Добавить новость


World News in Georgian


Новости сегодня

Новости от TheMoneytizer

გაერთიანებული ოპოზიცია: ზვიად კუპრავა პოლიტიკური პატიმარია

გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" განცხადებით, ზვიად კუპრავა პოლიტიკური პატიმარია.


განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა 21 თებერვალს გააკეთეს:


"ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ისინი მსგავსი ნაბიჯებით ოპოზიციას ვერ დააშინებენ და ჩვენი რიგები კიდევ უფრო მეტად განმტკიცდება", - აცხადებენ გაერთიანებულ ოპოზიციაში.



21 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ „რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელს, ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა.


თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულ ზვიად კუპრავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე.


სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასამართლოს უპატივცემულობის ბრალდების საქმეზე ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება გირაო - 5000 ლარის ოდენობით, გირაოს პირობების და კანონის დარღვევის გამო შეიცვალა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით.


„2019 წლის 19 თებერვალს, ზვიად კუპრავას მიმართ გამოტანილ იქნა დადგენილება პირის ბრალდების შესახებ, სასამართლოს ეზოში ცენტრალურ შესასვლელთან ადვოკატის, ირაკლი ზაქარეიშვილის ცემის ფაქტზე, (საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი). ბრალდებულის მიერ დაირღვა მის მიმართ შეფარდებული გირაოს გამოყენების პირობები, რაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ითვალისწინებს აღკვეთის ღონისძიების შეცვლას უფრო მკაცრი აღკვეთი ღონისძიებით“, - ნათქვამია საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media










Топ новостей на этот час

Rss.plus