Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

ზელენსკის შტაბი ოპტიმიზმით ელის მეორე ტურის შედეგებს

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მშვიდად მიმდინარეობს. მოქმედ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს, მძლავრ გამოწვევას უქმნის მისი მეტოქე, პოლიტიკური აუტსაიდერი ვლადიმირ ზელენსკი.


ცენტრალური საარჩევნო კომისიის თქმით, შუადღისთვის ამომრჩევლის აქტივობა 45 პროცენტამდე იყო. სერიოზულ დარღვევებზე ან ინციდენტებზე ცნობები არ არის. 


ზელენსკი 41 წლის კომიკოსი მსახიობია, რომელმაც პოპულარობა მოიპოვა სატელევიზიო სერიალში შემთხვევითი პრეზიდენტის როლის თამაშით. კიევში, საარჩევნო უბანზე მისული ზელენსკი ჟურნალისტებს გაეხუმრა, ცოლმა კარგ ხასიათზე დამაყენა, რადგან დილით რეპერ ემინემის სიმღერა ჩამირთოო. "დღევანდელი დღე მოიტანს უკრაინელების გამარჯვებას, უკრაინის გამარჯვებას" - განაცხადა მან და დასძინა, რომ საარჩევნო უბნების დახურვისთანავე პრესკონფერენციას გამართავს. 


უფრო ადრე ხმა პოროშენკომაც მისცა კიევში. მან ამომრჩეველს მოუწოდა სერიოზულად მოეკიდოს გადაწყვეტილებას და შეაქო არჩევნების მშვიდი პროცესი. 


18 აპრილს გავრცელებული გამოკითხვით, რომელიც ჩაატარა ჯგუფმა "რეიტინგი", ამომრჩევლის 57,9 პროცენტი ამბობდა, რომ მეორე ტურში აუცილებლად ზელენსკის დაუჭერდა მხარს, პოროშენკოს მომხრე კი 21.7 პროცენტი იყო.






 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus