოს ექვს საათზე 30 დღე შესრულდა ჩემი შიმშილობის გამოცხადებიდან. ამ ეტაპზე ვაჩერებ შიმშილობას და ვაგრძელებ ჩემს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოქმედებას იგივე მოთხოვნებით. ულებლივ ყველას გიხდით დიდ მადლობას ვინც სოლიდარობა გამომიცხადეთ ნებისმიერი ფორმითა და სახით! დაგლოცოთ ღმერთმა კეთილო ადამიანებო! ჩვენი უკომპრომისო ბრძოლა საქართველოს სრული განთავისუფლებისთვის აუცილებლად გაგრძელდება და ქართველი ერი ისტორიულად გაიმარჯვებს ამ საშვილთაშვილო […]