ხუან გუაიდო კოლუმბიის საზღვართან ჩავა, რათა მიაღწიოს ვენესუელაში ჰუმანიტარული დახმარების შეშვებას
საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, გუაიდოსთან ერთად 80-მდე ოპოზიციონერი დეპუტატი ავტობუსებით გაივლის 800 კილომეტრს კოლუმბიის საზღვრამდე.
გუაიდომ პირობა დადო, რომ ჰუმანიტარული ტვირთი 23 თებერვალს შევა ვენესუელაში.
აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავებმა კოლუმბიაში ჩაიტანეს ჰუმანიტარული დახმარება. საკვები და მედიკამენტები საზღვართან მდებარე საწყობებში ინახება. ვენესუელის ლიდერი ნიკოლას მადურო უარს ამბობს დახმარების მიღებაზე. ის აშშ-ს ადანაშაულებს პროვოკაციაში ლეგიტიმური ლიდერის მმართველობის დასამხობად.
ჯერ არ არის ნათელი, როგორ აპირებენ გუაიდო და მისი მომხრეები, მიაღწიონ დახმარების ვენესუელაში შეტანას. არმია და პოლიცია მადუროს ემორჩილებიან.