სამგორის რაიონის გამგეობა სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას სხვადასხვა მისამართზე აწარმოებს. ლილოს დასახლებაში, პირველი მიკრორაიონის N2ბ კორპუსის მიმდებარედ, 460 კვ.მ ფართობზე, ფეხბურთისა და კალათბურთის კომბინირებული სპორტული მოედანი ეწყობა. სამუშაოებს კომპანია „პე ბე“ ასრულებს. ახალი სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს გუმათჰესისა და ცისკარიშვილის ქუჩებს შორის არსებულ პარკშიც. 920 კვ.მ ფართობის ხელოვნურსაფარიანი მოედანი […]