Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

მოსკოვში ვიზიტის გაუქმების შემდეგ, პომპეო სოჭში შეხვდება პუტინს და ლავროვს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო 14 მაისს სოჭში შეხვდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს, მას შემდეგ, რაც 13 მაისს მოსკოვში დაგეგმილი შეხვედრა გადადო, რათა ირანის შესახებ ევროპელ მოკავშირეებთან ესაუბრა ბრიუსელში. 


სახელმწიფო მინისტრის რანგში ეს პომპეოს პირველი ვიზიტი იქნება რუსეთში. ვიზიტის ფონია ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის კვლავ არსებული დაძაბულობა. სოჭის შეხვედრა იქნება ყველაზე მაღალი რანგის მოლაპარაკება აშშ-ის და რუსეთის წარმომადგენლებს შორის, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და პურინმა 2018 წლის ივლისში ფინეთში გამართეს შეხვედრა.


სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ საკითხები, რომლებსაც პუტინისა და პომპეოს შეხვედრაზე განიხილავენ, მოიცავს იარაღის კონტროლს, ვენესუელის კრიზისს, უკრაინასა და სირიაში არსებულ კონფლიქტებს და ირანს. ყველა ამ საკითხთან მიმართებით ვაშინგტონი და მოსკოვი განსხვავებულ პოზიციაზე დგანან. 


"საწყისი პოზიცია, რომელიც რუსეთთან მიმართებით ჩვენი პოლიტიკის განხილვისას უნდა გვქონდეს... ეფუძნება იმ გარემოების გულწრფელ აღიარებას, რომ რუსეთმა გლობალურ ასპარეზზე აგრესიული და დესტაბილიზაციის გამომწვევი ნაბიჯები გადადგა" - უთხრა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენელბმა ჟურნალისტებს 10 მაისს. პირმა, რომელიც ანონიმურობის დაცვის პირობით საუბრობდა, დასძინა: პომპეოს ვიზიტი წარმოადგენს "შესაძლებლობას რუსეთის მთავრობას მკაფიოდ განემარტოს ეს საკითხები, ჩვენი მოლოდინები, და [გამოინახოს] წინსვლის გზები". 


 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus