Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

საია მხარს უჭერს სოცმუშაკთა გაფიცვას

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მხარს უჭერს სოციალურ მუშაკთა გაფიცვას და მათთვის ღირსეული სამუშაო პირობებისთვის რეალური რეფორმების დაწყებას. ამის შესახებ ნათქვამია საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


„სახელმწიფოს ეფექტიანი სოციალური პოლიტიკის აღსრულებისთვის მნიშვნელოვანი როლი აკისრია სოციალურ მუშაობას, რომელიც გულისხმობს სამიზნე ჯგუფების ინდივიდუალური საჭიროებების იდენტიფიცირებას და მათთვის არსებული სოციალური მხარდაჭერის პროგრამებისა და სერვისების სათანადოდ მიწოდებას. სამწუხარო რეალობაა, რომ წლებია, სოციალური დაცვის მიმართულებით რეალური რეფორმები არ განხორციელებულა, შესაბამისად, სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაობის ხარისხი და ეფექტურობა, დიდი ხნის მანძილზე, პრობლემად რჩება“, - ნათქვამია საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


20 მარტს ჯანდაცვის სამინისტროში გამართული 5-საათიანი შეხვედრის წარუმატებლად დასრულების შემდეგ, სოცმუშაკებმა საგაფიცვო რეჟიმზე გადასვლის გადაწვეტილება მიიღეს. შესაბამისი წერილით სოცმუშაკებმა ჯანდაცვის მინისტრს 21 მარტს მიმართეს.


როგორ სოციალური მუშაკი ქეთევან ხუციშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, 22-პუნქტიანი მოთხოვნიდან რეალურად ჯანდაცვის სამინისტრო ორი პუნქტის შესრულებას დათანხმდა. ერთი ეს იყო მეურვეობა-მზრუნველობის საბჭოს შექმნა და მეორე ტექნიკური საკითხების ჩამოშორება, ისიც არასრულად.


სოცმუშაკებმა მთავარი მოთხოვნები 5 პუნქტად ჩამოაყალიბეს, რომლის დაკმაყოფილების და სამართლებრივად გაფორმების შემთხვევაშიც შეწყდება გაფიცვა.



სერვისები არის უმნიშვნელოვანესი ბენეფიციარებისთვის, ამიტომ ცენტრებში ფსიქოლოგების და იურისტების დამატება. ჯამში საუბარია 27 ადამიანის დამატებაზე.
სოციალური მუშაკების რაოდენობის ზრდა
საპროცესო წარმომადგენლობა. როდესაც სოციალური მუშაკები პოლიციასა და სასამართლოში კანონიერი წარმომადგენლები არიან, რამაც პარალიზება მოახდინა სამუშაო პროცესის. საჭიროა ან საკითხის რეგულირება, ან სოცმუშაკთა მობილური ჯგუფის აყვანა, რომელიც მხოლოდ ამ მიმართულებით იმუშავებს.
ტრანსპორტირების საკითხის მოგვარება. ყველა ცენტრს 24 -საათიან რეჟიმში უნდა ჰქონდეს ტრანსპორტის მომსახურება, გადაუდებელი შემთხვევებისთვის.
ხელფასების ზრდა ან ცალკე თანხის გამოყოფა ბენეფიციარებთან გეგმური ვიზიტებისთვის.


„ორშაბათიდან სოციალური მუშაკები გაიფიცებიან. თუმცა, მაღალი მორალური პასუხისმგებლობის გამო, რადგან არ გვსურს ვინმეს ზიანი მიადგეს, ბავშვთა მიმართვიანობის პროცედურების მიხედვით, და ამ პროცედურებით გაწერილ მოვალეობებზე სამუშაო საათებში სოცმუშაკები არ ამბობენ უარს, ასეთი მაგალითად არის ძალადობის დროს განცალკევების აუცილებლობა, ანუ ძალადობის შემთხვევაში, დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე უარს არ ვამბობთ“, - განმარტავს ქეთევან ხუციშვილი.


სოცმუშაკებს ასევე დაგეგმილი აქვთ აქციები თბილისსა და რეგიონების სამხარეო ცენტრებში.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus