თამარ ჩუგოშვილმა პარლამენტს შესთავაზა იუსტიციის საბჭოში დანიშნული წევრების გაწვევა
პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსავლად მიიჩნევს იმას, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თავად თქვას უარი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის გაგრძელებაზე.
თამარ ჩუგოშვილის ინციატივაა, რომ თუ იუსტიციის საბჭო ამაზე უარს იტყვის, პარლამენტმა საბჭოდან გაიწვიოს მისი კვოტით არჩეული 5 წევრი და მათ ნაცვლად აირჩიოს მაღალი საზოგადოებრივი ნდობის მქონე კანდიდატები.