ექიმებსა და პაციენტებზე, სახელმწიფოსა და სამოქმედო გეგმაზე, სტიგმასა და საზოგადოებაზე, კვალიფიციურ კადრებსა და ადამიანის უფლებებზე, ბავშვებსა და დიდებზე... და იმაზე, არის თუ არა ფსიქიატრიული დიაგნოზი განაჩენი - ამ პრობლემებზე იქნება გულახდილი საუბარი და რადიო თავისუფლების რეპორტიორები მნიშვნელოვან ამბებს გვაუწყებენ "თავისუფლების ნიუსრუმში“. მას მარინა ვაშაყმაძე უძღვება.
იურიდიულმა კომიტეტმა გუშინ იმსჯელა ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივაზე. კანონპროექტის თანახმად „სითი პარკს“ იმ მანქანების გადაყვანის უფლება აღარ ექნება, რომელიც სატრანსპორტო მოძრაობას ხელს არ უშლიდა. ზაქარია ქუცნაშვილის განმარტებით, კანონში კიდევ ერთი მუხლი ჩაიდება და სადგომზე გადაყვანილი მანქანების ადგილმდებარეობას მფლობელები SMS შეტყობინებით დაადგენენ. წყარო: (ალია)